ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 100-ს გადააჭარბა, აშშ ტურისტებისთვის განგაშის მესამე დონეს აცხადებს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 100-ს გადააჭარბა, აშშ ტურისტებისთვის განგაშის მესამე დონეს აცხადებს

125 პაციენტი კრიტიკულ მდგომარეობაშია. დაავადების შემთხვევები უკვე მთელი ჩინეთის ტერიტორიაზე დაფიქსირდა ტიბეტის გარდა, ორკვრიანი კარანტინი გამოაცხადა ყველა ტურისტისათვის.

ორშაბატს ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა მოსახლეობისათვის გაფრთხილების მე-3 დონე გამოაცხადა ჩინეთში მოგზაურობასთან დაკავშირებით - ეს განგაშის უმაღლესი საფეხურია. მის განცხადებაში ნათქვამია: "გრძელდება ახალი კორონავირუსით გამოწვეული რესპირატორული დაავადების აფეთქება, დაავადება გადაედება ადამიანიდან ადამიანს. გავრცელების კერებში ადეკვატური სამედიცინო დახმარების გაწევის შესაძლებლობა შეზღუდულია."

იაპონია უჰანში ოთხშაბათს გააგზავნის პირველ ჩარტერულ რეისს თავისი მოქალაქეების რეპატრიაციისათვის. 650-მდე მოქალაქემ მიმართა იაპონიის ხელისუფლებას სამშობლოში დაბრუნების სურვილით და მათ გადასაყვანად რამდნეიმე რეისი დაინიშნება.

ტაილანდში კიდევ 6 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და ახლა 14 დიაგნოსტირებული პაციენტი მკურნალობს. ყველა დაავადებული ჩინელია და აქედან 5 - ერთი ოჯახის წევრია. ტაილანდს ჩინელი ტურისტები ყველაზე ხშირად სტუმრობენ. აქაც გადაწყდა, რომ მეტი სიფრთხილით გაკონტროლდება ქვეყანაში შესული თითოეული ტურისტი.