სგგდ გალერეა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სგგდ გალერეა

რომელთაც უხსოვარი დროიდან ვენერულ დაავადებებად მოიხსენებდნენ.

სგგდ ჯგუფში რამდენიმე ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავებული პათოლოგიაა თავმოყრილი, რომელთა ნაწილი კაცობრიობისთვის არსებობის პირველივე წლებიდანაა ცნობილი, ნაწილი კი - ჯგუფის შედარებით ახალგაზრდა წევრებია.

„ასაკის“ გარდა, ერთმანეთისგან თანმდევი საფრთხე და გავრცელების არეალიც განასხვავებს.

გთავაზობთ სგგდ ჯგუფის ყველაზე ცნობილ და გავრცელებულ წევრებს.

ურეაპლაზმოზი

სქესობრივად აქტიური ქალებისა და მამაკაცების 70% ამ ვენერული დაავადების უსიმპტომო მატარებელია.

ინფიცირება უპირატესად სქესობრივი კონტაქტით ხდება, თუმცა მისი გავრცელება საყოფაცხოვრებო პირობებშიც შესაძლებელია.

როდესაც ადამიანის სისხლში გამომწვევის კონცენტრაცია მაქსიმალურ მაჩვენებელს მიაღწევს, უსიმპტომო მატარებლობიდან დაავადება იწყებს განვითარებას.

ამ ინფექციის ყველაზე მძლავრი გართულება მამაკაცებში - წინამდებარე ჯირკვლის ანთება, ხოლო ქალებში - უშვილობა და საშვილოსნოსგარე ორსულობაა.

პაპილომავირუსული ინფექცია

ზოგიერთი ოფიციალური მონაცემის თანახმად, სქესობრივად აქტიური ქალების 40% ამ ინფექციის მატარებელია. გარეგნულად იგი მახვილწვერა კონდილომებით ვლინდება, რომლებიც პირველად ჯერ კიდევ ძველ საბერძნეთში აღწერეს.

არცთუ დიდი ხანია, რაც ცნობილი გახდა, რომ პაპილომავირუსული ინფექცია ვირუსული დაავადებაა, რომელიც შესაძლოა საშვილოსნოს ყელის ქსოვილის სიმსივნური გადაგვარებით გართულდეს.

გენიტალური ჰერპესი

სგგდ-თა 7-30%-ს გენიტალური ჰერპესი შეადგენს. მას კანსა და ლორწოვან გარსზე წყლულოვანი ბუშტუკების გაჩენა ახასიათებს. ამ ინფექციისგან სრული განკურნება საკმაოდ რთულია, თუმცა შესაძლებელია მისი განვითარებისა და პროგრესის კუპირება.

ზოგჯერ გენიტალური ჰერპესი ნერვულ სისტემასაც აზიანებს.

გონორეა

გონორეა 30 წლამდე ქალების 15%-ისთვის ნაცნობი პრობლემაა. მას „ფრანგულ სურდოსაც“ უწოდებენ, რადგაც საფრანგეთში სურდოსავით არის გავრცელებული.

დაავადებისას ზიანდება სასქესო ორგანოების ლორწოვანი გარსი. ახასიათებს როგორც მწვავე, ისე ქრონიკული მიმდინარეობა.

ქლამიდიოზი

სტატისტიკის თანახმად, ეს სქესობრივად აქტიური მოსახლეობის 5-15%-ისთვის კარგად ნაცნობი მდგომარეობაა. მიუხედავად იმისა, რომ ორივე სქესის წარმომადგენლებშია გავრცელებული, ქლამიდიოზისადმი წინასწარგანწყობით ქალები გამოირჩევიან. ორივე სქესის წარმომადგენლებში სერიოზულად აფერხებს შვილოსნობის უნარს.

უროგენიტალური ტრიქომონიაზი

უროგენიტალური ტრიქომონიაზი სგგდ-თა სტრუქტურაში 10%-ს იკავებს.

მისი ძირითადი ვერაგობა ორგანიზმში გავრცელების ფართო არეალია - შარდ-სასქესო სისტემის გარდა, ნუშურა ჯირკვლებს, თვალის კონიუნქტივასა და ფილტვებსაც კი აზიანებს.

ციტომეგალოვირუსული ინფექცია

სგგდ სტრუქტურაში ციტომეგალოვირუსული ინფექციის წილი 0,2-დან 2,5%-მდეა. თერაპიის მთავარი ამოცანა ვირუსის ცხოველქმედების პროცესის ლატენტურ - ფარულ ფაზაში გადაყვანაა. ლატენტურ ფაზაში მყოფი ვირუსი საკმაოდ დიდხანს ფარულად ბინადრობს ორგანიზმის ყველა ბიოლოგიურ სითხეში და მოთმინებით ელოდება იმუნიტეტის დაქვეითებას, რათა თავის შავბნელი საქმიანობა განაახლოს.

აქტიურ ფაზაში მყოფვირუსს, შარდ-სასქესო სისტემის დაზიანების გარდა, შეუძლია რეტინიტის გამოწვევა - მხედველობის დაქვეითება სრულ სიბრმავემდე. იგი განსაკუთრებით საშიშია ბავშვებისთვის.

სიფილისი

სიფილისი დედამიწის მოსახლეობის 1%-ის პრობლემას წარმოადგენს. ინფექცია აზიანებს კანს, ლორწოვან გარსებს, ნერვულ სისტემასა და ძვლებს. მას იწვევს ფერმკრთალი ტრეპანომა.

განარჩევენ დაავადების რამდენიმე სტადიას. ორგანიზმში გამომწვევის შეღწევის ადგილზე ვითარდება ე.წ. მაგარი შანკრი. მკურნალობის გარეშე დაავადება პროგრესირებს და ადამიანის გარეგნობის არსებითი შეცვლაც კი შეუძლია.

აივ ინფექცია

დედამიწის მოსახლეობის 0,2% აივინფიცირებულია. ინფიცირებულ პირებში შერჩევითად ზიანდება იმუნური სისტემა, რომელიც კარგავს სხვა ინფექციებთან ეფექტიანი ბრძოლის უნარს. აივ ინფექციის მთავარი ვერაგობა წლების განმავლობაში უსიმპტომო მიმდინარეობაა. ამ პერიოდში ინფიცირებული უპრობლემოდ ახერხებს სხვათა დაინფიცირებას და დაავადების გავრცელებას.

ვენერული ლიმფოგრანულომატოზი

ეს საკმაოდ იშვიათი ვენერული დაავადებაა. იწვევს ერთ-ერთი სახეობის ქლამიდია. ძირითადად ვრცელდება აზიელი ტურისტების მეშვეობით. გარეგნულად ახასიათებს სქესობრივ ორგანოებზე ეროზიების, ბუშტუკებისა და წყლულების განვითარება.