ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მრჩეველი - მსოფლიო მოსახლეობის ორი მესამედი შესაძლოა, ახალი კორონავირუსით დაინფიცირდეს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მრჩეველი - მსოფლიო მოსახლეობის ორი მესამედი შესაძლოა, ახალი კორონავირუსით დაინფიცირდეს

ამის შესახებ Bლოომბერგ-ი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მრჩევლის, ვირუსოლოგი ირა ლონჯინის განცხადების საფუძველზე იტყობინება, რომელიც ახორციელებდა კვლევებს, თუ როგორ ვრცელდება ჩინეთში ინფექცია.

მისივე თქმით, შესაძლებელია ვირუსის გავრცელების შენელება კარანტინებით, თუმცა ვიდრე ჩინეთის მთავრობა აღნიშნულ ზომებს მიმართავდა, ვირუსი სხვა ქვეყნებში გავრცელდა.

ლონგინის თქმით, მისი შეხედულები ემყარება მონაცემებს, რომელიც აჩვენებს, რომ ვირუსით ინფიცირებული ყველა ადამიანი ინფექციას გადასცემს ორ ან სამ ადამიანს. მისივე თქმით, კორონავირუსის გავრცელებისთვის თვალყურის დევნება რთულია იმის გამო, რომ დაავადების სწრაფი იდენტიფიცირება ვერ ხერხდება და ის გამოვლენამდე უკვე გადამდებია.

შეგახსენებთ, კორონავირუსი COVID-19-ის 64 435 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. დაღუპულთა რაოდენობამ კი 1380-ს გადააჭარბა.