იცით, რატომ ვგრძნობთ გრიპის დროს თავს ცუდად? - ნახეთ ვიდეო - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

იცით, რატომ ვგრძნობთ გრიპის დროს თავს ცუდად? - ნახეთ ვიდეო

გაღიზიანება და მადის დაქვეითება. საეჭვო არაფერია: გრიპი გაქვთ.

ლოგიკურია თუ ამ სიმპტომების ერთობლიობას ორგანიზმში არსებული ინფექციით ახსნით. მართლაც ასეა თუ არა? რა იწვევს სინამდვილეში ცუდად ყოფნის შეგრძნებას? თქვენივე ორგანიზმი ხომ არაა პასუხისმგებელი ამ სიმპტომებზე?

ავად მაშინ ხდებით, როდესაც პათოგენი, როგორიცაა გრიპის ვირუსი აღწევს უჯრედებში, აინფიცირებს და კლავს მათ. მაგრამ ამ ზემოთხსენებულ შეჭრას აქვს სხვა ეფექტიც: ის ორგანიზმის იმუნურ სისტემას განგაშის სიგნალებს უგზავნის. როგორც კი შეიტყობს ინფექციის შეჭრის შესახებ, ორგანიზმი მზადაა დასაცავად.

პირველ რიგში შეტევას ახორციელებენ უჯრედები, რომელთაც მაკროფაგები ჰქვიათ, ისინი შთანთქავენ და ანადგურებენ ვირუსსა და ინფიცირებულ უჯრედებს. ამის შემდეგ მაკროფაგები გამოყოფენ მოლეკულებს - ციტოკინებს - რომელთაც ევალებათ იმუნური სისტემის სხვა უჯრედების ინფორმირება და თავმოყრა. თუ ეს კოორდინირებული მცდელობა საკმარისად ძლიერია ის ინფექციას გაანადგურებს, ვიდრე რაიმე სიმპტომი იჩენს თავს. მაგრამ ეს მხოლოდ ნიადაგის მომზადებაა რეალური მოქმედებისთვის.

ზოგიერთ შემთხვევაში ვირუსები აგრძელებენ გავრცელებას ორგანიზმში სისხლის გზით და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ორგანოებამდე აღწევენ. შემდგომი გართულებების თავიდან ასაცილებლად იმუნურმა სისტემამ უფრო ძლიერი თავდასხმა უნდა განახორციელოს თავის ტვინთან კოორდინაციით. სწორედ აქედან მოდის უსიამოვნო სიმპტომები: მაღალი ტემპერატურა, კუნთების ტკივილი, ძილიანობა.

რატომ ვართ ასეთ მდგომარეობაში ?

როცა იმუნური სისტემა ასეთ სერიოზულ შეტევას ახორციელებს, გამოყოფს დიდი რაოდენობით ციტოკინებს, რომელიც ორი ტიპის რეაქციას ააქტიურებს: პირველი - ვაგუსის ნერვით განპირობებული, რომელიც მთელი ორგანიზმის გავლით ტვინში მიდის, სწრაფად გადასცემს ინფორმაციას ტვინის ღეროს, გაივლის რა ტკივილის გადამუშავებისთვის მნიშვნელოვან რეგიონთან ახლოს.

მეორე - ციტოკინები აღწევენ ჰიპოთალამუსამდე, ეს არის ცენტრი რომელიც ბევრ სხვა ფუნქციასთან ერთად აკონტროლებს ტემპერატურას, შიმშილს, წყურვილს, ძილს.

ამ სიგნალის საპასუხოდ ჰიპოთალამუსი გამოიმუშავებს მოლეკულას, რომელსაც პროსტაგლანდინი E2 ჰქვია და ორგანიზმს ამზადებს საბრძოლველად.

ჰიპოთალამუსი აგზავნის სიგნალებს, რომელიც ტემპერატურის მომატებას და კუნთების ხშირ კუმშვით მოძრაობას-კანკალს იწვევს. პასუხისმგებელია ასევე ძილიანობასა და მადის დაკარგვაზე.

მაგრამ რა მიზანს ემსახურება ეს არასასიამოვნო სიმპტომები?

ზოგი თეორიის მიხედვით, ისინი გამოჯანმრთელებაში გვეხმარებიან.

მაღალი ტემპერატურა ანელებს პათოგენების გამრავლებას და ხელს უწყობს იმუნურ სისტემას მათ წინააღმდეგ ბრძოლაში.

ძილის დროს ორგანიზმი ენერგიას იმარაგებს და შემდეგ პათოგენებთან ბრძოლაში იყენებს.

როდესაც ჭამას წყვეტთ, თქვენი ღვიძლი სისხლიდან დიდი რაოდენობით რკინას ითვისებს. რკინა პათოგენებსაც სჭირდებათ საარსებოდ და სისხლში რკინის რაოდენობის დაქვეითება მათ მშიერს ტოვებს.

წყურვილის დაქვეითება მსუბუქ დეჰიდრატაციას იწვევს და ასე ამცირებს ინფექციის გადაცემას ხველის, ცემინების, ღებინების ან დიარეის გზით.

მაგრამ გახსოვდეთ, რომ სერიოზულ დეჰიდრატაციას მძიმე გართულებები მოჰყვება.

ფიზიკური სიმპტომების გარდა, ავადმყოფობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს თქვენს ფსიქიკაზეც და გაგხადოთ გაღიზიანებული, მოწყენილი ან დაბნეული. ეს იმიტომ რომ ციტოკინები და პროსტაგლანდინები თქვენი ტვინის უფრო მაღალ სტრუქტურებამდე აღწევენ, აფერხებენ ნეიროტრანსმიტერების აქტივობას როგორიცაა გლუტამინი, ენდორფინები, სეროტონინი და დოფამინი.

ეს გავლენას ახდენს ისეთ რეგიონებზე, როგორიცაა ლიმბური სისტემა, რომელიც პასუხისმგებელია ემოციებზე და თავის ტვინის ქერქზე, რომელიც განსჯაში და ფიქრში მონაწილეობს. ასე, რომ ორგანიზმის იმუნური პასუხი განაპირობებს დიდწილად იმ დისკომფორტს, რომელსაც ავადმყოფობისას განიცდით.

სამწუხაროდ, იმუნური სისტემა ყოველთვის სრულყოფილად არ მუშაობს. მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით ადამიანს აქვს ავტოიმუნური დაავადება, რომლის დროსაც ორგანიზმის იმუნური სისტემა ნორმალურ სიგნალებს აღიქვამს საფრთხედ და ებრძვის საკუთარ თავს. თუმცა უმეტეს შემთხვევაში იმუნური სისტემა მუშაობს ჩვენს სასარგებლოდ.

ავადმყოფობის სიმპტომები გამაღიზიანებელია, მაგრამ მათი ერთიანობა წარმოადგენს იმ სისტემას, რომელიც მოქმედებს ჩვენს დასაცავად პათოგენებისგან.