რა არის ცნობილი კორონავირუსზე, რომელიც ჩინეთიდან გავრცელდა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა არის ცნობილი კორონავირუსზე, რომელიც ჩინეთიდან გავრცელდა

კატებს, ძაღლებს, ფრინველებს, ღორებს და მსხვილფეხა რქოსან პირუტყვს.

კორონავირუსი აზიანებს სასუნთქ სისტემას, საჭმლის მომნელებელ ტრაქტს და ნერვულ სისტემას, შეიძლება გამოიწვიოს ბრონქიტი და პნევმონია.

ჩინეთში აღმოჩენილ უცნობ ინფექციას მიანიჭეს სახელწოდება 2019-nCoV. მეცნიერთა განცხადებით - მისი ძირითადი გადამტანები არიან ცხოველები, თუმცა, უკვე დაფიქსირდა ადამიანიდან ადამიანზე გადაცემის რამდენიმე შემთხვევაც.

ექსპერტთა ნაწილი ახალ ვირუსს ადარებს SARS -კორონავირუსს, რომელმაც 2002 წელს ჩინეთში უმძიმესი ეპიდაფეთქება გამოიწვია. SARS — severe acute respiratory syndrome, იგივე მძიმე მწვავე რესპირატორული სინდრომი, რომელსაც ხშირად უწოდებენ "ატიპიურ პნევმონიას" (ამ ინფექციის დროს ფილტვის ალვეოლების უჯრედები ზიანდება), 2002 წლის ნოემრიდან 2003 წლის ივლისის ჩათვლით 37 ქვეყანაში გავრცელდა და 774 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

ახალი 2019-nCoV კორონავირუსი ისეთივე სიმპტომებს იწვევს, როგორითაც ხასიათდებოდა SARS -ინფექცია: ცხელებას, თავის ტკივილს, ხველას, თავბრუხვევას და "ჩვეულებრივი გრიპისათვის" დამახასიათებელ სხვა სიმპტომებს.

მეცნიერებმა უკვე შეისწავლეს ახალი ვირუსის გენომი და შეადარეს ის SARS -ინფექციის გამომწვევს. აღმოჩნდა, რომ ამ ვირუსების გენეტიკური სტრუქტურა 70 %-ით მსგავსია. კერძოდ, 2019-nCoV კორონავირუსმა სრულად შეინარჩუნა SARS -ვირუსის 5 საკვანძო უბნიდან ერთი, დანარჩენი 4 კი სახეშეცვლილია. მეცნიერებმა ისიც გაარკვიეს, რომ ახალ კორონავირუსს შენარჩუნებული აქვს იგივე რეცეპტორი (ACE2), რის გამოც ანალოგიურ სიმპტომებს იწვევს და ანალოგიურად საშიშია.

თუმცა, ექსპერტთა დასკვნით, 2019-nCoV კორონავირუსი კლინიკურად უფრო "რბილად გამოიყურება", აქედან გამომდინარე, დაინფიცირების კუთხით უფრო ნაკლებუნარიანი შეიძლება გამოდგეს, ისევე როგორც დამახასიათებელი კლინიკის სიმძიმისა და სიკვდილობის მაჩვენებლით "რამდენადმე სუსტი".

აღნიშნული ორი ვირუსის მსგავსება მეცნიერებს აფიქრებინებს, რომ ახალი ვირუსის წყარო შესაძლოა ღამურები იყვნენ. ეს უკანასკნელნი მთლიანობაში ბევრი კორონავირუსის გადამტანი არიან, სავარაუდოდ ერთ-ერთმა ვირუსმა მუტაცია განიცადა და ადამიანს გადაეცა. ისიც ხაზგასმულია, რომ ამ ჯაჭვში შუალედური მასპინძელი რამდენიმე შეიძლება იყოს.

ამ დროისათვის მიიჩნევენ, რომ დაავადების გამომწვევი არა მხოლოდ ბაზრობაზე არსებობდა, არამედ საზოგადოდ ქალაქში. ამ დასკვნას ისიც ამყარებს, რომ უხანის ბაზრობა 1 იანვარს დაიკეტა, ადამიანები კი დასნებოვნებას შემდგომშიც განაგრძობდნენ.