შეიძლება თუ არა წითელას აცრის შემდეგ ადამიანს დაავადება დაემართოს? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

შეიძლება თუ არა წითელას აცრის შემდეგ ადამიანს დაავადება დაემართოს?

ერთ-ერთი მკითხველი გვწერს, რომ მისმა ახლობელმა გაიკეთა ვაქცინაცია და ერთ კვირაში დაეწყო წითელას სიმპტომები. მას აინტერესებს, შეიძლება თუ არა ვაქცინამ გამოიწვიოს დაავადება?

გვინდა ხაზგასმით გითხრათ, რომ გამორიცხულია, ვაქცინამ გამოიწვიოს დაავადების განვითარება. ამ კონკრეტულ შემთხვევაში დაავადება განვითარდა იმიტომ, რომ პაციენტი ვაქცინაციამდე უკვე იყო ინფიცირებული წითელას ვორუსით. დაავადების ფარული ანუ ინკუბაციური პერიოდი კი არის 21 დღე. ვაქცინის ეფექტის გამომუშავება იწყება მეშვიდე დღიდან, თუმცა სრული იმუნიტეტი დაახლოებით 3 კვირაში ყალიბდება. ანუ ვაქცინის ეფექტს დაასწრო ვირუსმა და განვითარდა დაავადება. ასეთი შემთხვევები ხდება, თუმცა ეს არ შეიძლება იყოს  აცრისგან თავის შეკავების მიზეზი.

გირჩევთ, ვინც არ ხართ იმუნიზებული, აუცილებლად დროულად ჩაიტარეთ აცრა.