ყურადღება! ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები და მითითებები კორონავირუსზე - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ყურადღება! ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები და მითითებები კორონავირუსზე

მსოფლიო მნიშვნელობის საგანგებო მოვლენად აღიარა.

"ვაცხადებ საგანგებო მდგომარეობას საზოგადოებრივ ჯანდაცვაში კორონავირუსის გლობალური აფეთქების გამო" - განაცხადა ჯმო გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადჰანომ ჟენევაში ჩატარებული საგანგებო კომიტეტის შემდეგ.

ჯანმო ასეთ საგანგებო სიტუაციებად მიიჩნევს იმ ექსტრაორდინალური მოვლენებს, რომლებიც დიდ საფრთხეს უქმნიან მეზობელ სახელმწიფოებს და საჭიროებენ საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან კოორდინირებულ მოქმედებებს. ამასთან ჯმო არ იძლევა იმის რეკომენდაციას, რომ ამ ვირუსთან დაკავშირებით აიკრძალოს ან შეიზღუდოს ადამიანების გადაადგილება ან საქონლის ექსპორტ-იმპორტი. ჯნმო განცხადებაში ნათქვამია, რომ კორონავირუსის გავრცელება შეიძლება შემცირდეს, თუ მსოფლიოს ქვეყნები ყველა ღონეს იხმარენ, რათა ადრეულ ეტაპზევე ამოიცნონ ამ ვირუსით გამოწვეულ სიმპტომები, მოახდენენ დაავადებულების იზოლირებას და გამოავლენენ, თუ ვისთან ჰქონდა მათ კონტაქტი დაავადების გამოვლინებამდე 2 კვირის განმავლობაში.

ხუთშაბათს აშშ-ს თავის ტერიტორიაზე გამოავლინა კორონავირუსის ადამიანიდან ადამიანზე გადაცემის შემთხვევა. უფრო ადრე ასეთი შემთხვევების შესახებ განაცხადეს გერმანიამ და იაპონიამ. კორონავირუსის შემთხვევები დაფიქსირდა საფრანგეთში, რუსეთში, იტალიაში და სხვა. საბედნიეროდ, საქართველოში, ამ ეტაზე, კორონავირუსის შემთხვევები არ არის დაფიქსირებული.

კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 200-ს აჭარბებს და სიკვდილის ყველა შემთხვევა ჩინეთშია, ხოლო სხვა ქვეყნებში ამ ვირუსით გამოწვეული ლეტალური შედეგი არ არის დაფიქსირებული.

რეკომენდაციები

ჯანმო ჩინეთს, სხვა ქვეყნებს და საერთაშორისო თანამეგობრობებს აძლევს შემდეგ რეკომენდაციებს:

რეკომენდაციები ჩინეთს:

  • რეგულარულად აცნობოს მოქალაქეებს ვირუსის გავრცელების და მასთან ბრძოლის ახალი ხერხების შესახებ
  • ჩინეთმა სრულყოს მის ტერიტორიაზე ამ ვირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების გამოვლინების ღონისძიებები;
  • გაატაროს მედიკოსების ინფიცირებისგან დაცვის ღონისძიებები;
  • ჯმო-სთან ერთად უნდა მოხდეს კორონოვირუსული ინფექციის აფეთქების მიზეზების გამოძიება;
  • აუცილებლად უნდა მოხდეს ინფიცირების ყველა შემთხვევის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროება;
  • საერთაშორისო აეროპორტებში და საზღვაო პორტებში მონიტორინგი უნდა გაგრძელდეს.

ჯმო ხაზს უსვამს, რომ ეს ვირუსი მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში შეიძლება გავრცელდეს, ამიტომ ყველა ქვეყანა მზად უნდა იყოს მის წინააღმდეგ საბრძოლველად.

მიუხედავად იმისა, რომ ჯმო არ იძლევა ქვეყნებს შორის ადამიანების თავისუფალი გადაადგილების და საქონლის გატან-შემოტანის შეზღუდვების რეკომენდაციას, განცხადებაში არის ნათქვამი, რომ ასეთი შეზღუდვების განხორციელება ზოგ ქვეყანაში (სუსტი ჯანდაცვის სისტემის მქონე ქვეყნები) შეიძლება ეფექტური აღმოჩნდეს.

საერთაშორისო ორგანიზაციებს ჯმო ურჩევს დაეხმაროს დაბალი და საშუალო შემოსავლების მქონე ქვეყნებს, რათა მათ შეძლონ კორონავირუსის აფეთქების წინააღმდეგ ღონისძიებების სათანადოდ გატარება.