რა ხდება ირანში კორონავირუსის ეპიდემიასთან დაკავშირებით - ფერეიდნელი ქართველის ნაამბობი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა ხდება ირანში კორონავირუსის ეპიდემიასთან დაკავშირებით - ფერეიდნელი ქართველის ნაამბობი

ირანის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ორაჯ ჰარირჩი და ირანის ვიცე-პრეზიდენტი მასუმეჰ ებთეკარი იმ 254 ინფიცირებულთა შორისაა, ვისაც ირანში კორონავირუსი დაუდგინდა. 28 თებერვლის მონაცემებით ირანში კორონავირუსის 106 შემთხვევა გამოვლინდა. დაღუპულთა რაოდენობა კი 26-ს შეადგენს.

საქართველოში მოღვაწე საერთაშორისო იურისტი ანდრო ლაჩინანი ფერეიდნელი ქართველია. აი, რას ყვება ის ირანში არსებულ სიტუაციაზე.

- ოფიციალური მონაცემებისგან განსხვავებით , ირანში, მინიმუმ 1000-ზე მეტი ადამიანი მაინც იქნება გარდაცვლილი.

- რატომ ფიქრობთ, რომ ოფიციალური ცნობები ირანში გარდაცვლილთა და დაავადებულთა შესახებ არასწორია?

- მარტივად რომ აგიხსნათ, ირანის ხელიფულებაში ზუსტად ის ხდება ახლა, რაც 1986 წელს, საბჭოთა კავშირში ხდებოდა ჩერნობილის აფეთქების დროს. ინფორმაციას მალავენ, ვითომ ირანში არაფერი განსაკურებული არ ხდება, ყველაფერი კარგადაა, კონტროლს ექვემდებარება. ვითომ მაგრები არიან, ნახეთ, კორონავირუსი იტალიაში გავცელდა, მაგრამ ჩვენთან არ არისო. ამ დამოკიდებულაბას მოჰყვა ის რომ არაოფიციალური ინფორმაციით 20 ათასამდე ადამიანია კორონავირუსით დაავადებული. ამხელა ქვეყნის მართვა ადვილი არ არის, ირანის ჯანდაცვის სისტემისთვის , რომელსაც ბევრი პრობლემები აქვს.

- გარდა იმისა, რომ, როგორც თქვენ ამბობთ, ქვეყნის იმიჯის შენარჩუნებას ლამობენ, კიდევ რა მოტივაცია უნდა ამოძრავებდეს ირანს?

- 1. პოლიტიკურ-ეკონომიკური მიზეზი. ირანსა და ჩინეთს შორის არ შეწყვეტილა ფრენები. ამ ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ფრენები დღემდე მიმდინარეობს.

2. დაავადება თავიდან ირანში ქალაქ ყუმში გავრცელდა. ამ ქალაქში შიიტების წმიდა ადგილებია - დგას ბევრი მეჩეთი და დაახლოებით ქრისტიანებს რომ წმინდა ნინო გვყავს, იმხელა მნიშვნელობის შიიტების წმნდანის საფლავი. როგორც ქრისტიანები ვკოცნით წმინდანების საფლავებსა და ხატებს, ისინიც ანალოგიურად იქცევიან. ჩვენთან სვეტიცხლველში რომ შეხვალ, ვთქვათ, ვახტანგ გორგასალის საფლავზე 10 ადამიანი თუ დაგვხვდება. იქ კი ყოველდღიურად 10 ათასობით ადამიანი დადის თაყვანის საცემად; სიწმინდეებსა და საფლავებს რომ ეამბორონ დიდ და მჭირდო რიგში დგანან, ერთამნეთს ასუნთქებენ, აცემინებენ, მერე მიდიან საფლავს კოცნიან, მერე ერთის ნაკოცნს სხვა კოცნის და ა.შ.

თვით ირანის ჯანდაცვის სამინისტრომ სთხოვა რელიგიური დაწესებულებების მოღვაწეებს, რომ დროებით დაეკეტათ სალოცავი ადგილები.

- მერე დაკეტეს?

- ირანში იცით როგორ ხდება? - შეიძლება ჯანდაცვის მინისტრის თხოვნას რელიგიური დაწესებულებების მესვეურებმა ყურიც არ ათხოვონ. ამასთან ექიმების მიმართ თავისებური მიდგომა აქვთ შიიტური რელიგიის მიმდევრებს, მიაჩნიათ რომ თანამედროვე სამედიცინო სისტემა იტყუება, ფინანსური სარგებელის გამო. სხვათაშორის ექიმების გარდა, თანამედროვე იურისტებსაც ალმაცერად უყურებენ შიიტები - ჩვენ არ გვინდა თანამედროვე სამართალი, ვაღიარებთ რელიგიურ სამართალსო, რაც ღმერთმა თქვა, იმას გავაკეთებთო. მოკლედ, როგორც ღმერთს უნდა ისე ვიქნებით და ნუ ერევითო.

- ირანის დღევანდელი მდგომარეობა ( მითუმეტეს პირველი ინფიცირებული საქართველოს მოქალაქე, ქვეყანაში სწორედ ირანში იყო ნამყოფი) რა საფრთხეებს უქადის საქართველოს?

- საქართველოს ჯანდაცვის სისტემა საკმაოდ მყარი და ძლიერია. ძალისმევას არ იშურებს რომ კორონავირუსის გავრცელებას ხელი შეუშალოს ქვეყანაში. ამ ეტაპზე მათვარია ირანთან მოხდეს იზოლაცია, ოღონდ დროებით. იმიტომ, რომ ჩვენ ირანთან დიდი ხნით ვერ შევწყვეტთ ურთიერთობას. ძალიან დამოკდიებული ვართ ნავთობპროდუქტის გამო და ხილ-ბოსტნეულის იმპორტსაც ვახდენთ. ამ ეტაპზე მიმოსვლა შეწყვეტილია. ჩემი აზრით, ირანის მოქალაქე რომ არ შემოუშვან, არ იქნება ადეკვატური საქციელი, მაგრამ მკაცრად შეამოწმონ და ვისაც ჯანმრთელობის პრობლემა არ აქვთ, შემოუშვან. გუშინ მაგალითად სამმა სტუდენტმა დამირეკა ირანიდან, სწავლა იწყება და რა ვქნათო. მალე დათბება და მგონია, რომ ვირუსი საშიში აღარ იქნება. ამის იმედი მაქვს.

ეკა სალაღაია