ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები - დავიცვათ თავი კორონავირუსისგან - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები - დავიცვათ თავი კორონავირუსისგან

კორონავირუსული ინფექციის გავრცელების შეფერხებაში დაგვეხმარება:

1. ხშირ-ხშირად დაიბანეთ ხელები რეგულარულად დაიბანეთ ხელები წყლითა და საპნით. თუ დაბანვის საშუალება არ გაქვთ, მაშინ დაიმუშავეთ ხელები სპირტის შემცველი საშუალებებით.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი?

თუ ვირუსი მოხვდა თქვენს ხელზე, მაშინ საპნით დაბანვის ან სპირტის შემცველი ხსნარით დამუშავების შემთხვევაში ეს ვირუსი მოკვდება.

2.ადამიანებთან ურთიერთობის დროს დაიცავით დისტანცია. უარი თქვით ხელის ჩამორთმევაზე და გადაკოცნაზე.

ადამიანებთან იურთიერთეთ მინიმუმ 1 მეტრის დაშორებით. ხოლო თუ თქვენს თანამოსაუბრეს აქვს სურდო, ხველა ან მომატებული ტემპერატურა, მაშინ გარდა იმისა, რომ უნდა დაიცვათ 1-მეტრიანი დისტანცია, მაქსიმუმ 15 წუთში უნდა დაასრულოთ მასთან საუბარი.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? როდესაც COVID-19 რესპირატორული ინფექციით მოავადე ადამიანი ახველებს და აცემინებს, გარშემო აფრქვევს ამ ვირუსის შემცველ წვრილ წვეთებს და თუ ასეთ ადამიანთან ახლოს დგახარ, მაშინ შეიძლება დაინფიცირდე ჰაერის შესუნთქვის დროს.

3.მაქსიმალურად მოერიდეთ ხელებით თვალებზე, პირსა და ცხვირზე შეხებას

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? ხელებით ვეხებით უამრავ ზედაპირს, რომლებზეც შეიძლება ვირუსი იყოს და მაშინ ეს ვირუსი ხელზე გადაინაცვლებს. ამ ხელებით თვალებზე, პირსა და ცხვირზე შეხებისას ვირუსი ხელის კანიდან თვალი , პირისა და ცხვირის საშუალებით ადვილად მოხვდება ორგანიზმში.

4.დაიცავით რესპირატორული ჰიგიენის წესები

ხველისა და ცემინების დროს ცხვირსა და პირზე მიიფარეთ ერთჯერადი ცხვირსახოცი ან მოხრილი იდაყვი. მაშინვე გადააგდეთ მოხმარებული ცხვირსახოცი სახურავიან ნაგვის ურნაში და დაიბანეთ ხელი საპნით და წყლით ან დაიმუშავეთ სპირტის შემცველი ანტისეპტიკური ხსნარით.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? ხველისა და ცემინების დროს პირსა და ცხვირზე ცხვირსახოცის აფარების შემთხვევაში ვირუსი ჰაერში აღარ იფანტება, მაგრამ შეიძლება მოხვდეს თქვენს ხელზე, ხელიდან კი გადავიდეს საგნებზე და სხვა ადამიანებზე. ამიტომაა ხელების დაბანა ან დამუშავება აუცილებელი.

5. ტემპერატურის მატების, ხველის ან სუნთქვის გაძნელების შემთხვევაში დაუყონებლივ მიმართეთ ექიმს

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? აღნიშნულ სიმპტომებს შეიძლება ბევრი მიზეზი ჰქონდეს და მათ შორის COVID-19.

6. თუ თქვენ ჩამოსული ხართ იტალიიდან ან ნებისმიერი ქვეყნიდან, სადაც კორონავირუსია გავრცელებული, ანუ თუ იურთიერთეთ მათთან, ვისაც გამოუვლინდა კორონავირუსი ან კარანტინშია, მაშინ აუცილებლად მიმართეთ ეპიდსამსახურს.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? გახსოვდეთ, რომ კორონავირუსით დაავადებული გადამდებია მაშინაც, თუ მას სიმპტომები ჯერ არ აქვს გამოვლენილი.

7. თვალყური ადევნეთ სიახლეებს კორონავირუსთან დაკავშირებით და ზედმიწევნით ზუსტად შეასრულეთ ჯმო-ს რეკომენდაციები

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? COVID-19-ით ინფიცირებასთან დაკავშირებით რეკომენდაციები ნებისმიერ დროს შეიძლება შეიცვალოს, ამიტომ აუცილებელია თვალყურის დევნება.

ასევე წაიკითხეთ:

კორონავირუსული ინფექციის სიმპტომები

არის თუ არა მომაკვდინებელი კორონავირუსი?

როგორ დავიცვა თავი კორონავირუსისგან

რამდენი ხანი სჭირდება კორონავირუსით დაავადებულის გამოჯანმრთელებას?