რომელი დაავადება რა გზით შეიძლება გადაგვედოს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რომელი დაავადება რა გზით შეიძლება გადაგვედოს

(გადაედოს). არსებობს დაავადების გამომწვევთა გადაცემის რამდენიმე გზა:

1) კონტაქტური გზა - გულისხმობს დაავადებულ ადამიანთან შეხებას. კონტაქტი შეიძლება იყოს პირდაპირი (კოცნა, კბენა და სხვა) და არაპირდაპირი, რომელიც გულისხმობს დაავადებულის მიერ მოხმარებულ საგნებთან შეხებას (მაგალითად, ჭურჭელთან, საკვებთან და სხვა). ამ გზით, ჩვეულებრივ, გადაეცემა დიფტერია, ბოტკინის დაავადება და სხვა.

არის შემთხვევები, როდესაც დაავადების გადაცემა ხდება ავადმყოფის მომვლელი პირის მიერ, როდესაც ეს უკანასკნელი არ იცავს სანიტარულ-ჰიგიენურ ნორმებს. დაავადების გადაცემის ამ გზას მესამე პირისათვის გადაცემას უწოდებენ.

იმისათვის, რომ აირიდოთ დასნებოვნება, თავი უნდა შეიკავოთ დაავადებულ ადამიანთან კონტაქტისაგან - არ უნდა შეხვიდეთ მის ოთახში, არ უნდა აკოცოთ მას, არ უნდა გამოიყენოთ მისი ნივთები და ა. შ.

2) ჰაერ-წვეთოვანი გზა - ამ დროს მიკრობების გადაცემა ჰაერით, ხველისა თუ ცხვირცემინების დროს გამოყოფილი წვეთებით ხდება. ასე გადაეცემა გრიპი, დიფტერია, წითელა და სხვა ინფექციები. ოთახების მუდმივად განიავება, სისტემატურად დალაგება სველი წესით და სადეზინფექციო საშუალებებით, ულტრაიისფერი სხივებით დასხივება დაავადებათა პრევენციის საშუალებებია.

3) კვებისმიერი გზა - ეს არის დაავადებათა გავრცელების ყველაზე საშიში და მასობრივი გზა. ამ დროს დაავადების გამომწვევები ორგანიზმში წყლით ან საკვებით ხვდება. ამ გზით მასობრივად ვრცელდება კუჭE-ნაწლავის ტრაქტის ინფექციები (მაგალითად, დიზენტერია და სხვა).

აღნიშნულ დაავადებათა ასარიდებლად პირადი ჰიგიენის ნორმების დაცვის გარდა, საფუძვლიანად, კარგად უნდა გავრცეხოთ ხილი და ბოსტნეული, ყურადღება მივაქციოთ სასმელად გამოყენებული წყლისა და საკვებად გამოყენებული პროდუქტების, მომზადებული კერძების ხარისხს.

4) ტრანსმისიული გზა - ეს არის დაავადებათა გამომწვევების მწერებით გადაცემის გზა. მწერების ნაწილს დაავადების გამომწვევები სხეულით ან კიდურებით გადააქვს (მაგალითად, ბუზებს), ზოგიერთი კი დაავადების გამომწვევს ნერწყვით გამოყოფს (კბენისას), მაგალითად, ტკიპა.

თინათინ გოცაძე