როგორ შეისწავლიდნენ სიფილისს
პირველ ეტაპზე პაციენტებს მკურნალობდნენ იმ დროისთვის ხელმისაწვდომი საშუალებებით, რომლებიც ნაკლებეფექტური იყო, ხოლო როდესაც 1947 წელს აშშ-ში სიფილისის საწინააღმდეგო სტანდარტულ მედიკამენტად პენიცილინი აღიარეს, პაციენტებს ტასკიგში ამის შესახებ არაფერი აცნობეს. მეტიც, მეცნიერებმა შესაბამის კლინიკებში მათი მკურნალობის ორგანიზება ჩაშალეს.
პროგრამა მხოლოდ 1972 წელს განახლდა, როდესაც პრესაში გამოქვეყნდა ინფორმაცია მკურნალობის ახალ მეთოდზე, თუმცა საყურადღებოა, რომ ამ დროისთვის პაციენტთა ნაწილი სიფილისისა და მისი გართულებების გამო უკვე გარდაცვლილი იყო.
თინათინ გოცაძე