ბევრი სახიფათო სოკოს შტამი მუტაციას განიცდის და წამლების მიმართ რეზისტენტული ხდება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ბევრი სახიფათო სოკოს შტამი მუტაციას განიცდის და წამლების მიმართ რეზისტენტული ხდება

შტამების გავრცელებაზე.

ბევრი სახიფათო სოკოს შტამი განიცდის მუტაციას და ხდება რეზისტენტული დღეისთვის შემუშავებული სოკოს საწინააღმდეგო (ფუნგიციდური) პრეპარატების მიმართ. მაგალითად, საფუარა სოკოს Candida auris შტამების დაახლოებით 90%, რომელიც მძიმე ინფექციების მიზეზი შეიძლება გახდეს, რეზისტენტულია ერთ-ერთი სახეობის ფუნგიციდის მიმართ მაინც. გარდა ამისა, პლანეტის მოსახლეობის მუდმივი მიგრაციის შედეგად სოკოს მდგრადი შტამები სხვადასხვა კონტინენტზე ადვილად ვრცელდება.

ჯერ კიდევ 2003 წელს, წამლის მიმართ რეზისტენტული სოკოვანი ინფექცია პრაქტიკულად არ არსებობდა. ახლა მდგრადი სოკოვანი ინფექციები მნიშვნელოვნად გახშირდა. დღეისათვის ევროპაში მილიონზე მეტ ადამიანს აღენიშნება სოკო Aspergillus-ით გამოწვეული სასუნთქი გზების დაზიანებები.

თუ ადრე ითვლებოდა, რომ სოკოს სახეობა Cryptococcus აზიანებდა მხოლოდ შიდსით დაავადებულ, დასუსტებული იმუნიტეტის მქონე ადამიანებს, ახლა ჩრდილოეთ ამერიკაში გამოჩნდა შტამი, რომელიც საკმაოდ ძლიერად უტევს ჯანსაღი იმუნიტეტის მქონე ადამიანებს. ამასთან, ამ სოკოს შტამები ასევე რეზისტენტულია ფუნგიციდების მიმართ.

სპეციალისტების განცხადებით, რეზისტენტული სოკოების გავრცელებას ხელს უწყობს სოფლის მეურნეობაში ფუნგიციდების გამოყენება, რაც მიკროორგანიზმებს მუტაციის საშუალებას აძლევს. ამასთან, ქრონიკული სოკოვანი ინფექციები ადამიანებში ხშირად არ დიაგნოსტირდება.

ზოგიერთი კვლევის წინასწარი შედეგებით, მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ფარული სოკოვანი ინფექცია შეიძლება იყოს ალცჰაიმერის, კრონისა და სხვა დაავადებების საფუძველი.

ლალი ჩხიკვაძე