რამდენ ხანს გრძელდება გრიპის ვაქცინის ეფექტი - რატომ არის საჭირო აცრა ყოველწლიურად - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

თებერვალი 2020

კითხვა-პასუხი

რამდენ ხანს გრძელდება გრიპის ვაქცინის ეფექტი - რატომ არის საჭირო აცრა ყოველწლიურად

რამდენ ხანს გრძელდება გრიპის ვაქცინის ეფექტი - რატომ არის საჭირო აცრა ყოველწლიურად
გასულ წელს გრიპის ეპიდემიამ ბევრი პრობლემა შეუქმნა ჩვენს მოსახლეობას,
ამიტომ "მკურნალი" გირჩევთ, დროულად დაიჭიროთ თადარიგი ზამთრისათვის და გაეცნოთ გრიპის ვაქცინის შესახებ არსებულ ინფორმაციას.


გრიპის ვაქცინა ორგანიზმის თავდაცვის უნარს ბუნებრივად ასტიმულირებს. თუმცა იმუნიტეტის გამომუშავებას ვაქცინაციიდან გარკვეული დრო სჭირდება. ამიტომ არის საჭირო, რომ ვაქცინაცია მოხდეს მანამდე, ვიდრე ვირუსი აქტიურ გავრცელებას დაიწყებს.

იმის გათვალისწინებით, რომ ვაქცინა მოქმედებას იწყებს აცრიდან დაახლოებით ორ კვირაში, ვაქცინაციის საუკეთესო პერიოდია ოქტომბერი-ნოემბერი. გრიპის ვაქცინაციის ეფექტი (იმუნიტეტი) გრძელდება 8 თვიდან 1 წლამდე. ხშირ შემთხვევაში, გრიპის ვაქცინას არ გააჩნია მნიშვნელოვანი გვერდითი მოვლენები.
ინექციის ადგილი შესაძლოა გარკვეული დროით გაწითლდეს და შეშუპდეს, რაც მალევე ალაგდება.

აცრის შემდეგ, იმუნიტეტის განვითარებამდე, მიზანშეწონილია თავი შევიკავოთ სხვა ადამიანებთან მჭიდრო კონტაქტისგან. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა ვირუსით დაინფიცირება, რა დროსაც ვაქცინაცია უშედეგო აღმოჩნდება. ვირუსის
საწინააღმდეგო ვაქცინაცია გავრცელდა მთელ მსოფლიოში. ევროპასა და აშშ-ში მოსახლეობის ნახევარზე მეტი გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციას იკეთებს. რასაც სამწუხაროდ ვერ ვიტყვით საქართველოს მოსახლეობაზე.

ვაქცინაციას, ზოგადად აქვს დადებითი და უარყოფითი მხარეები. გრიპის ვაქცინაციის დადებით მხარედ მიიჩნევა, პირველ რიგში, ის, რომ ვაქცინაცია პროფილაქტიკური პროცედურაა. გრიპის ვირუსი კი ინფიცირებისას ზოგჯერ საკმაოდ დიდ ზიანს აყენებს ორგანიზმს, ამიტომ დაავადების თავიდან ასაცილებლად ჯობია ვიბრძოლოთ მისი გამომწვევის წინააღმდეგ და ჩავიტაროთ ვაქცინაცია.

თუმცა უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს იმუნიტეტი ვრცელდება მხოლოდ ვირუსის კონკრეტული შტამებისთვის.  ვირუსები კი მუდმივად იცვლება და ყოველწლიურად ჩნდება მათი ახალი შტამები, რომელთა წინააღმდეგაც იმუნიტეტი უკვე უძლურია. ამიტომ აცრა ყოველწლიურად არის საჭირო.

თანამედროვე ვაქცინები საიმედოდ იცავენ ორგანიზმს გრიპისგან. სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ აცრის შემთხვევაში აცრილთა 80% არ ავადდება გრიპით ან დაავადება იოლი ფორმით ვლინდება.

ექიმები გრიპის ვაქცინის გაკეთებას ურჩევენ შემდეგი ჯგუფის ადამიანებს:

  • მოხუცები
  • მცირეწლოვანი ბავშვები
  • გულ-სისხლძარღვთა და სასუნთქი სისტემის პათოლოგიის მქონე პირები
  • დიაბეტიანები
  • აივ ინფექციის და C ჰეპატიტის მქონე პირები

ამ კატეგორიის პაციენტებში გრიპი უფრო რთულად მიმდინარეობს და მას მეტი გართულება მოჰყვება. ასევე, მიზანშეწონილია გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ბავშვთა ბაღებისა და სკოლაში მომსახურე პერსონალისთვის, რადგან ხშირად ადამიანების ეს კატეგორია ავადდება გრიპით.






გააკეთეთ კომენტარი
თარიღი : 12-11-2019
ანდრო
ფსორიოზით დავადებული 8 წლის ბავშვისთვის რომელასაც არანაირი ალერგიული ფონი არ გააჩნია რამდენაა რეკომენდებული აცრა სპეციალისტის რჩევა მაინტერესებს
თარიღი : 27-10-2019
zura
polivalenturi vaqcinebia anu ramodenime tips sheicavs zalian magaria martla. me piradad davisvene me 4 welia. status quosavit mec gavdivar aivanze zamtarshi da ar vcivdebiii
თარიღი : 17-10-2019
სტატუს ქუო
2 წელია გრიპის აცრას ვიტარებ და გაციება რაა,არ ვიცი.აივანზე,ზამთარში სპეციალურად გავდივარ შიშველი,რომ გავცივდე,მაგრამ უშედეგოდ.
თარიღი : 12-10-2019
maxo
mixvedra ar chirdeba mtavaria shemosavali iyos.
თარიღი : 12-10-2019
ნონა
სადააჩემი კომენტარი? რაკი აცრების საწინაამღდეგო აზრი გამოვთქვი, ამიტომ გააქრეთ?
თარიღი : 01-10-2019
ლადო
და როგორ ხვდებიან, რომელ წელს რომელ ვირუსზე აცრან?
დიეტოლოგია
დიეტებზე საუბრისას მნიშვნელოვანია ოქროს შუალედის დაცვა. ყველა უკიდურეს ზომას - ცილოვან, ცხიმოვან ან რთულ ნახშირწყლოვან (ფაფები, მაკარონი) დიეტებს
ადამიანები ხშირად ჩივიან, რომ წონას ვერ იკლებენ, მიუხედავად იმისა, რომ დიეტასაც იცავენ,
ჯანსაღ კვებასა და წონის კლებას მჭიდრო კავში­რი აქვს. ოცნებობთ ჭარბი წონის მოშორებაზე,
კატეგორიის სხვა სტატიები
ჩინეთში აცხადებენ, რომ ახალი კორონავირუსით 1716 ექიმი დაინფიცირდა, ხოლო ექვსი მათგანი დაიღუპა.
ჰუბეის ჯანდაცვის ორგანომ განაცხადა, რომ ორშაბათს ჰუბეის პროვინციაში კორონავირუსისგან 103
კორონავირუსით ინფიცირებულტა რიცხვმა მსოფლიოში 31000-ს გადააჭარბა.
მსოფლიო მედიის ინფორმაციით, ბრიტანელმა მეცნიერებმა ახალი კორონავირუსის ვაქცინა შეიმუშავეს,
ვირუსების ნაწილაკები საათობით ინარჩუნებენ აქტივობას მშრალ, თბილ და უმოძრაო ჰაერში
ყველაზე ხანდაზმული ქალი მსოფლიოში, 116 წლის კეინ ტანაკა იაპონიაში, ფუკუოკეში ცხოვრობს.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად