ექსპერტებმა დანიაში 1999 წლიდან 2010 წლამდე პერიოდში დაბადებული 657 000-ზე მეტი ბავშვის მონაცემი გააანალიზეს. ბავშვებზე დაკვირვება რამოდენიმე წლის განმავლობაში გრძელდებოდა. აღმოჩნდა, რომ წითელას, წითურასა და ყბაყურას საწინააღმდეგო ვაქცინაცია აუტიზმს არ იწვევდა. ის არ უვითარდებოდა იმ ბავშვებსაც კი, ვისაც მემკვიდრული რისკ-ფაქტორი გააჩნდა.
კვლევის დროს აუტიზმი გამოუვლინდა 6517 ბავშვს. ამასთან, აცრილ
აცრასთან დაკავშირებული უარყოფითი დამოკიდებულება 1998 წელს გამოქვეყნებული შესაბამისი კვლევის შედეგების შემდეგ გავრცელდა. აღნიშნული კვლევა მოგვიანებით გაიწვიეს, თუმცა იდეა მასობრივ ცნობიერებაში გამყარდა .
ლალი ჩხიკვაძე