რა პრეპარატებით მკურნალობდნენ ის ადამიანები, ვინც გამოჯანმრთელდნენ - ხათუნა ზახაშვილი კორონავირუსზე საინტერესო ცნობებს გვაწვდის - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა პრეპარატებით მკურნალობდნენ ის ადამიანები, ვინც გამოჯანმრთელდნენ - ხათუნა ზახაშვილი კორონავირუსზე საინტერესო ცნობებს გვაწვდის

კონტოლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი ხათუნა ზახაშვილი უპასუხებს.

- ხომ არ დაგვიანდა ირანთან საზღვრის ჩაკეტვა?

- საზღვრის ჩაკეტვა დაავადებისთვის რამდენადმე პირობითი მცნებაა და ეს ჩვენ, ადამიანებს გვგონია რომ საზღვარს "ვუკეტავთ" დაავადებას, სინამდვილეში, ჩვენი გადაწყვეტილება ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული და არასდროს არაა დაავადების გავრცელების ერთადერთი შემაკავებელი. არსებობს სერიოზული ვარაუდი, რომ ირანში კორონავირუსის გავრცელების შესახებ რამდენადმე გვიან გახდა ცნობილი დანარჩენი მსოფლიოსთვის. შესაბამისად, განსაზღვრება - იმავე დღეს და მე-2 დღეს, ნამდვილად, მხოლოდ სიტყვების თამაშია.

- როგორ და რა პრეპარატებით მკურნალობდნენ ის ადამიანები, ვინც გამოჯანმრთელდნენ კორონავირუსისგან.

- მკურნალობა სიმპტომურია და არსებობს მკურნალობის სტანდარტული მიდგომები, რომელიც ხორციელდება კლინიკური სურათის შესაბამისად.

- თუ კორონავირუსის მატარებელი ხარ, მაგრამ არ გამოგეხატება არანაირი სიმპტომი - არც სურდო გაქვს, არც ხველა, არც სუნთქვის გაძნელება და ა.შ. საქართველოს საზღარის გადმოკვეთისას, დისტანციურმა თერმომეტრმაც არ აჩვენა ტემპერატურა და შემოხვედი ქვეყანაში. რა ხდება ამის შემდეგ? იმ საინკუბაციო 2 კვირის განმავლობაში აუცილებლად გამომივლინდება ვირუსი, თუ შესაძლოა, იყო ვირუსის მატარებელი და არანაირი სიმპტომი არ გამოგივლინდეს?

- ეს ახალი კორონავირუსი ჯერ-ჯერობით მართლაც ძალიან ახალია და ბევრი რამ კვლავაც უცნობია. თუმცა, ამ ეტაპზე მეცნიერები ვარაუდობენ, რომ სიმპტომების დაწყებამდე ნაკლებადაა მოსალოდნელი ადამიანი იყოს გადამდები. ასევე უიშვიათესია ე.წ. უსიმპტომო ფორმები და ამ შემთხვევაში, ანუ თუ ადამიანი არ ახველებს/აცემინებს და ამ გზით არ გამოაფრქვევს გარემოში გამომწვევს - მის მიერ ვირუსის გავრცელების ალბათობა მინიმალურია.

- რამდენად შემიძლია ვირუსის მატარებელმა ადამიანმა სხვა დავაინფიცირო?

- იმდენად, რამდენადაც არ დაიცავთ ჰიგიენის წესებს. თუ დაავადებული არ განერიდება საზოგადოებას, არ დაიცავს ხველის/ცემინების ეტიკეტს, არ დაიბანს თავისი გამონაყოფებით დაბინძურებულ ხელებს - ის გაავრცელებს დაავადების გამომწვევს.

- ერთერთ არხზე, მედიცინის მუშაკი ბრძანებდა, რომ 1 ვირუსიანს 9000-ის დაინფიცირება შეუძლია.

- ნამდვილად გადაჭარბებული რიცხვია. დღეისთვის ითვლება რომ საშუალოდ ერთ დაავადებულს შეუძლია დააინფიცირუს 2,5 ჯანმრთელი, თუ არ დაიცავს იზოლაციის წესებს!

- გარდა იმისა რა რეკომენდაციებსაც გვაძლევთ, რომ ხელები დავიბანოთ, ნერვები დავიწყნაროთ, კიდევ რა არის საჭირო?

- ჯანსაღი ცხოვების წესი: სწორი კვება, დაბალანსებული ფზიკური აქტივობა, არსებული რისკების სწორი შეფასება და ქცევების კორექტირება რისკის გათვალისწინებით. აი, სულ ეს არის რაც ამ ეტაპზე შეიძლება გირჩიოთ დაავადების გავრცელების შეკავებისთვის.

- პირბადით სად უნდა ვიაროთ და როგორი პირბადე უნდა გამოვიყენოთ?

- პირბადე პანაცეა არ არის. პანაცეა რომ იყოს, ცხადია ჩინეთში ეს დაავადება არ გავრცელდებოდა... პირბადე უნდა გამოიყენოს რესპირაციული სიმპტომების მქონე ადამიანებმა - როდესაც ხვდება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას ან ავადმყოფის მომვლელმა, ასევე სამედიცინო პერსონალმა. თანაც, პრბადე გამოყენებული უნდა იყოს სწორად. მიზანშეწონილია სამშრიანი, სამედიცინო პირბადე და არა რესპირატორი, კონუსირი ფორმის უმთავრესად რესპირატორებია და მათი მოხმარება რეკომენდებულია მხოლოდ სამედიცინო პერსონალისთვის, თანაც მხოლოდ ჩამრევი პროცედურების განხორციელებისას.

- როგორ მარტს ელით?

- წვიმიანს, ქარიანს, გაზაფხულის სურნელით ... ჩვენ გავაგრძელებთ ყველა ღონისძიების გატარებას დაავადების გავრცელების შეკავების მიზნით, თუმცა ზუსტი განსაზღვრა როგორ განვითარდება მოვლენები არაკეთილშობილური საქმეა და ჯობს მივყვეთ პროცესებს.

- ბევრი ვირუსი სიცხეში კვდება. ზაფხულისკენ, დათბობასთან ერთად, შესაძლოა რომ კორონავირუსიც მოკვდეს?

- შესაძლებელია, თუმცა ამ ვირუსს ჯერ ზაფხული არ უნახავს. 2020 მისი პირველი ზაფხული იქნება და ისევ გავმეორდები - დაველოდოთ, დრო გვიჩვენებს!

ეკა სალაღაია