რა უნდა ვიცოდეთ ვირუსების შესახებ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა უნდა ვიცოდეთ ვირუსების შესახებ

გამოწვევა შეუძლიათ.

ვირუსები თავისებური ცოცხალი არსებებია, მათ არ გააჩნიათ უჯრედული სტრუქტურა და ავტონომიური (დამოუკიდებელი) ნივთიერებათა ცვლა. მომწიფებული ვირუსის ერთეულს (ე.წ. ინდივიდუუმს) ვიბრიონს უწოდებენ. მის გენეტიკურ მასალას ქმნის ნუკლეინის მჟავას (რნმ-ის ან დნმ-ის) ერთი მოლეკულა, რომელიც ცილოვანი ფუტლარითაა დაცული.

ვირუსები მხოლოდ მასპინძლის ორგანიზმში მრავლდებიან, სადაც პარაზიტობენ. ვირუსების თავისებურებებს ცალკე მეცნიერება – ვირუსოლოგია შეისწავლის.

მედიცინაში ვირუსულ დაავადებათა პროფილაქტიკისათვის გამოიყენება სტერილიზაცია (მაღალი ტემპერატურით ან ქიმიური ხსნარებით დამუშავება), ულტრაიისფერი (როგორც ბუნებრივი, ასევე ხელოვნური წარმოშობის) და რენტგენის სხივებით დასხივება.

როგორ ვრცელდება ვირუსული დაავადებები

დაავადებათა გავრცელების წყაროს ქმნიან დაავადებული ადამიანები და ცხოველები. გამომწვევები, ჩვეულებრივ, ვრცელდება ამოსუნთქული ჰაერით, ნახველით, პირნაღები და ფეკალური მასებით, ჩირქოვანი ჭრილობებიდან და წყლულებიდან გამონაყოფით, გაცვენილი თმით. ის გამომწვევები, რომლებიც გარემოში შესაბამისი წყაროდან გამოიყოფიან, ინარჩუნებენ სიცოცხლეს ან იღუპებიან. ორგანიზმში შეჭრისთანავე ვირუსები იწყებენ გამრავლებას და პარაზიტობას, ზიანს აყენებენ მასპინძლის ორგანიზმს.

დაავადებული ორგანიზმიდან ჯანმრთელზე გადაცემის ჯაჭვში დიდი მნიშვნელობა აქვს გამომწვევის გარემოში არსებობის ვადებს, ასევე მის გამძლეობას (მდგრადობას) მოქმედი ფაქტორებისადმი. ორგანიზმის გარეთ არსებული ვირუსები რამდენიმე დღე-ღამეში ან საათში იღუპებიან მადეზინფიცირებელ საშუალებათა მოქმედების შედეგად, თუმცა, ზოგიერთ გამომწვევს, მაგალითად, ციმბირის წყლულისას და სხვა, რამდენიმე წლის განმავლობაშიც კი შეუძლია სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნება.

თინათინ გოცაძე