ტრიქომონიაზი - ვერაგი დაავადება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ტრიქომონიაზი - ვერაგი დაავადება

რომელიც ადამიანის შარდ-სასქესო სისტემას აზიანებს. დაავადების გამომწვევია ტრიქომონადა, რომელიც მამაკაცებთან ურეთრას (შარდის გამომტან მილს), პროსტატას (წინამდებარე ჯირკვალს), სათესლეებს, მათ დანამატებსა და სათესლე ბუშტუკებს აზიანებს, ქალებთან კი - ურეთრას, საშოსა და საშვილოსნოს ყელის (ცერვიკალური არხის) საშოს ნაწილს. ტრიქომონიაზით უხშირესად ავადდებიან რეპროდუქციული ასაკის (ძირითადად 16-დან 30 წლამდე) ქალები.

მშობიარობის პროცესში დაავადებული დედიდან ახალშობილის დაინფიცირება დაახლოებით 5%-ში ხდება. ახალშობილებთან ინფექცია მსუბუქი ფორმით მიმდინარეობს, ეპითელიუმი თავისებური შენების გამო თვითგანკურნებისადმია მიდრეკილი.

მამაკაცებთან ტრიქომონადების არსებობა არ იწვევს დაავადების მკვეთრად გამოხატულ სიმპტომებს. ისინი უხშირესად ინფექციის მატარებლები არიან, არ აქვთ კონკრეტული ჩივილები და ადვილად ასნებოვნებენ სქესობრივ პარტნიორებს. ტრიქომონიაზი შეიძლება გახდეს არაგონოკოკური ურეთრიტის, ქრონიკული პროსტატიტისა და ეპიდიდიმიტის (სათესლე ჯირკვლის დანამატის ანთება) ერთ-ერთი მიზეზი და სპერმატოზოიდების მოძრაობისა და ცხოველმყოფელობის დაქვეითების გამო განაპირობოს მამაკაცთა უნაყოფობა.

ტრიქომონიაზით დასნებოვნება ძირითადად სქესობრივი კონტაქტისას ხდება. საყოფაცხოვრებო გზით - დაავადებულის თეთრეულით, პირსახოცით, საცურაო კოსტიუმით ინფექცია იშვიათად გადაეცემა. ტრიქომონიაზი ფართოდ გავრცელებული დაავადებაა, ხშირად ვლინდება სხვა გამომწვევებთან, კერძოდ, გონოკოკთან, ქლამიდიასთან, ურეაპლაზმასთან, კანდიდას ტიპის სოკოსა და ჰერპესის ვირუსთან ერთად. სადღეისოდ მიაჩნიათ, რომ ტრიქომონადები (ტრიქომონიაზის გამომწვევები) ხელს უწყობენ შაქრიანი დიაბეტის, მასტოპათიის, ალერგიული დაავადებებისა და ონკოლოგიური პათოლოგიის განვითარებას.

ტრიქომონადას ბიოლოგიური თავისებურებები

როგორც უკვე აღვნიშნეთ, დაავადების გამომწვევია ტრიქომონადა, ერთუჯრედიანი ანაერობული ორგანიზმი - ბუნებაში ფართოდ გავრცელებული პარაზიტი. ადამიანის სხეულში პარაზიტობს სამი სახის: ვაგინალური (შედარებით მსხვილი, აქტიური და პათოგენური), პირის ღრუსა და ნაწლავის ტრიქომონადა. გამომწვევი მეტად აქტიური და მოძრავია, სწრაფად მრავლდება ჟანგბადის არარსებობისა (ანაერობულ) და 35-37ოჩ ტემპერატურის პირობებში.

აღნიშნული პარაზიტები ემაგრებიან ადამიანის შარდ-სასქესო სისტემის ლორწოვანი გარსის უჯრედებს და ანთებას იწვევენ. მათი ცხოველმყოფელობის პროდუქტები წამლავს ადამიანის ორგანიზმს, აქვეითებს იმუნურ სისტემას. ტრიქომონადებს არსებობა შეუძლიათ როგორც სასქესო ორგანოებში, ისე სისხლის მიმოქცევის წრეში, სადაც ლიმფური გზით ხვდებიან, ასევე უჯრედშორისი სივრციდან ფერმენტ ჰიალურონიდაზას მეშვეობით.

ტრიქომონადები ადაპტირებულნი არიან ადამიანის ორგანიზმში ცხოვრებასთან - შეუძლიათ ფორმის შეცვლა, სისხლის პლაზმის უჯრედებად (თრომბოციტებად და ლიმფოციტებად) შენიღბვა, რაც აძნელებს დიაგნოსტიკას. პარაზიტები ხშირად „იწებებენ“, „იკრავენ“ სხვა მიკრობებს, რითაც ორგანიზმის იმუნური სისტემის შეტევას ირიდებენ. ისეთი მიკროორგანიზმები, როგორებიცაა გონოკოკი, ურეაპლაზმა, ქლამიდია, კანდიდას ტიპის სოკო, ჰერპესის ვირუსი, ციტომეგალოვირუსი, ტრიქომონადებში მოხვედრისას დაცული არიან სამკურნალო მედიკამენტებისა და ადამიანის იმუნური სისტემის ზემოქმედებისგან. მოძრავ ტრიქომონადებს შეუძლიათ სხვა მიკრობების მიმოფანტვა-გადატანა შარდ-სასქესო სისტემის სხვადასხვა ნაწილსა და სისხლძარღვებში. ეპითელიუმის დაზიანებისა და ანთებითი პროცესის კვალად, ისინი აქვეითებენ ეპითელიუმის დამცველობით ფუნქციას, ხელსაყრელ პირობებს ქმნიან სქესობრივი გზით გადამდები სხვა მიკრობებისა და ვირუსების შეჭრისთვის.

მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე ვენეროლოგია სასქესო ინფექციების მკურნალობის მეტად ეფექტურ მედიკამენტურ მეთოდებს ფლობს, ტრიქომონიაზისგან სრულად განკურნება სადღეისოდაც ძალიან ძნელია. საქმე ის გახლავთ, რომ ტრიქომონადების არაცილოვანი გარსი არ რეაგირებს ანტიბიოტიკების მოქმედებაზე და შეიძლება დაიშალოს მხოლოდ სპეციალური ანტიპროტოზოული პრეპარატებით.

ტრიქომონიაზის კლინიკური სურათი

დაავადების ინკუბაციური პერიოდი, ჩვეულებრივ, 2 კვირიდან 2 თვემდე მერყეობს. თუ ტრიქომონიაზი ე.წ. წაშლილი ფორმით მიმდინარეობს, მისი პირველი სიმპტომები შესაძლოა დასნებოვნებიდან რამდენიმე თვის შემდეგ გამოვლინდეს, იმუნური სისტემის დაქვეითებისა და სხვა ქრონიკული ინფექციების გამწვავების ფონზე.

ტრიქომონიაზი ქალებსა და მამაკაცებს განსხვავებულად უვლინდებათ. სუსტი სქესის წარმომადგენლებს დაავადების ბევრად უფრო გამოკვეთილი სიმპტომები აქვთ, მამაკაცები კი უხშირესად მხოლოდ ტრიქომონადომატარებლები არიან. საზოგადოდ, დაავადება შესაძლოა მიმდინარეობდეს მწვავედ, ქვემწვავედ, ქრონიკულად და ტრიქომონადომატარებლობის ფორმით.

ტრიქომონადების აქტიურობის გამო ქალებს უვითარდებათ ურეთრიტი (შარდსადინარის ანთება), ვულვოვაგინიტი (სასქესო ორგანოებისა და საშოს ანთება), ბართოლინიტი (ბართოლინის ჯირკვლების ანთება), ცერვიციტი (საშვილოსნოს ყელის ანთება).

მწვავე სტადიას ახასიათებს შემდეგი სიმპტომები:

  • ყვითელი ან მწვანე, უსიამოვნო სუნის მქონე ქაფისებრი გამონადენი;
  • გენიტალიების (სასქესო ორგანოების) ლორწოვანის გაღიზიანება და სიწითლე (ქავილითა და წვით გამოხატული);
  • ბარძაყების შიგნითა ზედაპირის დერმატიტი (კანის ანთება);
  • გენიტალიების ლორწოვანი გარსის დაზიანება (ეროზიები, წყლულები);
  • დისკომფორტი შარდვისას, დიზურია (შარდვის დარღვევები);
  • უსიამოვნო შეგრძნებები სქესობრივი კონტაქტისას;
  • ზოგჯერ ტკივილი მუცლის ქვედა არეში.

ტრიქომონიაზის სიმპტომები ქალებს განსაკუთრებულად უძლიერდებათ მენსტრუაციის წინ.

მამაკაცებთან ტრიქომონიაზი ძირითადად ურეთრიტით ვლინდება. ახასიათებს ლორწოვან-ჩირქოვანი გამონადენი, მსუბუქი ქავილი, სქესობრივი კონტაქტისა და მოშარდვის შემდეგ გამოხატული წვის შეგრძნება. გამოკვლევისას ვლინდება მყარი ინფილტრატები (ურეთრის სტრიქტურები). ტრიქომონადებმა შესაძლოა პროსტატა, სათესლე ჯირკვლები, მათი დანამატები და სათესლე ბუშტუკებიც დააზიანონ.

გამონადენის (გამონაყოფის) ინტენსივობა დამოკიდებულია ანთებითი პროცესის მიმდინარეობაზე, სიმწვავესა და დაავადების სტადიაზე. დაავადების ქრონიკული მიმდინარეობისას გამონადენი უმნიშვნელოა, ერთხანს შესაძლოა სრულიად გაქრეს, თუმცა ეს განკურნებას არ ნიშნავს.

არანამკურნალევი ტრიქომონიაზი ქრონიკულ ფორმაში გადადის. ეს უკანასკნელი შესაძლოა წლობით მიმდინარეობდეს მცირე სიმტომატიკით (დიზურიული მოვლენებითა და უსიამოვნებით სასქესო ორგანოთა არეში).

ტრიქომონადომატარებლობა ტრიქომონიაზის ისეთი ფორმაა, როდესაც გამომწვევი ლაბორატორიულად გამოვლენილია (დიაგნოსტირებულია), თუმცა დაავადების ნიშნები არ არის გამოხატული. ასეთი დიფერენცირება, საზოგადოდ, პირობითია, რადგან დაავადების ფორმები შესაძლოა ერთმანეთში გადადიოდეს ანუ ენაცვლებოდეს ერთმანეთს.

ტრიქომონიაზის გართულებები

ტრიქომონიაზი გართულებების გამო მეტად ვერაგი და საშიში დაავადებაა. უპირველესად, ზრდის სხვა ინფექციების, მათ შორის - ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსის, გადაცემის ალბათობას, იზრდება ორსულთა პათოლოგიების (ნაადრევი მშობიარობა, მკვდრადშობადობა), უნაყოფობის (როგორც მამაკაცთა, ასევე ქალთა), საშვილოსნოს ყელის კიბოს, შარდ-სასქესო სისტემის სხვადასხვა ქრონიკული დაავადების განვითარების რისკიც.

დაუშვებელია ტრიქომონიაზის თვითმკურნალობა, რადგანაც გამომწვევები გადადიან ბევრად უფრო აგრესიულ ფორმაში, უფრო აქტიურად იწყებენ გამრავლებას, დაავადება კი, შესაბამისად, ფარულ და ატიპურ ფორმებს იძენს. ასეთ დროს დაავადების დიაგნოსტიკა და მკურნალობა ძალიან რთულდება.