რა უნდა ვიცოდეთ ვირუსების შესახებ - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივნისი 2020

კითხვა-პასუხი

რა უნდა ვიცოდეთ ვირუსების შესახებ

რა უნდა ვიცოდეთ ვირუსების შესახებ
ვირუსები წარმოადგენს ადამიანთა, ცხოველთა და მცენარეთა უჯრედშიდა პარაზიტებს. მათ მძიმე დაავადებათა გამოწვევა შეუძლიათ.

ვირუსები თავისებური ცოცხალი არსებებია, მათ არ გააჩნიათ უჯრედული სტრუქტურა და ავტონომიური (დამოუკიდებელი) ნივთიერებათა ცვლა. მომწიფებული ვირუსის ერთეულს (ე.წ. ინდივიდუუმს) ვიბრიონს უწოდებენ. მის გენეტიკურ მასალას ქმნის ნუკლეინის მჟავას (რნმ-ის ან დნმ-ის) ერთი მოლეკულა, რომელიც ცილოვანი ფუტლარითაა დაცული.

ვირუსები მხოლოდ მასპინძლის ორგანიზმში მრავლდებიან, სადაც პარაზიტობენ. ვირუსების თავისებურებებს ცალკე მეცნიერება – ვირუსოლოგია შეისწავლის.

მედიცინაში ვირუსულ დაავადებათა პროფილაქტიკისათვის გამოიყენება სტერილიზაცია (მაღალი ტემპერატურით ან ქიმიური ხსნარებით
დამუშავება), ულტრაიისფერი (როგორც ბუნებრივი, ასევე ხელოვნური წარმოშობის) და რენტგენის სხივებით დასხივება.

როგორ ვრცელდება ვირუსული დაავადებები

დაავადებათა გავრცელების წყაროს ქმნიან დაავადებული ადამიანები და ცხოველები. გამომწვევები, ჩვეულებრივ, ვრცელდება ამოსუნთქული ჰაერით, ნახველით, პირნაღები და ფეკალური მასებით, ჩირქოვანი ჭრილობებიდან და წყლულებიდან გამონაყოფით, გაცვენილი თმით. ის გამომწვევები, რომლებიც გარემოში შესაბამისი წყაროდან გამოიყოფიან, ინარჩუნებენ სიცოცხლეს ან იღუპებიან. ორგანიზმში
შეჭრისთანავე ვირუსები იწყებენ გამრავლებას და პარაზიტობას, ზიანს აყენებენ მასპინძლის ორგანიზმს.

დაავადებული ორგანიზმიდან ჯანმრთელზე გადაცემის ჯაჭვში დიდი მნიშვნელობა აქვს გამომწვევის გარემოში არსებობის ვადებს, ასევე მის გამძლეობას (მდგრადობას) მოქმედი ფაქტორებისადმი. ორგანიზმის გარეთ არსებული ვირუსები რამდენიმე დღე-ღამეში ან საათში იღუპებიან მადეზინფიცირებელ საშუალებათა მოქმედების შედეგად, თუმცა, ზოგიერთ გამომწვევს, მაგალითად, ციმბირის წყლულისას და სხვა, რამდენიმე წლის განმავლობაშიც კი შეუძლია სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნება.

თინათინ გოცაძე

გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
მეცნიერთა საეთაშორისო ჯგუფმა დაამტკიცა, რომ დედის რძე მთელი ცხოვრება იცავს ადამიანს
18-06-2019
ტრიქომონიაზი სქესობრივი გზით გადამდები ინფექციაა,
05-09-2018
სოკოვან დაავადებას იწვევს განსაკუთრებული მიკროორგანიზმები - სოკოები, პათოგენური ან პირობითპათოგენური.
13-02-2019
დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები
ექიმი-ენდოკრინოლოგი ქეთი ასათიანის რჩევები - ორგანიზმისთვის აუცილებელი მინერალების შესახებ
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
კატეგორიის სხვა სტატიები
ბრიტანელი მედიკოსები აცხადებენ, რომ ზოგიერთ კორონავირუსით დასნებოვნებულ ორსულს გაუჩნდა
მეცნიერებისთვის ეს ჯერჯერობით ამოუცნობი ფენომენია. შესაძლებელია გარკვეულ როლს
ჩინელი მეცნიერები დარწმუნებულები არიან, რომ ინფექციის სიმპტომების არარსებობა
გამოძიების ფედერალური ბიურო აქტიურად მონაწილეობს ვირუსის პირველწყაროს დასადგენად,
კიბოს საწინააღმდეგო საშუალება აკალაბრუტინიბს (სისხლის კიბოს სამკურნალო თერაპიაში გამოყენებული პრეპარატი),
სპირტის შემცველი დეზინფექტორები 30 წამის განმავლობაში საიმედოდ ახდენენ კორონავირუსის დეზაქტივაციას.
როდესაც ადამიანი დიდ დროს ატარებს საჭესთან და ფეხით ცოტას დადის, მას შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნას.
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
ბოლო დროს საქართველოში ძალიან მომრავლდა ტკიპები, ბუნებას მონატრებულმა ადამიანებმა
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად