26 იანვრის მონაცემები: უჰანის კორონავირუსის მესამე შემთხვევა დადასტურდა შეერთებულ შტატებში - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივნისი 2020

კითხვა-პასუხი

26 იანვრის მონაცემები: უჰანის კორონავირუსის მესამე შემთხვევა დადასტურდა შეერთებულ შტატებში

26 იანვრის მონაცემები: უჰანის კორონავირუსის მესამე შემთხვევა დადასტურდა შეერთებულ შტატებში
დაავადებული პირი უჰანიდან ჩავიდა კალიფორნიაში, ორანჟის რეგიონში. ახლა მას ადგილობრივ ჰოსპიტალში იზოლაციაშია და თავს კარგად გრძნობს, - იტყობინება ორანჟის ჯანმრთელობის დაცვის სააგენტოს გადამდებ დაავადებათა კონტროლის განყოფილება. სხვა ორი დადასტურებული შემთხვევა აშშ-ში დაფიქსირდა ვაშინგტონის შტატში და ილინოისში.
ჩინეთის მთავრობამ დღეიდან აკრძალა გარეული ცხოველების გაყიდვა მთელ ქვეყანაში, რადგან მომაკვდინებელი კოროვირუსული შემთხვევების რიცხვი კვლავ იზრდება.

როგორც ცნობილია, ვირუსის უჰანის შტამის გავრცელება უკავშირდება ქალაქის ბაზარს, სადაც იყიდებოდა ზღვის პროდუქტები და ცოცხალი ცხოველები, ველური სახეობების ჩათვლით.

mkurnali.ge

mkurnali.ge

ამ ფოტოებზე უჰანია - ქალაქი, სადაც 11 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. უჰანი
მდებარეობს ცენტრალურ ჩინეთში და ჩვეულებრივ, დანარჩენი ქვეყნის კარიბჭეა. ახლა ქალაქი ფაქტობრივად მოწყვეტილია დანარჩენი მსოფლიოსგან, თითქმის არავის აქვს უფლება შივიდეს აქ ან გავიდეს ქალაქიდან.

გთავაზობთ 26 იანვრის მონაცემებს ვირუსის გავრცელების შესახებ სხვა ქვეყნებში:

  • ჰონგ კონგი: 5 შემთხვევა
  • მაკაო: 5 შემთხვევა
  • ტაილანდი: 5 შემთხვევა
  • ავსტრალია: 4 შემთხვევა
  • მალაიზია: 4 შემთხვევა
  • სინგაპური: 4 შემთხვევა
  • საფრანგეთი: 3 შემთხვევა
  • იაპონია: 3 შემთხვევა
  • სამხრეთ კორეა: 3 შემთხვევა
  • ტაივანი: 3 შემთხვევა
  • შეერთებული შტატები: 3 შემთხვევა
  • ვიეტნამი: 2 შემთხვევა
  • ნეპალი: 1 შემთხვევა

* კანადას აქვს ერთი "სავარაუდოდ დადასტურებული" შემთხვევა.

ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინი​ს განცხადებით, კორონავირუსის გავრცელების ტემპი იზრდება. ამის შესახებ BBC წერს.

"ქვეყანა სამწუხარო რეალობის წინაშე აღმოჩნდა. კორონავირუსის გავრცელების ტემპი იზრდება", – განაცხადა სი ძინპინმა.

​ბოლო მონაცემებით, გარდაცვლილია 56 ადამიანი. დაავადებულია ორი ათასამდე ადამიანი, მათგან 300-ზე მეტის ჯანმრთლობის მდგომარეობა მძიმეა.


გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
ჩინეთიდან თურქეთში გადაყვანილ საქართველოს მოქალაქეებს ახალი კორონავირუსი არ დაუდგინდათ,
03-02-2020
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, სოციალურ ქსელებში
01-02-2020
რა განსხვავებაა გაცივებას, გრიპსა და კორონავირუსს შორის?
01-02-2020
დიეტოლოგია
თაფლი სრულფასოვანი სუპერპროდუქტია. ის გულის დაავადებებისა და კიბოს საპროფილაქტიკო საშუალებაა.
დიეტებზე საუბრისას მნიშვნელოვანია ოქროს შუალედის დაცვა. ყველა უკიდურეს ზომას - ცილოვან, ცხიმოვან ან რთულ ნახშირწყლოვან (ფაფები, მაკარონი) დიეტებს
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
კატეგორიის სხვა სტატიები
როგორც მეცნიერები აცხადებენ, კორონავირუსი SARS-CoV-2 პანდემიის განვითარებასთან
ხუთშაბათს, ბრაზილიამ კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობის მიხედვით იტალიას გადაუსწრო და მსოფლიოში მესამე ადგილი დაიკავა.
კომპანია Microsoft-ის დამფუძნებელი ბილ გეიტსი უკანასკნელი წლების განმავლობაში დიდ დროს უთმობს
გენეტიკოსებმა დაადგინეს, როგორ მოქმედებს სისხლის ჯგუფი COVID-19-ის მიმდინარეობასა და დასნებოვნების რისკზე.
ლივერპულის უნივერსიტეტმა და ფარმაცევტულმა კომპანიამ AKLRD, წარმოადგინეს ახალი პრეპარატი (APPA), რომელიც
სინგაპური კიდევ ერთი ქვეყანა გახდა, რომელმაც მოსახლეობისთვის ფულის დარიგება გადაწყვიტა.
თუ თქვენ დღის მანძილზე არ გაქვთ დრო ვარჯიშისთვის, მაშინ ძილის წინ ვარჯიშები დაგეხმარებათ
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
სიმსუქნე თითქმის ორჯერ ზრდის მძიმე ფორმის კარიესის განვითარების ალბათობას. ტკბილი და მაღალი მჟავიანობის სასმელები კი ჭარბწონიანი
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად