ახალი ვაქცინა-სპრეი ადამიანებს მთელი ცხოვრება დაიცავს ტუბერკულოზისგან - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ნოემბერი 2019

კითხვა-პასუხი

ახალი ვაქცინა-სპრეი ადამიანებს მთელი ცხოვრება დაიცავს ტუბერკულოზისგან

ახალი ვაქცინა-სპრეი ადამიანებს მთელი ცხოვრება დაიცავს ტუბერკულოზისგან
მეცნიერებმა შეიმუშავეს ახალი მაღალეფექტური ვაქცინა ტუბერკულოზისგან დასაცავად. ის ყველა ასაკის ადამიანს დაიცავს საშიში ინფექციისგან მთელი ცხოვრების მანძილზე. როგორც უნიკალური პრეპარატის შემქმნელები აცხადებენ, ვაქცინა-სპრეის ერთჯერადად გამოყენება მთელი ცხოვრების განმავლობაში უზრუნველყოფს ტუბერკულოზისგან ადამიანის დაცვას.

სადღეისოდ ტუბერკულოზისგან დაცვის ერთადერთი საშუალება ვაქცინა – "ბეცეჟე"-ა. ის მხოლოდ ბავშვთა ვაქცინაციისთვის გამოიყენება და რეალურად საიმედო დაცვას ვერც უზრუნველყოფს. გარდა ამისა, აღნიშნული ვაქცინა დასუსტებული იმუნური სისტემის მქონე პირებისათვის არასასურველია.

რაც შეეხება ახალ სპრეი-ვაქცინას, ის უკვე მზადაა და საჭიროა მხოლოდ მისი საბოლოო ტესტირება სამედიცინო პრაქტიკაში ფართომასშტაბურ გამოყენებამდე. ამჟამად ეს ვაქცინა
სპრეის სახით ტესტირებას გადის მღრღნელებზე. ცდები ადასტურებს, რომ სპრეის შესუნთქვა ასტიმულირებს იმუნური სისტემის იმ უჯრედებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ტუბერკულოზის გამომწვევის (ჩხირის) განადგურებაზე.

მიუხედავად იმისა, რომ წინ უამრავი ცდა და ტესტია, ვაქცინა დიდ იმედებს უსახავს სპეციალისტებს.
მოგეხსენებათ, ტუბერკულოზი, მიუხედავად თანამედროვე მედიცინის მიღწევებისა, კვლავინდებურად რჩება ერთ-ერთ საშიშ
დაავადებად, რადგანაც ყოველ წელს მას 1,6 მილიონი ადამიანის სიცოცხლე ეწირება. ამასთან, პლანეტის მცხოვრებლების დაახლოებით მეოთხედი ფარული ფორმის მტარებელია, ასე რომ, პრობლემის მასშტაბურობის შეფასება, როგორც ექსპერტები აცხადებენ, ძალზედ ძნელია.

თინათინ გოცაძე

გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
რეკომენდებული პროდუქტები
მხედველობის ჯანმრთელობისთვის -60 აბი
ფასი: 39.9
გლუკოზის მეტაბოლიზმის ხელშეწყისთვის-60 აბი
ფასი: 25.2
მხედველობის ჯანმრთელობისთვის-30აბი
ფასი: 44.9
კარგი მხედველობის შენარჩუნებლად-30 აბი
ფასი: 40.5
დიეტოლოგია
გრაცას უნივერსიტეტის (ავსტრია) მეცნიერებმა ჩაატარეს ხანგრძლივი ექსპერიმენტი, რომლითაც დაადგინეს, რომ პერიოდულად შიმშილობა
კუჭის ტკივილს უამრავი მიზეზი აქვს. ზოგჯერ ეს სიმპტომი მეტად სერიოზული დაავადების მანიშნებელია:
პრიმატებზე ჩატარებული ექსპერიმენტები მეტყველებს, რომ ხმელთაშუა ზღვის დიეტა იძლევა საშუალებას, რომ შევინარჩუნოთ
კატეგორიის სხვა სტატიები
დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრის სპეციალისტებმა ვენერიულ დაავადებათა გავრცელების კუთხით ყველაზე
გასულ წელს გრიპის ეპიდემიამ ბევრი პრობლემა შეუქმნა ჩვენს მოსახლეობას,
ჯერ კიდევ 150 წლის წინ, საკვები ბაქტერიები ადამიანებისთვის საშიშროებას წარმოადგენდა. დასნებოვნება შესაძლებელი
მოგეხსენებათ, მენინგოკოკური მენინგიტი მეტად საშიში ინფექციური დაავადებაა ლეტალური გამოსავლის მაღალი მაჩვენებლით.
აშშ-ს მეცნიერებმა (ალერგიული და ინფექციური დაავადებების ნაციონალური ინსტიტუტი) ჩაატარეს გრიპის საწინააღმდეგო
უკანასკნელ პერიოდში ხშირად ისმება კითხვა ბავშვთა ვაქცინაციის უსაფრთხოების შესახებ. აცრების საწინააღმდეგო მოძრაობა
ნიუ-იორკის ბევრმა მცხოვრებმა დაიწყო მწნილის წვენის შეძენა. ერთი ქილა მწნილის წვენის ფასი 3-დან 45 დოლარამდეა.
ხველა ოჯახის ექიმთან მიმართვის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში.
მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ნიორი კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სისხლის შედგენილობაზე, აფერხებს
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად