როგორია ყაზბეგიდან გადმოყვანილი ჩინეთის 9 მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობა - ინფექციური ცენტრის ხელმძღვანელის კომენტარი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორია ყაზბეგიდან გადმოყვანილი ჩინეთის 9 მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობა - ინფექციური ცენტრის ხელმძღვანელის კომენტარი

განცხადებით, წინასწარი მონაცემებით, სავარაუდოა, რომ ჩინეთიდან ჩამოსულ ბავშვებს, რომლებიც ყაზბეგიდან თბილისში გადმოიყვანეს, კორონავირუსი არ ექნებათ.

მისი ინფორმაციით, ინფექციურ საავადმყოფოს ასევე ერთმა ქართველმა მამაკაცმა მიმართა, რომელსაც მაღალი ტემპერატურა აღენიშნება და ის ბოქსირებულ განყოფილებაში მოათავსეს.

"დღეს იყო ორი ასეთი შემთხვევა. ერთი - მოგვმართა 24 წლის ახალგაზრდა მამაკაცმა, ქართველმა, რომელიც მუშაობს ჩინეთში, ჩამოვიდა ჩინეთიდან აზერბაიჯანის გავლით. მან მოგვმართა ტემპერატურის მომატებით, ის თავის ფეხით მოვიდა და ახლა მოთავსებულია ბოქსირებულ განყოფილებაში, რაც შეეხება ყაზბეგიდან გადმოყვანილ ჩინეთის 9 მოქალაქეს, მოიყვანეს უკვე ახლა, ისინი ასევე აზერბაიჯანის გავლით შემოვიდნენ, რამდენადაც ვიცი, 21 იანვარს გამოფრინდნენ იქიდან.

მათგან ორს - ბავშვებს, ტყუპებს, როგორც გვითხრეს, 6 თუ 7 წლის ბავშვებს აღენიშნებათ ტემპერატურის მომატება, შესაბამისად, არსებული რეკომენდაციების მიხედვით ვინაიდან, აღენიშნებათ ტემპერატურის მომატება და არიან ჩინეთიდან, ეს ბაშვები მიჩნეული არიან შესაძლო შემთხვევად კორონავირუსით ინფექციის და ისინი მოთავსებული იქნებიან ბოქსირებულ განყოფილებაში. ჩაუტარდებათ ყველა სათანადო გამოკვლევა. ჩვენ ამისთვის მზად ვართ და გვაქვს მრავალი ათეული წლის გამოცდილება და თუ გამოირიცხა კორონავირუსით ინფექცია, მათ ჩაუტარდებათ მენეჯმენტი, როგორც ჩვეულებრივ მძიმე მწვავე რესპირატორული ინფექციის პაციენტებს და გამოჯანმრთელების შედეგ გაწერილი იქნებიან კლინიკიდან, ხოლო თუ დადასტურდა ინფექცია, რისი ალბათობა ნაკლებია, წინასწარი მონაცემებით, ვფიქრობთ რომ ამ ბავშვებს ეს არ ექნებათ, მაშინ ჩაიტარებენ მკურნალობის სრულ კურსს",- განაცხადა ცერცვაძემ.