ასე გვამოწმებენ ყველგან, სადაც კი შევდივართ - ჩინეთში მცხოვრებმა ქართველმა, ლაშა ჩილაშვილმა, "მკურნალს" დღევანდელ სიტუაციაზე უამბო - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ასე გვამოწმებენ ყველგან, სადაც კი შევდივართ - ჩინეთში მცხოვრებმა ქართველმა, ლაშა ჩილაშვილმა, "მკურნალს" დღევანდელ სიტუაციაზე უამბო

ლაშა ჩილაშვილი, რომელიც ადგილობრივ მცირეწლოვნებს ერთ-ერთ საბავშვო ბაღში ინგლისურ ენას ასწავლის. "ასე გვამოწმებენ ყველგან, სადაც კი შევდივართო - მაღაზიასა თუ აფთიაქში" -  წერს იგი საკუთარ სოციალურ გვერდზე. mkurnali.ge ლაშას ჩონგჩინგში დაუკავშრდა.

 

- სასწავლო პროცესი 17 თებერვალს უნდა განახლებულიყო, თუმცა 2 მარტამდე გადაიდო. მოგვიწოდებენ სახლიდან არ გახვიდეთ, თუ ამისი აუცილებლობა არ არისო. კონტროლი ბევრად გაძლიერებულია, ვიდრე  აქამდე იყო. მაღაზიებში, აფთიაქებში, ყველაგან  თერმომეტრებით გვეგებებიან.  საცხოვრებელ კომპლექსშიც კი გასვლა-შემოსვლისას, დროსაც აღრიცავენ და ტემპერატურასაც.

 

ბოლო მონაცემებით, ჩვენს ქალაქში კორონავირუსის 446 შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაცვალების ფაქტი მხოლოდ 1.  ზოგადად, კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა კლებულობს. 2 დღის წინ,  დაინფიცირებულთა მაჩვენებლის პიკი დაფიქსირდა - 3700 შემთხვევა, გუშინ - 3200, დღეს - 2688.  დღეს 90 ადამიანი გარდაიცვალა. მთლიანობაში არის 37 268 დაინფიცირებული და 813 გარდაცვლილი. იმედია ეს მაჩვენებლები ნელ-ნელა შემცირდება, როგორც გვპირდებიან. რამდენად სანდოა ეს ინფორმაცია არ ვიცი, მაგრამ აქ ყველა ამ ინფორმაციას ეყრდნობა, სპეციალური აპლიკაცია არსებობს, საიდანაც ვირუსის შესახებ ყველა სიახლეს ვეცნობით რეგულარულად.

 

-  ჩინეთიდან საქართველოში დაბრუნებაზე ხომ არ ფიქრობ?

-  ჯერ-ჯერობით - არა. საელჩოდან დამირეკეს, მკითხეს თუ ვაპირებდი ქვეყნის დატოვებას. ჩემი მისამართი, საქმიანობის სფერო, ყველანაირი ინფორმაცია აქვთ. მითხრეს, თუ რაიმე აუცილებლობა შემექმნებოდა დავკავშირებოდი, ხოლო თუ საქართელოში გამგზავრებას გადავწყვეტდი, ბილეთის შეძენაში დახმარება გამიწევდნენ. ასევე მამცნეს რომ საელჩოს ცხელი ხაზი 24 საათის განმავლობაში მუშაობს და ნებისმიერი ინფორმაციისთვის შემიძლია მათთან დაკავშირება.

- პროდუქტის ან წამლების დეფიციტი ხომ არ დგას?

- არა,  პროდუქტის დეფიციტი არ არის, არც წამლების. ნიღბების დეფიციტი კი  დღემდე არსებობს. რაც შეეხება სპეციალურ სადეზინფეციო საშუალებას, რომლითაც სახლში იატაკს, ავეჯს, ყველაფერს ვწმენდთ, დეფიციტში არაა, დღეს უპრობლემოდ შევიძინე.

აქ, ჩინეთში, ადამიანები შინ არ ამზადებენ საკვებს,  ძირითადად რესტორნებსა და სასადილოებში მიირთმევენ. ვირუსის აფეთქების პირველ დღეებში, როცა  რესტორნები და სასადილოები დაიკეტა, ყველა მაღაზიებს მიაწყდა და პანიკაში მყოფებმა უზომოდ შეიძინეს საკვები პროდუქტი. დეფიციტიც ამიტომ შეიქმნა. დღეს ასე აღარა, მაღაზიები ორმაგად შეივსო.  დახლები სავსეა ხორცით, ხილით, ბოსტნეულით.

 

- როგორც ვიცი, ონკანის წყალი არ ისმევა მანდ. საკვების მოსამზადებლად, ხილ-ბოსტეულის გასარეცხად, ონკანის წყალს იყენებთ?

-მართალია, წყალი არ ისმევა ონკანიდან, მაგრამ ხილისა და ბოსტნეულის გასარეცხად ჩვეულებრივ ვიყენებთ, ჰიგიენისთვისაც - შხაპის მიღებას, კბილების გახეხვას... ამ წყლით  ვახდენთ, ჩვულებრივ. ეს, როგორც ეძახიან, ტექნიკური წყალია. დასალევად გადადუღებულ წყალს იყენებენ, თუ არადა, ყველგან იყიდება დასალევი წყალი. მე მაგალითად ვყიდულობ.

 

- ნიღბების დეფიციტიაო, რომ თქვით, ვინც ვერ შეიძენს უნიღბოდ დადის ქალაქში?

- დეფიციტი ნამდვილადაა, აფთიაქებში რომ ვერ ვიყიდე, ონლაინ შევიძინე 1 კვირის წინ და ჯერ კიდევ არ მოუტანიათ, როდის მომივა, კაცმა არ იცის. 2 ნიღაბი მაქვს, იმათ ვრეცხავ სპეციალური სადეზინფექციო საშუალებით და ვიყენებ მრავალჯერადად. ასეა ჩემ გარშემო ყველა.

 

- ასე შეიძლება?

- სხვა რა გზაა?...

 

- რაც შეეხება მოსახლეობის ფსიქოლოგიურ მდგომარეობას, პანიკა კიდევაა თუ იკლო?

- ახლა ნაკლებადაა. რაღაცნაირად შევეჩვიეთ ამ მდგომარეობას. ყველა მოწყენილი ზის სახლში და ერთი სული აქვთ, მუშაობა როდის დაიწყება.  კვირაში მხოლოდ 1-2-ჯერ თუ გავდივართ პროდეუქტებისა და მედიკამენტების მოსამარაგებლად. ყველა ელოდება, როდის გაუმჯობესდება მდგომარეობა. ყველა იმედიანადაა!

ეკა სალაღაია