ზაფხულის სეზონი და სასქესო ინფექციები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ზაფხულის სეზონი და სასქესო ინფექციები

ჩვეულებრივ, პაციენტთა მოზღვავების ხანაა, რადგან საკურორტო რომანები ხშირად დაუცველი სქესობრივი კავშირებით სრულდება და შესაბამისად, სასქესო გზით გადამდები დაავადებების შემთხვევები ამ დროს რამდენჯერმე მატულობს. დასნებოვნებას განიცდიან ის პირები, რომლებიც სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ აკონტროლებენ სექსუალურ მოთხოვნებს, ვერ გამორიცხავენ შემთხვევით სქესობრივ კავშირებს და უგულებელყოფენ დევიზს – „მოულოდნელი კმაყოფილების დროსაც გახსოვდეთ საკუთარი ჯანმრთელობა, აუცილებლად დაიცავით თავი!“

როგორც სპეციალისტები აცხადებენ, სქეობრივი გზით გადამდები ინფექციების რეზერვუარი ყველა ქვეყანაში არსებობს (ცხადია, განსხვავებული სტატისტიკით) სექს-ბიზნესის, მისი კლიენტებისა და იმ ადამიანების წყალობით, რომლებიც ასოციალურ ცხოვრებას ეწევიან, თუმცა, პორნოგრაფიული ინფორმაციის უდიდესი ნაკადი, სექსუალური ქცევის თავისუფლება, სქესობრივი ცხოვრების კულტურის არარსებობა და შესაბამის სფეროში სათანადო ცოდნის არქონა ასევე ხელს უწყობს ადამიანთა დასნებოვნებას. ერთია დასნებოვნება და მეორეა ექიმ-სპეციალისტთან დაგვიანებული ვიზიტი, დაავადებათა გართულებები და მათი სავალალო შედეგები.

ზაფხულის ერთ-ერთ დელიკატურ პრობლემაზე – სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციებზე გვესაუბრება ექიმი დერმატო-ვენეროლოგი ხათუნა ბერიანიძე:

– ქალბატონო ხათუნა, ზაფხულის რომანები და, საზოგადოდ, საზაფხულო თავგადასავლები, ხშირად მოიცავს ინტიმურ ურთიერთობებს, ზღვისა თუ მთის კურორტებიდან დაბრუნებულები არცთუ იშვიათად სხვადასხვა პრობლემას აწყდებიან, მათ შორის, სასქესო ინფექციებს. რომელი ინფექციებია ეს უხშირესად და რომელ ასაკობრივ ჯგუფს მოიცავს ძირითადად?

– სქესობრივი გზით გადამდები მრავალი ინფექცია არსებობს. ყველაზე გავრცელებულია ტრიქომონიაზი, კანდიდოზი, მიკოპლაზმოზი, ურეაპლაზმოზი, ქლამიდია, გონორეა, ჰერპესი და სხვა. ეს ინფექციები არ არის დაკავშირებული წელიწადის დროებთან და დაუცველი სქესობრივი კონტაქტის დროს, ნებისმიერ დროს შეიძლება დაემართოს ადამიანს, თუ ექნება კოიტუსი დაავადებულ პარტნიორთან. ასაკობრივ ჯგუფს რაც შეეხება, ადამიანი ნებისმიერ ასაკში შეიძლება დასნებოვნდეს, ხშირად ეს გამოწვეულია უცოდინარობით თავდაუცველი კოიტუსის დროს. უფრო ხშირად მაინც ახალგაზრდები (ე.წ. თინეიჯერები) გვაკითხავენ.

– რომელი სიმპტომებით უნდა იეჭვონ სასქესო ინფექციები?

– როდესაც პაციენტს აწუხებს გამონადენი გარეთა სასქესო ორგანოებიდან, აქვს ხშირი შარდვა, წვა შარდვის დროს, წელის ტკივილი, ეს სიმპტომები მიუთითებს შესაძლო ინფექციაზე. ინფექცია სასქესო ორგანოებზე, შესაძლოა, გამონაყარის სახითაც გამოვლინდეს. მაგალითად, კანდიდოზის დროს ქალებისთვის დამახასიათებელია ხაჭოსებრი გამონადენი, მამაკაცებს კი სასქესო ასოზე შესაძლოა გაუჩნდეთ თეთრი ნადები, ჰქონდეთ ქავილიც.

– როდის და რატომ უნდა მიმართონ ექიმ-სპეციალისტს, რატომ არ შეიძლება ამ თუ იმ სიმპტომის უგულებელყოფა? რომელი სიმპტომია ყველაზე საგანგაშო და რაზე მიანიშნებს ის?

– ნებისმიერი ჩამოთვლილი სიმპტომისა თუ ჩივილის დროს აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია, ანალიზების ჩატარება გართულებების თავიდან ასაცილებლად. როგორც წესი, ინფექცია აღმოჩნდება ხოლმე შერეული სახით. კვლევაში უნდა ჩაერთოს ორივე პარტნიორი. ყველაზე საგანგაშოდ მივიჩნევ შემთხვევას, როდესაც გარეთა სასქესო ორგანოზე წარმოქმნილია ერთეული წყლულოვანი ელემენტი, რაც შეიძლება მიუთითებდეს ათაშანგის არსებობას.

– სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებიდან რომელია ყველაზე საშიში და რატომ?

– როგორც ზემოთ აღვნიშნე, ათაშანგი და ქრონიკული გონორეა ყველაზე საშიშია უყურადღებოდ დატოვების შემთხვევაში. გონორეა იწვევს აღმავალ ინფექციებს, რომელშიც შეიძლება ჩაერთოს თირკმელები, შარდსასქესო ორგანოები, თვალებიც კი.

– გართულებებისა და მკურნალობის ხანგრძლივობის თვალსაზრისით რომელია ყველაზე ვერაგი ვენერული დაავადება და შესაბამისად, რა უნდა გაითვალისწინოს მკითხველმა?

– ყველაზე ვერაგ დაავადებად დავასახელებდი ათაშანგს, იმიტომ, რომ ქრონიკულია და უყურადღებობის შემთხვევაში, რამდენიმე წელიწადში, შესაძლოა ლეტალური შედეგი დადგეს.

– ვინ არის სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების რისკჯგუფში და რა წესების დაცვაა სავალდებულო ამ დაავადებათა ასარიდებლად?

– რისკჯგუფში არიან ადამიანები, რომლებიც ხშირად იცვლიან პარტნიორს, აქვთ დაუცველი კონტაქტი. განსაკუთრებულ რისკჯგუფში არიან დაუცველ კონტაქტში მყოფი ერთნაირსქესიანები (ხშირია ამ გზით აივ-ინფექციის გავრცელება).

– რას ურჩევთ მკითხველს საზაფხულოდ?

– არა მხოლოდ საზაფხულოდ, ნებისმიერ სეზონზე მნიშვნელოვანია უსაფრთხო სქესობრივი კავშირი, ჰიგიენის ნორმების დაცვა და ჩივილების დროს ექიმთან დროული კონსულტაცია.