როგორ დავიცვათ თავი? - გრიპისა და კორონავირუსული ინფექციის პროფილაქტიკა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ დავიცვათ თავი? - გრიპისა და კორონავირუსული ინფექციის პროფილაქტიკა

მაღალი ტემპერატურა თავის, სახსრების, კუნთების ტკივილით, ზოგჯერ დიარეა და გულისრევა, ზოგჯერ კი ხველა და სურდო, ხოლო კორონავირუსს ახასიათებს მაღალი სიცხე ხველით, სუნთქვის გაძნელების და გულმკერდში სიმძიმის შეგრძნებით. მაგრამ თვითდიაგნოსტიკა და თვითმკურნალობა გამორიცხულია, როგორც კი მაღალ სიცხეს და ზემოთ ჩამოთვლილ რომელიმე სიმპტომს დააფიქსირებთ, მაშინვე მიმართეთ ექიმს! აქვე აღვნიშნავთ, რომ გრიპისა და კორონავირუსის მიმდინარეობის სიმძიმე ბევრ ფაქტორზეა (მათ შორის ორგანიზმის ზოგად მდგომარეობაზე და ასაკზე) დამოკიდებული.

გახსოვდეთ, რომ გრიპი და კორონავირუსი ადვილად ვითარდება და უფრო მძიმედ მიმდინარებს: მოხუცებში, მცირეწლოვან ბავშვებში, ორსულებში, ქრონიკული დაავადებების მქონე პირებში (ასთმა, დიაბეტი, გულ-სისხლძარღვთა სისტემის პათოლოგიების, სასუნთქი სისტემის პათოლოგიები) და სუსტი იმუნიტეტის მქონე ადმიანებში.

წესი N1. ხშირად დაიბანეთ ხელები საპნით!

გახსოვდეთ, რომ ხელების ჰიგიენა გრიპისა და კორონავირუსული ინფექციის პროფილაქტიკის მნიშვნელოვანი ღონისძიებაა. ნუ შეეხებით დაუბანელი ხელებით თვალებს, პირს და ცხვირს, რადგან გრიპი და კორონავირუსი ამ გზითაც გადადის.

თუ ხელების საპნით დაბანის საშუალება არ გაქვთ, მაშინ გამოიყენეთ სპირტის შემცველი ან მადეზინფიცირებელი სალფეთქები.

წესი N2. ჩაატარეთ ზედაპირების დეზინფექცია!

გაასუფთავეთ ზედაპირები (მაგიდა, სკამები, კარის სახელურები, ლეპტოპები, ტელეფონები და ყველაფრის ზედაპირი, რასაც კი ხელით ხშირად ეხებით ) შესაბამისი საყოფაცხოვრებო სარეცხი საშუალებებით.

ზედაპირების რეგულარული დეზინფიცირება-წმენდა მათ ვირუსებს აშორებს.

წესი N3. ურთიერთობების დროს დაიცავით მანძილი და ეტიკეტი

ვირუსის გადაეცემა დაავადებული ადამიანიდან ჯანმრთელს ჰაერ-წვეთოვანი გზით (დაცემინება, ხველა), ამიტომ აუცილებელია საუბრისას დაავადებულიდან 1 მეტით მაინც იყოთ დაშორებული.

საზოგადოების თავშეყრის ადგილებში (მათ შორის ტრანსპორტში და ნებისმიერ დახურულ სივრცეში) გაიკეთეთ პირბადე (ნიღაბი);

ხველის და ცემინების დროს მიიფარეთ ცხვირსა და პირზე ერთჯერადი ცხვირსახოცი და შემდეგ გადააგდეთ ნაგვის ურნაში;

მასობრივი თავშეყრის ადგილებში სიარულისგან თავის შეკავებამ შეიძლება შეამციროს ინფიცირების რისკი.

წესი N4. მისდიეთ ცხოვრების ჯანსაღ წესს

ცხოვრების ჯანსაღი წესი ინფექციების მიმართ ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარს ამაღლებს. მეტად მნიშვნელოვანია ღამის სრულფასოვანი ძილი, კვება ცილებით, ვიტამინებითა და მინერალებით მდიდარი პროდუქტებით, წყლის სატანადო რაოდენობით სმა და ფიზიკური აქტიურობა.

წესი N5. დაიცავით სასუნთქი გზები სამედიცინო პირბადეებით

პროფილაქტიკის სხვა საშუალებებთან ერთად მეტად მნიშვნელოვანია პირბადის ტარება. მისი დახმარებით ვირუსის გავრცელება საგრძნობლად ფერხდება.

სასუნთქი გზების დასაცავად პირბადის გამოყენება აუცილებელია:

  • საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში ყოფნისას მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციებით ავადობის ზრდის პერიოდში;
  • ღია სივრცეებში (ჰაერზე) ნიღბის გამოყენება არ არის მიზანშეუწონელია. ჰაერზე ყოფნისას სასარგებლოა სუფთა ჰაერის სუნთქვა და ნიღბის გაკეთება ნამდვილად არ ღირს.
  • მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციით დაავადებულის მოვლის დროს;
  • მწვევე რესპირატორული ვირუსული ინფექციის საეჭვო ნიშნების მქონე პირთან ურთიერთობისას;
  • ჰაერ-წვეთოვანი გზით გადამდები სხვა პათოლოგიებით ინფიცირების რისკის დროს.

სწორად როგორ უნდა მოვიხმაროთ პირბადე?

ნიღაბები სხვადასხვაგვარის. ის შეიძლება იყოს ერთჯერადიც და მრავალჯერადიც. არსებობს ისეთი პირბადეები, რომელთა მოხმარება შესაძლებელია 2, 4 ან 6 საათის განმავლობაში. მაგრამ გამუდმებით ერთიდაიმავე პირბადის ტარება არ შეიძლება. თუ რომელი მხრიდან გაიკეთებთ ცხვირსა და პირზე პირბადეს, ამას პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს.

ინფიცირებისგან თავდასაცავად, მნიშვნელოვანია პირბადის სწორად ტარება:

  • ნიღაბი კარგად უნდა დაიმაგროთ (შეიკრათ), მთლიანად და მჭიდროდ უნდა დაიფაროთ პირი და ცხვირი;
  • ნიღბის მოხსნისას შეეცადეთ არ შეეხოთ მის ზედაპირს (რომელიც ცხვირ-პირს ედებოდა), ხოლო თუ შეეხებით, მაშინ საგულდაგულოდ დაიბანეთ ხელები საპნით;
  • თუ ნიღაბი დაინესტა (დასველდა), მაშინ აუცილებლად გამოცვალეთ ახლი მშრალი ნიღბით;
  • არ შეიძლება ერთჯერადი ნიღბის მეორეჯერ გამოყენება;გამოყენებული პირბადე მაშინვე გადააგდეთ ნაგვის ურნაში;
  • ავადმყოფის მოვლის შემთხვევაში, დაავადებულთან კონტაქტის დასრულებისთანავე მოიხსენით პირბადე, გადააგდეთ ნაგვის ურნაში და მაშინვე დაიბანეთ ხელები საპნით.
  • გახსოვდეთ, რომ მხოლოდ პირბადის ტარება ვერ დაგიცავთ ვირუსებისგან. გარდა ამისა სხვა ღონისძიებების გატარებაცაა აუცილებელია.

წესი N6. რა უნდა გავაკეთოთ გრიპით ან კორონავირუსით დაავადების შემთხევაში?

აუცილებლად დარჩით სახლში და მიმართეთ ექიმს. შეასრულეთ ექიმის დანიშნულება ზედმიწევნით, დაიცავით წოლითი რეჟიმი და დალიეთ რაც შეიძლება მეტი სითხე (კარგია წყალი).

გახსოვდეთ, რომ მკურნალობის ჩაუტარებლობამ და ექიმის რჩევების გაუთვალისწინებლობამ შეიძლება მძიმე გართულებებამდე მიგვიყვანოს!

წესი N7. რა გავაკეთოთ, თუ ოჯახის რომელიმე წევრი გრიპით ან კორონავირუსული ინფექციის დაავადდა?

  • გამოუძახეთ ექიმს;
  • გამოუყავით დაავადებულს ცალკე ოთახი. თუ ეს შეუძლებელია, მაშინ დაიცავით დაავადებულთან მინიმუმ 1 მეტრიანი დისტანცია.
  • მინიმუმამდე შეამცირეთ დაავადებულთან კონტაქტი, განსაკუთრებით ბავშვების, მოხუცების, ორსულების და ქრონიკული დაავადებების მქონე ოჯახის წევრებს.
  • ხშირ-ხშირად გაანიავეთ სახლში ოთახი (ოთახები).
  • ხშირად გაწმინდეთ საყოფაცხოვრებო სარეცხი საშუალებებით სახლში ის ზედაპირები რასაც ეხებით ხოლმე (მაგიდა, სკამი, კარის სახელურებო, ტელეფონები და ა.შ)
  • ხშირ-ხშირად დაიბანეთ ხელები საპნით;
  • ავადმყოფთან კონტაქტის (მის მოვლის) დროს აუცილებლად გაიკეთეთ პირბადე;
  • ავადმყოფს ოჯახის მხოლოდ ერთი რომელიმე წევრი უნდა უვლიდეს.