ახალი დაავადების აფეთქება - რა არის კორონავირუსით გამოწვეული პნევმონია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ახალი დაავადების აფეთქება - რა არის კორონავირუსით გამოწვეული პნევმონია

31 დეკემბერს ჩინეთის ხელისუფლებამ 44 პაციენტის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. მათგან 11–ის მდგომარეობა მძიმე იყო.

9 იანვარს ერთი პაციენტი გარდაიცვალა; აღსანიშნავია ისიც, რომ ამ პაციენტს მუცლის ღრუს სიმსივნე და ღვიძლის ქრონიკული დაავადება აღენიშნებოდა, აქედან გამომდინარე, მისი გარდაცვალების ზუსტი მიზეზი მაინც დაუდგენელია და ცალსახად პნევმონიას ვერ მიეწერება.

სპეციალისტთა განცხადებით, პნევმონიის აფეთქების მიზეზი კორონავირუსების ოჯახის ვირუსის ერთ-ერთი შტამია. ამ უკანასკნელს უწინ ადამიანებთან ვერ ნახულობდნენ. ჩინეთში 41 პაციენტს სწორედ ეს ვირუსი დაუფიქსირდა, ასევე ტაილანდში ჩინეთიდან გადმოფრენილ ქალს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმოს) ექსპერტთა განცხადებით, ჩინელმა სპეციალისტებმა დაავადების გამომწვევი მიზეზის დადგენის მიზნით გამორიცხეს სხვა ვირუსები, მათ შორის გრიპის ვირუსი და ადენოვირუსი.

ისმის კითხვა, ნამდვილად გამოყოფილი კორონავირუსია ამ პნევმონიებისა და ლეტალური შემთხვევების მიზეზი? იქნებ გამოყოფილი ვირუსი არ იწვევს ინფექციას და შემთხვევითი აღმოჩენაა?

ამის ალბათობა ძალიან დაბალია! თურმე Kკორონავირუსები ე.წ გაციებათა 10-15 %-ზეა პასუხისმგებელი, მათი ზოგიერთი შტამი კი სერიოზულ პნევმონიებს იწვევს. კერძოდ:

• მძიმე მწვავე რესპირატორულ სინდრომს, რომელსაც ხშირად უწოდებენ "ატიპიურ პნევმონიას" (SARS — severe acute respiratory syndrome). ამ დაავადების აფეთქება პირველად 2002-2003 წლებში ჩინეთში მოხდა. SARS –მა მოიცვა რამდენიმე ქვეყანა და ავადობის შემცირების პერიოდისათვის (2003 წლის ზაფხული) დაიღუპა დაახლოებით დაავადებულთა 10 %.

• ახლო აღმოსავლეთის რესპირატორულ სინდრომს (MERS — Middle East respiratory syndrome). ეს ინფექცია პირველად დიაგნოსტირდა საუდის არაბეთში 2012 წელს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ამ სინდრომით დაავადებულთა 35 % გარდაიცვალა.

საყურადღებოა, რომ კორონავირუსების მხოლოდ მცირე ნაწილი ცირკულირებს ადამიანთა შორის. ეს ვირუსები ძირითადად ცხოველებს აავადებს. ახლო აღმოსავლეთის რესპირატორულ სინდრომს იწვევს ვირუსი, რომელიც გადაეცემა ერთკუზიანი აქლემებიდან, მძიმე მწვავე რესპირატორულ სინდრომს კი _ ვირუსი, რომელიც გადაეცემა ვივერებიდან (ვივერა, იგივე ცივეტა, ციბეტა ტროპიკებსა და სუბტროპიკებში გავრცელებული ძუძუმწოვარა ცხოველია).

ახალი დაავადების აფეთქებას ექსპერტები ქალაქ უხანში ზღვის პროდუქტების ბაზრობას უკავშირებენ. პაციენტთა დიდი ნაწილი იყო ან გამყიდველი ამ ბაზრობაზე ან მყიდველი.

რა სიმპტომებით ხასიათდება ეს პნევმონია?

სიმპტომებით, რომლებიც, ჩვეულებრივ პნევმონიას ახასიათებს. ესენია: ცხელება, ხშირად სუნთქვის უკმარისობა, რენტგენოგრამაზე ცვლილებები ფილტვებში.

როგორია მკურნალობის მეთოდი?

კორონავირუსზე მიმართული სპეციფიკური მკურნალობა არ არსებობს. პაციენტებს ენიშნებათ სიმპტომატური და ზოგადგამაჯანსაღებელი თერაპია.

ემუქრება თუ არა კაცობრიობას ახალი ეპიდემია? რამდენად საფუძვლიანია მოსახლეობის შიში?

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტები გვამშვიდებენ - ამ ეტაპზე არ არსებობს მონაცემები, დამადასტურებელი იმისა, რომ ეს ვირუსი ადამიანიდან ადამიანს გადაეცემა, მით უფრო, მარტივი მეთოდით. სპეციალისტებს ასეთი არგუმენტებიც აქვთ:

• ზღვის პროდუქტების ბაზრობა დაიკეტა 2020 წლის 1 იანვარს და 3 იანვრიდან მოყოლებული კორონავირუსით გამოწვეული პნევმონიით დაავადებული ახალი პაციენტები არ გამოვლენილან (გარდა იმ პაციენტისა, რომელიც ჩინეთიდან ტაილანდში გადაფრინდა);

• სამედიცინო დაწესებულებათა თანამშრომლებთან, რომლებიც მკურნალობდნენ და მკურნალობენ აღნიშნულ პაციენტებს ჯერ არ დაფიქსირებულა დაავადების საეჭვო სიმპტომები.

მაინც როგორ დავიცვათ თავი კორონავირუსისგან?

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმოს) ექსპერტები გვირჩევენ _ დავიცვათ ინფექციათა პროფილაქტიკის ელემენტარული წესები:

• რეგულარულად და ხარისხიანად დავიბანოთ ხელები;

• კარგად მოვხარშოთ კვერცხი და ხორცი, ამა თუ იმ კერძის მომზადებისას;

• მოვერიდოთ იმ ადამიანებს, რომლებსაც ხველა და ცხვირცემინება აღენიშნებათ.

ბოლო მონაცემებით

სამხრეთ კორეაშიც დაფიქსირდა უცნობი ეტიოლოგიის პნევმონიის პირველი შემთხვევა. დაავადებული პაციენტია ქალი, ჩინეთის მოქალაქე, რომელიც სწორედ ქალაქ უხანიდან ჩამოფრინდა კორეაში. მას ჩამოფრენისას აღენიშნებოდა ცხელება და ის ახლაც განაგრძობს მკურნალობას.

საკუთრივ ჩინეთში კორონავირუსით გარდაიცვალა კიდევ ერთი პაციენტი, ანუ ამ ეტაპზე ეს მესამე ლეტალური შემთხვევაა. დაავადებულთა რიცხვმა 198 მიაღწია. 35 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, 9 პაციენტის მდგომარეობას კი უკიდურესად მძიმედ აფასებენ.