სად დაფიქსირდა ცოფის შემთხვევები, როგორ მოვიქცეთ, თუ სახლის ცხოველმა გაგვკაწრა და შეიძლება თუ არა ორსულისთვის ცოფის ვაქცინის გაკეთება? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სად დაფიქსირდა ცოფის შემთხვევები, როგორ მოვიქცეთ, თუ სახლის ცხოველმა გაგვკაწრა და შეიძლება თუ არა ორსულისთვის ცოფის ვაქცინის გაკეთება?

თბილისში, ცოფის ვირუსის ორი შემთხვევა დაფისქირიდა, ერთი სოფელ დიღომში, მეორე - ვაზისუბანის დასახლებაში.

 

ვირუსი ორივე შემთხვევაში პატრონიან ძაღლს გამოუვლინდა. ცოფი ადამიანისა და ძუძუმწოვარ ცხოველთა მწვავე ვირუსული ინფექციური დაავადებაა. ის ადამიანს ავადმყოფი ცხოველის ნაკბენით, ნაკაწრით ან ნერწყვით გადაეცემა. დაავადების სიმპტომების გამოვლენის შემდეგ, შემთხვევების 100%-ი ლეტალურად მთავრდება. ცოფის ინფექციასთან დაკავშირებით გაჩენილ კითხვებზე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი, ექიმ-ეპიდემიოლოგი ხათუნა ზახაშვილი უპასუხებს.

 

- ჩვენი რეკომენდაციაა, რომ აუცილებლად აცრათ საკუთრებაში მყოფი შინაური ცხოველები (ძაღლი, კატა). ძაღლის ან კატის მიერ, ადამიანის დაზიანების შემთხვევაში, დაზიანებულმა ადამიანმა აუცილებლად უნდა მიმართის რაბიოლოგიურ კაბინეტებს.

 

ექიმი რაბიოლოგი განსაზღვრავს, რა ტიპის დახმარება ესაჭიროება პაციენტს და შესაბამის პროფილაქტიკურ მკურნალობას ჩაუტარებს, რის შედეგადაც ის თავიდან აიცილებს ამ სასიკვდილო დაავადებას.

 

თუ არსებობს რისკი, რომ ადამიანი ცოფიანი ცხოველის მიერ არის დაზიანებული, ერთადერთი საშუალება, რომ ის ცოფისგან ვიხსნათ - ანტირაბიული დახმარების ჩატარებაა. ანტირაბიული დახმარება არის ორნაირი: ანტირაბიული პასიური იმუნიზაცია და ანტირაბიული აქტიური იმუნიზაცია. რაბიოლოგმა უნდა გადაწყვიტოს, პაციენტს მხოლოდ ერთი სახის იმუნიზაცია ესჭიროება, თუ - ორივე.

 

- დაზიანებიდან რამდენ ხანში უნდა მივმართოთ ექიმს?

- მაშინვე, დაზარალებისთანავე. ოჯახში მყოფმა, აცრილმა ძაღლმა ან კატამ თამაშისას თუ ბრჭყალი გაგკრათ, ექიმი რაბიოლოგი გირჩევთ, რომ დღის განმავლობაში დააკვირდეთ თქვენს ცხოველს, ანუ შესაძლოა, დაუყოვნებლივ არ დაიწყოს თქვენი ვაქცინაცია, მაგრამ თუ გაურკვეველი იმუნური სისტემის ძაღლის ან კატისგან სერიოზული ჭრილობა მიიღეთ, მაშინ დაუყოვნებლივ შეუდგება ექიმი ასეთი პაციენტის პროფილაქტიკურ მკურნალობას - ვაქცინაციას.

 

- თუ დაორსულება მოხდა იმ დროს, როცა პარტნიორებიდან ერთ-ერთი ცოფზე იყო აცრილი, ხომ არ მოახდენს ეს აცრა უარყოფით გავლენას ნაყოფზე?

- არა. ჩვეულებრივ, ორსულობისასაც იცრებიან ცოფის საწინააღმდეგოდ. ეს არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროცედურა, ამიტომ, ისე როგორც დანარჩენებს, ორსულებსაც, აუცილებლად, უტარდებათ იმუნიზაცია.

ეკა სალაღაია

სტატისტიკა:

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ყოველწლიურად მთელ მსოფლიოში ცოფისგან 59 000 კვდება.

დაავადების შემთხვევების 95% აფრიკასა და აზიაში ხდება. უმრავლეს შემთხვევაში კი პაციენტები ბავშვები არიან. ავადმყოფი ცხოველის მიერ ადამიანის დაკბენის შემთხვევების 99% ძაღლებზე მოდის.

საქართველოში ცოფის საწინააღმდეგო პროფილაქტიკური აცრა წელიწადში დაახლოებით 35000– 49000 ადამიანს უტარდება. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მონაცემებით:

1997-2006 წლებში საქართველოში ცოფის 96 შემთხვევა დარეგისტრირდა. ამ მაჩვენებელმა 2007-2014 წლებში 42 შეადგინა.

ადამიანის ცოფით დაინფიცირების მაქსიმალური რიცხვი 1996 წელს დაფიქსირდა, რაც დაავადების 21 ფაქტს მოიცავდა.

2015 წელს პირველად იქნა მიღწეული ადამიანის ცოფით დაავადების ნულოვანი მაჩვენებელი, რომელიც 2016- 2017 წლებშიც შენარჩუნდა. 2018 წელს კი საქართველოში ცოფის 2 შემთხვევა დაფიქსირდა.

2019 წელს თბილისში ცოფის ვირუსის 6, ხოლო მიმდინარე წელს ერთი შემთხვევა გამოვლინდა.

ეკა სალაღაია