სამყაროში კლიმატის ცვლილება ებოლას ახალი აფეთქებით გვემუქრება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სამყაროში კლიმატის ცვლილება ებოლას ახალი აფეთქებით გვემუქრება

იმ რეგიონებშიც, სადაც აქამდე ვირუსი არ იყო. მეცნიერებმა გამოთვალეს, რომ კლიმატის ცვლილებამ შეიძლება გაზარდოს ვირუსის ცხოველიდან ადამიანზე გადადების სიჩქარე 3,2-ჯერ.

აფრიკის რაიონებში, სადაც ადრე ვირუსის არსებობა არ ფიქსირდებოდა, აღინიშნება უფრო მასშტაბური აფეთქებები, რაც კლიმატის დათბობის შედეგად უნდა განიხილებოდეს. აქედან ვირუსი სხვა ქვეყნებშიც გავრცელდება, რასაც ხელს უწყობს აქტიური ავიაფრენები.

გლობალური დათბობის შედეგად სახიფათო სიტუაცია ბაქტერიებთან დაკავშირებითაც იქმნება. ბალტიის ზღვის რაიონში დათბობამ გამოიწვია Vibrio ბაქტერიის შემოტევა, რაც აჩვენა ბრიტანელი, ფინელი, ესპანელი და ამერიკელი მეცნიერების კვლევებმა. ამ ჯგუფის ბაქტერიები იწვევს სხვადასხვა დაავადებას ქოლერიდან დაწყებული გასტროენტერიტით დამთავრებული.

ბაქტერიები ორგანიზმში შეიძლება მოხვდეს როგორც წყლიდან, ზღვაში ბანაობისას, ისე ცუდად მომზადებული ზღვის პროდუქტებიდანაც. კვლევით დადგინდა, რომ ზღვის ზედაპირზე ტემპერატურის ერთი გრადუსით მატება, ბაქტერიების გამოვლენის რაოდენობას თითქმის 200%-ით ზრდიდა.

ლალი ჩხიკვაძე