1 674 ინფიცირებული და 35 გარდაცვლილი - რა ხდება ესპანეთში კორონავირუსთან დაკავშირებით - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

1 674 ინფიცირებული და 35 გარდაცვლილი - რა ხდება ესპანეთში კორონავირუსთან დაკავშირებით

მე-4 კურსის სტუდენტია. დეა mkurnali.ge-ს ესპანეთში, კორონავირუსთან დაკავშირებულ სიტუაციაზე ესაუბრება.

- ძალიან გართულდა სიტუაცია ესპანეთში, ყოველდღე იზრდება დაინფიცერებულთა რიცხვი აქამდე სიმშვიდე იყო. არ იყო პანიკის საფუძველი, თუმცა რამდენიმე ღამეში დაინდფიცერებულთა რიცხვი იმდენად გაიზარდა, რომ ხალხი პანიკამ მოიცვა. გუშინ ღამე უკვე განათლების სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, საგანმანათლებლო დაწესებულებებში - სკოლებშიც და უნივერსიტეტებშიც შეჩერდა სწავლა დღეიდან 2 კვირით.

დღეს უკვე მარკეტებიდან გაზიდა ხალხმა პროდუქტი, პირბადეებიც და სადეზინფექციო საშუალებებიც რთულად იშოვება. საკმაოდ გამწვავებულია სიტუაცია.

mkurnali.ge

ხალხი საგრძნობლად შეთხელებულია ქუჩებში. ნელ-ნელა გამოფენები, ფესტივალები და მსგავსი ღონისძიებები უქმდება, მაგრამ საგანგაშო სიტუაცია არ გმაოუცხადებიათ. ფრენები გაუქმებულია მხოლოდ იტალიასთან.

 

- დაინფიცირებულთა სტატისტიკა როგორია?

- დღევანდელი მონაცემებით, ესპანეთში კორონა ვირუსის 1 674 შემთხვევაა დაფიქსირებული, გარდაიცვალა 35; გამოჯანმრთელებული - 135.

უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს საელჩო ესპანეთში, როგორც სხვა დროს, ახლაც ზრუნავს საქართველოს მოქალაქეებზე. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო, ბატონ ირაკლი გიორგაძეს საქართველოს ელჩს ესპანეთში, რომელიც დაგვიკავშირდა ყველა სტუდენტს, მოგვიკითხა, გვითხრა, რომ მუდმივ კავშირში იმყოფება ჩვენთან და საჭიროების შემთხვევაში შეგვიძლია თამამად დავუკავშირდეთ. ეს სასიამოვნო ჟესტი იყო მისი მხრიდან.

 

- შენზეც გვიამბე, რას საქმიანობ?

- სწავლის პარალელურად ვმუშაობ საერთაშორისო კომპანია Agilent Technologies-ში - დიაგნოსტიკისა და გენური ინჟინერიის განყოფილებაში. ძალიან საინტერესოა აქ გატარებული ყოველი სამუშაო დღე, ვიღებ გამოცდილებას, ვეცნობი სიახლეებს, ვსწავლობ. ოფისში ყველაზე პატარა თანამშრომელი ვარ, ამიტომ მუდმივი ყუარდღებისა და ზრუნვის ქვეშ.

ადამიანი იმედით ცხოვრობს. მე ხვალინდელი დღის იმედი მაქვს!