როცა დედა აივინფიცირებულია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როცა დედა აივინფიცირებულია

  • ბავშვის ასაკზე. ძუძუთი კვების დროს ინფიცირებულ ახალშობილთა 50-75% პირველ ექვს თვეს ინფიცირდება, მომდევნო თვეებში ინფიცირება შედარებით იშვიათია.
  • ძუძუთი კვების ხასიათზე. დადგენილია, რომ ახალშობილებს შორის, რომლებიც სიცოცხლის პირველ თვეს მხოლოდ დედის რძით იკვებებოდნენ, ინფიცირების მაჩვენებელი გაცილებით დაბალია, ვიდრე იმ ახალშობილებს შორის, რომლებიც დედის რძესთან ერთად სხვა საკვებსაც იღებდნენ. შესაძლოა, ეს იმის ბრალი იყოს, რომ შერეული კვების დროს კუჭ-ნაწლავის ტრაქტს ვირუსები უფრო ადვილად აზიანებს.
  • ძუძუთი კვების ხანგრძლივობაზე. აივით ინფიცირების რისკი მანამდე არსებობს, ვიდრე ახალშობილი დედის რძით იკვებება.
  • სარძევე ჯირკვლის მდგომარეობაზე. მასტიტი, ნახეთქები, სისხლმდინარი ძუძუსთავები საგრძნობლად ზრდის ძუძუთი კვების დროს აივის გადაცემის რისკს.
  • ჩვილის ტუჩებისა და პირის ღრუს მდგომარეობაზე. ბავშვს, რომელსაც პირის ღრუს პათოლოგია, პირის ღრუს ინფექცია (რძიანა) აქვს, ძუძუთი კვების დროს ინფიცირების ძალიან მაღალი რისკი ემუქრება.

ამრიგად, ხელოვნური კვება ერთადერთი გზაა პოსტნატალური (დაბადების შემდგომი) აივ ინფექციის თავიდან ასაცილებლად. თუმცა ასეთ კვებას აქვს ნაკლოვანებებიც: დედის რძე ახალშობილისთვის სრულფასოვანი საკვებია, ამასთანავე, ის უზრუნველყოფს ახალშობილის პასიურ დაცვას მიკროორგანიზმებისგან, მათ შორის - დიარეული დაავადებებისა და სასუნთქი გზების ინფექციის გამომწვევებისგან. აღარაფერს ვამბობთ იმაზე, რომ ბუნებრივი კვება უფრო ეკონომიურია. გარდა ამისა, ცნობილია, რომ ძუძუს წოვება ახანგრძლივებს პერიოდს მენსტრუაციული ციკლისა და ჰორმონული ფონის აღდგენამდე, რაც ქალს განსაზღვრული ხნით თავიდან აცილებს მომდევნო არასასურველ ორსულობას. ხელოვნური კვება ზრდის კვების უკმარისობითა და ინფექციური (განსაკუთრებით დიარეული) დაავადებებით გამოწვეულ ავადობასა და სიკვდილიანობას,  განსაკუთრებით - სიცოცხლის პირველი 6 თვის განმავლობაში.

ინფექციებით გამოწვეული ავადობა ასევე მაღალია შერეული კვების დროსაც. უნდა ითქვას ისიც, რომ ძუძუთი კვება თვით აივინფიცირებული ქალის ჯანმრთელობაზე უარყოფით გავლენას ახდენს. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, აივინფიცირებულ ქალს ახალშობილის ძუძუთი კვების თაობაზე უნდა მიეცეს ასეთი რეკომენდაცია: თუ შესაძლებელია უსაფრთხო, ასაკის შესატყვისი, ადეკვატური კვებითი ღირებულების ხელოვნური კვება, ძუძუთი კვებისაგან თავი შეიკავეთ. სხვა შემთხვევაში პირველ თვეს მიზანშეწონილია მხოლოდ ბუნებრივი კვება. აივის გადაცემის რისკის მინიმუმამდე დასაყვანად ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს პირველი შესაძლებლობისთანავე ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით. თუ დედა გადაწყვეტს, ბავშვი ხელოვნურად უნდა კვებოს, მას უნდა მიეცეს სათანადო რეკომენდაციები ბავშვის სრულფასოვანი, ადეკვატური კვების შესახებ.