ახალი ვაქცინა-სპრეი ადამიანებს მთელი ცხოვრება დაიცავს ტუბერკულოზისგან - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ახალი ვაქცინა-სპრეი ადამიანებს მთელი ცხოვრება დაიცავს ტუბერკულოზისგან

საშიში ინფექციისგან მთელი ცხოვრების მანძილზე. როგორც უნიკალური პრეპარატის შემქმნელები აცხადებენ, ვაქცინა-სპრეის ერთჯერადად გამოყენება მთელი ცხოვრების განმავლობაში უზრუნველყოფს ტუბერკულოზისგან ადამიანის დაცვას.

სადღეისოდ ტუბერკულოზისგან დაცვის ერთადერთი საშუალება ვაქცინა – "ბეცეჟე"-ა. ის მხოლოდ ბავშვთა ვაქცინაციისთვის გამოიყენება და რეალურად საიმედო დაცვას ვერც უზრუნველყოფს. გარდა ამისა, აღნიშნული ვაქცინა დასუსტებული იმუნური სისტემის მქონე პირებისათვის არასასურველია.

რაც შეეხება ახალ სპრეი-ვაქცინას, ის უკვე მზადაა და საჭიროა მხოლოდ მისი საბოლოო ტესტირება სამედიცინო პრაქტიკაში ფართომასშტაბურ გამოყენებამდე. ამჟამად ეს ვაქცინა სპრეის სახით ტესტირებას გადის მღრღნელებზე. ცდები ადასტურებს, რომ სპრეის შესუნთქვა ასტიმულირებს იმუნური სისტემის იმ უჯრედებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ტუბერკულოზის გამომწვევის (ჩხირის) განადგურებაზე.

მიუხედავად იმისა, რომ წინ უამრავი ცდა და ტესტია, ვაქცინა დიდ იმედებს უსახავს სპეციალისტებს.

მოგეხსენებათ, ტუბერკულოზი, მიუხედავად თანამედროვე მედიცინის მიღწევებისა, კვლავინდებურად რჩება ერთ-ერთ საშიშ დაავადებად, რადგანაც ყოველ წელს მას 1,6 მილიონი ადამიანის სიცოცხლე ეწირება. ამასთან, პლანეტის მცხოვრებლების დაახლოებით მეოთხედი ფარული ფორმის მტარებელია, ასე რომ, პრობლემის მასშტაბურობის შეფასება, როგორც ექსპერტები აცხადებენ, ძალზედ ძნელია.

თინათინ გოცაძე