რა უნდა ვიცოდეთ კორონავირუსის შესახებ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა უნდა ვიცოდეთ კორონავირუსის შესახებ

კორონავირუსული ინფექციის გავრცელების პარალელურად მოსახლეობაში მატულობს დაძაბულობა. ამიტომ მნიშვნელოვანია მოსახლეობას ჰქონდეს ადეკვატური ინფორმაცია ზოგადად ვირუსული ინფექციების პრევენციული ღონისძიებებისა და გარკვეული პროფილაქტიკური საშუალებების შესახებ.

1.    დღეს აქტუალური საკითხია კორონავირუსი, რა შეგიძლიათ გვითხრათ კონკრეტულად ამ ვირუსის შესახებ?

კორონავირუსი წარმოადგენს გავრცელებულ ვირუსების ჯგუფს, რომელსაც ეს სახელი დაერქვა ზედაპირზე გვირგვინისმაგვარი წანაზარდების გამო. კორონავირუსი არის ზოონოზური ვირუსი, ზოგი სახეობა აზიანებს მხოლოდ ცხოველს და ცირკულირებს მხოლოდ ცხოველებში, ზოგ შემთხვევაში მისი გადაცემა ხდება ცხოველიდან ადამიანზე. ადამიანთა უმრავლესობა კორონავირუსით ავადდება მისი ცხოვრების რაღაც პერიოდში ერთხელ მაინც. ჩვეულებრივ იწვევს ზედა რესპირაციული ტრაქტის მსუბუქ ან საშუალო სიმძიმის ინფექციას, როგორც ჩვეულებრივი გაციება. თუმცა შეიძლება აგრეთვე გამოიწვიოს ისეთი დაავადება, როგორიც არის ბრონქიტი და პნევმონია, როგორც ეს ახასიათებს ახლა გამოვლენილ კორონავირუსს - 2019-nCoV.

კორონავირუსი ცნობილია დაახლოებით 20 წელია, ის იწვევს საერთო გაციების 15-20 %-ს. სწორედ მან გამოიწვია 2002 წელს მძიმე მწვავე რესპირატორული სინდრომის (SARS-COV) ეპიდემიური აფეთქება ჩინეთში. ამ შემთხვევაში, ცხოველი, რომელსაც ვირუსი ჰქონდა იყო ძუძუმწოვარი, რომელიც ბინადრობდა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში.  ეს ეპიდემია დასრულდა 2004 წელს, რომლის ლეტალობის მაჩვენებელი იყო 10-12%.

ცნობილია კიდევ სხვა კორონავირუსის მიერ გამოწვეული ეპიდემია, რომელიც დღემდე მიმდინარეობს, ეს არის კორონავირუსის ერთ-ერთი სახე, რომელიც ცნობილია - შუა აღმოსავლეთის რესპირატორული სინდრომის (MERS-COV) სახელით. ამ ინფექციას სიკვდილიანობა 37% -ს აქვს და გვხვდება ძირითადად ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა საუდის არაბეთი, არაბეთის გაერთიანებული საემიროები. ამ შემთხვევაში, ცხოველი, რომლისგანაც გავრცელდა ვირუსი იყო აქლემი.

კორონავირუსი, რომელიც ახლა იწვევს პნევმონიას ჩინეთში და რომელიც ბოლო პერიოდში ვრცელდება მთელ მსოფლიოში, არის ვირუსების დიდი ოჯახი, რომელსაც აქვს გარკვეული მსგავსება ზემოთ ხსენებულ ორ ვირუსთან. ეს ვირუსები გადაეცემა ცხოველიდან ადამიანს. კორონავირუსის ინკუბაციური პერიოდი მერყეობს 1 კვირამდე (ზოგიერთ წყაროში 2-14 დღე). 2019-ნჩოV-ით გამოწვეული ინფექცია პირველად დაფიქსირდა ჩინეთში, ქალაქ ვუჰანში.  პირველი ინფიცირებული ადამიანები თევზის და გარეული ცხოველების ბაზრობებზე დაფიქსირდა, სადაც ცხოველები და ადამიანები მჭიდრო კავშირში არიან. ეს ვირუსი უხშირესად მსუბუქი და საშუალო ფორმით მიდის.

2.    რა არის კორონავირუსის მიერ გამოწვეული პნევმონიის სიმპტომები?

პირველ რიგში უნდა აღინიშნოს რომ სუბიექტს სიმპტომები შეიძლება არ აღენიშნებოდეს, დაავადება მიმდინარეობდეს უსიმპტომოდ, მაგრამ ამავდროულად შეიძლება იყოს ინფექციის გამავრცელებელი. ძირითადი სიმპტომები არის ხველა, ცხელება, გაძნელებული სუნთქვა და აგრეთვე შეიძლება იყოს უმნიშვნელო გასტრო-ინტესტინალური ტრაქტის ჩივილები. რაც შეეხება ლაბორატორიულ მაჩვენებლებს შეიძლება შეგვხვდეს - ლეიკოპენია, ლიმფოპენია და ჰიპერტრანსამიანაზემია, ზიანდება ზედა სასუნთქი გზები. კორონავირუსის ლეტალობა 2-3 %-ია, თუმცა ციფრების მაჩვენებლების პროგრესი გვაძლევს საფუძველს ვივარაუდოთ, რომ დაინფიცირების ალბათობა მაღალი იქნება.

კორონავირუსის განვითარების რისკ ფაქტორები შეიძლება იყოს:

•    ასაკი, კერძოდ კი 50-60 წლის პირები. ასაკის მატებასთან ერთად მატულობს დაავადების მძიმედ განვითარების რისკი!

•    თამბაქოს მოწევა

•    პაციენტები, რომელთაც აქვთ სხვა თანმხლები დაავადებები როგორიცაა: გულ-სისხლძარღვთა დაავადება, სასუნთქი სისტემის დაავადება, ღვიძლის ქრონიკული დაავადება, შაქრიანი დიაბეტი, ავთვისებიანი სიმსივნე, დასუსტებული იმუნური სისტემა

ორსულები:

•    დღესდღეობით ხელთარსებული მცირე მასალის საფუძველზე შეიძლება ითქვას, რომ COVID-19 ორსულებში მსუბუქ ფორმებში მიმდინარეობს. იგივეს თქმა შეიძლება ბავშვებთან მიმართებაში!

მკურნალობა ძირითადად სიმპტომურია, უნდა მოხდეს:

•    პაციენტის იზოლირება

•    მკაცრი ჰიგიენური პირობების დაცვა

•    პაციენტთან სპეციალური ფორმით (სამოსით) კონტაქტი

•    ცხვირ-პირის დამცავი მაღალი ხარისხის პირბადის მოხმარება

•    პაციენტზე დაკვირვება

•    მუდმივი კონტროლი სასიცოცხლო პარამეტრების (წნევა, პულსი, ჟანგბადის სატურაცია)

•    ხოლო გართულების შემთხვევაში, შესაბამისი რეაგირება და პაციენტების გადაყვანა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, აუცილებლობის შემთხვევაში, მკურნალობის გაგრძელება ხელოვნურ მართვით სუნთქვაზე გადასვლით

პაციენტთა მართვის სუნთქვაზე გადაყვანის პირობები უნდა იყოს მკაფიოდ და მკაცრად ნაჩვენები და ინტუბაცია უნდა შესრულდეს დიდი გამოცდილების მქონე ექიმის მიერ!

ასევე ინტენსიურად მიმდინარეობს დაკვირვება მთელი რიგი ანტივირალური პრეპარატებით მკურნალობის შედეგებზე, მაგ. Hydroxycloroquin, Lopinavir/Ritonavir, Camostat, Remdesivir და ა.შ.

განსაკუთრებით დიდ იმედებს ამყარებენ მეცნიერები Remdesivir-ის ანტივირალურ პრეპარატზე, რომელიც თავდაპირველად ებოლას სამკურნალოდ შეიქმნა, თუმცაღა კლინიკურ კვლევებში ამ ზემოთქმულ ინფექციის წინააღმდეგ კარგი შედეგები ვერ აჩვენა, მაგრამ საკმაოდ ეფექტური აღმოჩნდა MERS-Coronavirus-ის წინააღმდეგ.

ახლახანს გამოჩნდა პროფესორ ფრანკ გროსველდის ხელმძღვანელობით ჩატარებული მეცნიერული კვლევა იმ ანტისხეულის (ადამიანის მონოკლონირებული  ილ ანტისხეული) აღმოჩენის შესახებ, რომელიც პროფესორის განმარტებით ბლოკირებას უკეთებს SARS-CoV-2 ვირუსს და მის მიერ გამოწვეულ დაავადებას.

3.    როგორი შეიძლება იყოს ჰიგიენის წესები, სამოქალაქო პასუხისმგებლობის მნიშვნელობა და ვირუსისგან თავადაცვის რჩევები?

მთავარი კითხვა არის - შეგვიძლია თუ არა ამ ყველაფრის პრევენცია? პროფილაქტიკისთვის ამ ეტაპზე არ არსებობს ვაქცინა კორონავირუსის ინფექციისგან დასაცავად, მაგრამ ინტენსიურად მიმდინარეობს ექსპერიმენტალური კვლევები. ერთის მხრივ ჩვენ შეგვიძლია ვირუსების მიღების და გავრცელების რისკის შემცირება, ამისათვის აუცილებელია ჰიგიენური ნორმების დაცვა, მეორეს მხრივ, ნებისმიერი საშუალება, რომელსაც შეუძლია ხელი შეუწყოს ზოგადად ვირუსული ინფექციების პრევენციას ან პროგრესირების თავიდან აცილებას უმჯობესია რომ განხორციელდეს.

რეკომენდაციები:

რადგან ჯერჯერობით ხელთ არ გვაქვს COVID-19 წინააღმდეგ აპრობირებული საშუალება, სასურველია გავითვალისწინოთ შემდეგი რეკომენდაციები:

•    მაქსიმალურად შევიკავოთ თავი მაღალი სარისკო ლოკალიზაციებში მასობრივი თავშეყრის ადგილებზე ყოფნისგან

•    შეძლებისდაგვარად მკაცრად დავიცვათ ჰიგიენური პირობები, განსაკუთრებით შინ დაბრუნების შემდგომ, კერძოდ ხელების საპნით დამუშავება

•    ხელების ალკოჰოლის შემცველი სასტერილიზაციო ხსნარით დამუშავება

•    არის თუ არა ალკოჰოლის მიღება ვირუს დაავადების პრევენციისთვის მისაღები, ჯერჯერობით ამის დასაბუთებული მეცნიერული რეკომენდაციები არ არსებობს

•    შესაბამისი კლინიკური სიმპტომების არსებობის შემთხვევაში მივმართოთ ექიმს, საავადმყოფოს

•    შინ დაბრუნებისას რეკომენდებულია გარეთ ნაცვამი ტანისამოსის და ფეხსაცმლის საცხოვრებელ სახლის შესასვლელში იზოლირება, ანდა ადგილზე მისი ანტივირალური ხსნარით დამუშავება

•    იმუნური სისტემის გაძლიერება

•    ჯანსაღი კვება, სპორტული აქტივობა

4.    თუ შეიძლება გვითხარით რჩევები ზოგადად იმუნური სისტემის გასაძლიერებლად.

როგორც აღვნიშნე ზამთრის სეზონისთვის დამახასიათებელია მწვავე რესპირატორული, ვირუსული და ბაქტერიული ინფექციების სწრაფი და ინტენსიური გავრცელება, წლევანდელი გაზაფხული კი ზემოთხსენებული მიზეზების გამო, კიდევ უფრო პრობლემური აღმოჩნდა. საჭიროა იმუნური სისტემის გაძლიერებაზე ინტენსიური ზრუნვა, რათა თავი დავიცვათ არასასურველი ინფექციებისგან.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით მნიშვნელოვანი ხდება ისეთი სამკურნალწამლო საშუალებების გამოყენებაც, რომლებიც ზრდის სასუნთქი გზების რეზისტენტობას, გამძლეობას, სხვადასხვა ბაქტერიული და ვირუსული ინფექციის მიმართ.

მეცნიერული კვლევების საფუძველზე დადასტურებული იყო პოლივალენტური მექანიკური ბაქტერიული ლიზატების (პრეპარატი ისმიჟენი) იმუნომოდულატორული აქტივობა, რაც კიდევ ერთხელ ამყარებს ბაქტერიული ლიზატების დანიშვნის მიზანშეწონილობას სასუნთქი გზების ინფექციური დაავადებების პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის.

ისმიჟენი ასტიმულირებს ადამიანის ორგანიზმის ბუნებრივი მკვლელი უჯრედების ადრეულ აქტივაციას, რომლებსაც შეუძლიათ გააკონტროლონ ბაქტერიებისა და ვირუსების გავრცელება, სანამ სპეციფიკური იმუნიტეტი არ განვითარდება.

მეორე მექანიზმი, რომელიც ახლახან იქნა აღმოჩენილი, ეყრდნობა პოლივალენტური მექანიკური ბაქტერიული ლიზატის შესაძლებლობას გააუმჯობესოს ლორწოვანი გარსის ბარიერული ფუნქცია. მიკროორგანიზმებმა, რომლებმაც შეაღწიეს ადამიანის სხეულში, ჯერ უნდა გადალახონ ეპითელური უჯრედების ფენა. ადამიანის ლორწოვანის ეპითელური უჯრედები ფუნქციონირებს, როგორც ფიზიკური ბარიერი ინფექციის თავიდან ასაცილებლად, გარდა ამისა მათ შეუძლიათ ამოიცნონ მიკროორგანიზმების არსებობა და გაზარდონ ბარიერული ფუნქცია, სიგნალი გაუგზავნონ ლეიკოციტებს და პირდაპირ გაანადგურონ ზოგიერთი პათოგენი.

ისმიჟენი (პოლივალენტური მექანიკური ბაქტერიული ლიზატი) წარმოადგენს შვეიცარიული კომპანია "Lallemand Pharma"–ს მიერ წარმოებულ ახალი თაობის, ბაქტერიული წარმოშობის იმუნომოდულატორს. მისი მოქმედების პრინციპი ეფუძნება იმუნური სისტემის კონტროლისა და დამცველობითი მექანიზმების გაძლიერებას, რაც განაპირობებს სასუნთქი გზების ინფექციების განვითარების პროფილაქტიკასა და მათთან ორგანიზმის ბრძოლის აქტივაციას. სწორედ ამიტომ ისმიჟენს სხვაგვარად "პერორალურ ვაქცინასაც" უწოდებენ.

ისმიჟენის (პოლივალენტური მექანიკური ბაქტერიული ლიზატის) შემადგენლობაში შედის იმ ბაქტერიების ლიზატები, რომლებიც უხშირესად იწვევენ რესპირაციული ტრაქტის ინფექციებს და ვირუსული ინფექციის გართულებებს. ბაქტერიული ლიზატები აძლიერებს ორგანიზმის იმუნურ პასუხს რესპირაციული ინფექციების წინააღმდეგ.

ისმიჟენი იმუნომოდულატორული მოქმედების შედეგად ამცირებს სასუნთქი სისტემის ინფექციური დაავადებების სიხშირესა და ინტენსივობას, ხოლო ავადობის შემთხვევაში გამოჯანმრთელება უფრო სწრაფად ხდება.

ამგვარად, ისმიჟენი გაგიძლიერებთ სასუნთქი სისტემის იმუნიტეტს და დაგიცავთ ბაქტერიებისა და ვირუსებისაგან.

კახა ვაჭარაძე

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი; თსსუ ფთიზიატრიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი

ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის დეპარტამენტის ხელმძღვანელი

საქართველოს რესპირაციული ასოციაციის პრეზიდენტი

ამიერკავკასიის ექიმთა ლიგის რესპირაციული ასოციაციის პრეზიდენტი

საქართველოს ბრონქოლოგთა და პულმონოლოგთა ასოციაციის დამფუძნებელი

საქართველოს ფთიზიატრთა და პულმონოლოგთა ასოციაციის გამგეობის წევრი

საქართველოს თორაკალურ ქირურგთა ასოციაციის თანადამფუძნებელი

ევროპის რესპირაციული საზოგადოების (ERS) წევრი

ამერიკის თორაკალური საზოგადოების (ATS) წევრი

ევროპისა და მსოფლიოს ბრონქოლოგთა და ინტერვენციულ პულმონოლოგთა საზოგადოების (WEABIP)

ეროვნული პრემიის ლაურეატი მედიცინაში

(R)