სასქესო ინფექციები - დავიცვათ თავი! - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სასქესო ინფექციები - დავიცვათ თავი!

დერმატოვენეროლოგის დიაგნოზისა და მასთან გასაუბრების შემდეგ პაციენტს საკმაოდ ბევრი კითხვა ებადება, რომლებზე პასუხებს ახლობლებისა და ნაცნობებისგან იღებს. ისინი კი ყოველთვის კომპეტენტურნი არ არიან და მათი რჩევები საიმედო თავდაცვის გარანტიას როდი იძლევა.

ხშირად დასმული შეკითხვები

შესაძლებელია თუ არა სგგდ-ით წყალში ინფიცირება?

სგგდ-ით ინფიცირება შესაძლებელია წყლით როგორც დაინფიცირებულ აუზსა და აბანოში, ისე აბაზანასა და ჯაკუზიში.

სასქესო ინფექციებს ყოველთვის აშკარად გამოხატული სიმპტომატიკა აქვს?

სასქესო ინფექციებს ყოველთვის არ გააჩნია აშკარად გამოხატული სიმპტომატიკა, მათ განსავითარებლად ორგანიზმში ინფექციის გამომწვევის საჭირო რაოდენობა უნდა მოხვდეს. ზოგიერთი ვენერული დაავადება შესაძლოა თვეობით და წლობით ფარულად მიმდინარეობდეს.

სასქესო ინფექციები მხოლოდ ვაგინალური სქესობრივი კონტაქტით ვრცელდება?

ფაქტობრივად ყველა სგგდ, ტრიქომონიაზის გარდა, გადაეცემა ნებისმიერი ტიპის დაუცველი სქესობრივი კონტაქტის გზით, როგორც ვაგინალურით, ისე ორალურითა და ანალურით. სგგდ-თა გამომწვევებს შეუძლიათ პროქტიტების, ფარინგიტებისა და კონიუნქტივიტების განვითარებაც.

სქესობრივი აქტის შემდეგ მოშარდვა და სასქესო ორგანოების დაბანა მინიმუმამდე ამცირებს სგგდ-ით ინფიცირების რისკს?

ზოგიერთი პროცედურა ნამდვილად ამცირებს ინფიცირების რისკს, თუმცა მხოლოდ მათ იმედად ყოფნა რეკომენდებული არ არის. ინფიცირების რისკი მინიმუმამდე ნამდვილად არ დაჰყავთ, მეტიც, ადგილობრივი ანტისეპტიკების გამოყენების შემთხვევაშიც კი რჩება ინფიცირების რისკი, გამდინარე ონკანის წყალს კი ანტისეპტიკური თვისებები საერთოდ არ გააჩნია.

ანადუღარი წყლის ვაგინალური ოყნა თუ ამცირებს სგგდ-ით ინფიცირების რისკს?

ნებისმიერი ტიპის ოყნა უნდა გაკეთდეს მხოლოდ ექიმის დანიშნულებით, რადგან ამ, ერთი შეხედვით, უვნებელმა პროცედურამ შეიძლება თქვენს ჯანმრთელობას სერიოზულად ავნოს. ეს მეთოდი არათუ ამცირებს ინფიცირების რისკს, ზოგიერთ შემთხვევაში შარდ-სასქესო სისტემის აღმავალი ინფექციის განვითარებასაც კი უწყობს ხელს და ამით სასქესო ინფექციის მიმდინარეობას ამძიმებს.

ორალური კონტრაცეპტივები და ადგილობრივი სპერმიციდები გვიცავს არასასურველი ორსულობისა და სგგდ-ისგან?

დამტკიცებულია, რომ სგგდ-ისგან ყველაზე საიმედო დაცვის საშუალება პრეზერვატივია. არც კომბინირებული ორალური კონტრაცეპტივები და არც ადგილობრივი სპერმიციდები სასქესო ინფექციებისგან გარანტირებული დაცვის საშუალებას არ წარმოადგენენ.

სქესობრივი აქტის შეწყვეტისას სგგდ-ით ინფიცირება არ ხდება?

საკმაოდ ბევრი ქალბატონი მიიჩნევს, რომ ორსულობა დგება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეაკულაცია აღგზნების პიკზე ხდება - სპერმატოზოიდების შემცველი სითხე გადაისროლება საშოში.

სინამდვილეში, სქესობრივი აქტის დასაწყისშივე მამაკაცის შარდსადენში სითხის გადმოსროლისას საშოში უკვე ხვდება ყველაზე აქტიური სპერმატოზოიდები, რომლებსაც კერცხუჯრედის განაყოფიერების უნარი აქვთ. ასე რომ, შეწყვეტილი სქესობრივი აქტი ორსულობისგან ვერ დაგიცავთ. რაც შეეხება ეაკულაციის პროცესს, მას სქესობრივ ინფიცირებასთან კავშირი არ აქვს. თუ პარტნიორი ინფიცირებულია, აქვს გამონაყარი ან გამონადენი, დაუცველი სქესობრივი აქტისას, დასრულებული იქნება ის თუ შეწყვეტილი, ინფიცირების ალბათობა საკმაოდ მაღალია.

სგგდ-ით ინფიცირებისას სიმპტომები დაუყოვნებლივ ჩნდება?

ინფიცირებისას სიმპტომები დაუყოვნებლივ არ ჩნდება. ამის თვალნათელი მაგალითია ქლამიდიოზი, ინფექცია, რომელიც, ჩვეულებრივ, უსიმპტომოდ ან უმნიშვნელო ლორწოვანი გამონადენით მიმდინარეობს. მისი აღმოჩენა მხოლოდ კომპლექსური კვლევებითაა შესაძლებელი. იგი უშვილობას იწვევს როგორც ქალებში, ისე მამაკაცებში.

პრეზერვატივი თავდაცვის ყველაზე საიმედო საშუალებაა?

ერთი მოსაზრებით, რადგან პრეზერვატივი ფოროვანი მასალით არის დამზადებული, აივ ინფექციისა და სხვა დაავადებების გამომწვევები მაინც ახერხებენ ორგანიზმში მოხვედრას. თანამედროვე გამოკვლევებით დასტურდება, რომ ლატექსის პრეზერვატივის სწორი გამოყენება საიმედოდ იცავს როგორც აივ-ის, ისე ნებისმიერი სასქესო ინფექციის გამომწვევებისგან.

ცოლიან მამაკაცსა და გათხოვილ ქალთან სქესობრივი კონტაქტი სრულიად უსაფრთხოა?

დაუცველი კონტაქტი დაუცველი კონტაქტია და მნიშვნელობა არ აქვს, მას გათხოვილ ქალთან ამყარებთ თუ ცოლიან მამაკაცთან. ოჯახური მდგომარეობა სგგდ-ისგან ვერ დაგიცავთ. გულუბრყვილობაა, ოჯახი სგგდ-ისგან დაცვის პანაცეად მიიჩნიო.

იმედია, ჩვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია დაგეხმარებათ როგორც საიმედო თავდაცვაში, ისე ვენეროლოგთან სტრესის გარეშე ურთიერთობაში და, რაც მთავარია, პარტნიორთან ურთიერთნდობის მოპოვებაში.