რომელი დაავადება რა გზით შეიძლება გადაგვედოს - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მარტი 2020

კითხვა-პასუხი

რომელი დაავადება რა გზით შეიძლება გადაგვედოს

რომელი დაავადება რა გზით შეიძლება გადაგვედოს
ყველამ იცის, რომ დაავადებული ორგანიზმიდან გამომწვევები, შესაძლოა ჯანმრთელ ადამიანს გადაეცეს (გადაედოს). არსებობს დაავადების გამომწვევთა გადაცემის რამდენიმე გზა:

1) კონტაქტური გზა - გულისხმობს დაავადებულ ადამიანთან შეხებას. კონტაქტი შეიძლება იყოს პირდაპირი (კოცნა, კბენა და სხვა) და არაპირდაპირი, რომელიც გულისხმობს დაავადებულის მიერ მოხმარებულ საგნებთან შეხებას (მაგალითად, ჭურჭელთან, საკვებთან და სხვა). ამ გზით, ჩვეულებრივ, გადაეცემა დიფტერია, ბოტკინის დაავადება და სხვა.

არის შემთხვევები, როდესაც დაავადების გადაცემა ხდება ავადმყოფის მომვლელი პირის მიერ, როდესაც ეს უკანასკნელი არ იცავს სანიტარულ-ჰიგიენურ ნორმებს. დაავადების გადაცემის ამ გზას მესამე პირისათვის გადაცემას უწოდებენ.

იმისათვის,
რომ აირიდოთ დასნებოვნება, თავი უნდა შეიკავოთ დაავადებულ ადამიანთან კონტაქტისაგან - არ უნდა შეხვიდეთ მის ოთახში, არ უნდა აკოცოთ მას, არ უნდა გამოიყენოთ მისი ნივთები და ა. შ.

2) ჰაერ-წვეთოვანი გზა - ამ დროს მიკრობების გადაცემა ჰაერით, ხველისა თუ ცხვირცემინების დროს გამოყოფილი წვეთებით ხდება. ასე გადაეცემა გრიპი, დიფტერია,
წითელა და სხვა ინფექციები. ოთახების მუდმივად განიავება, სისტემატურად დალაგება სველი წესით და სადეზინფექციო საშუალებებით, ულტრაიისფერი სხივებით დასხივება დაავადებათა პრევენციის საშუალებებია.

3) კვებისმიერი გზა - ეს არის დაავადებათა გავრცელების ყველაზე საშიში და მასობრივი გზა. ამ დროს დაავადების გამომწვევები ორგანიზმში წყლით ან საკვებით ხვდება. ამ გზით მასობრივად ვრცელდება კუჭE-ნაწლავის ტრაქტის ინფექციები (მაგალითად, დიზენტერია და სხვა).

აღნიშნულ დაავადებათა ასარიდებლად პირადი ჰიგიენის ნორმების დაცვის გარდა, საფუძვლიანად, კარგად უნდა გავრცეხოთ ხილი და ბოსტნეული, ყურადღება მივაქციოთ სასმელად გამოყენებული წყლისა და საკვებად გამოყენებული პროდუქტების, მომზადებული კერძების ხარისხს.

4) ტრანსმისიული გზა - ეს არის დაავადებათა გამომწვევების მწერებით გადაცემის გზა. მწერების ნაწილს დაავადების გამომწვევები სხეულით ან კიდურებით გადააქვს (მაგალითად, ბუზებს), ზოგიერთი კი დაავადების გამომწვევს ნერწყვით გამოყოფს (კბენისას), მაგალითად, ტკიპა.

თინათინ გოცაძე

გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
ხელისგულებს მაღალი სიზუსტით შეუძლია ორგანიზმის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბარი.
13-07-2019
4Hospitals, რომელიც წარმოადგენს კლინიკებისთვის სამედიცინო პროდუქციის და პრემიუმ მომსახურების მიმწოდებელ კომპანიას,
27-05-2019
მენინგოკოკური დაავადება ერთ ერთი ყველაზე საშიშ დაავადებათა რიცხვს განეკუთვნება.
10-05-2019
დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები გამოყოფენ წითელ კომბოსტოს, ჭარხალსა და ისპანახს. წითელი კომბოსტო მეტად სასარგებლოა ტვინის
თუ შეკრულობა (ყაბზობა) გაწუხებთ, რეგულარულად უნდა მიირთვათ ბროკოლი, ვაშლი და ისპანახი.
შვრია აქვეითებს სისხლში ქოლესტერინის დონეს, ანთების მაჩვენებლებს, წონას და აუმჯობესებს საჭმლის მონელებას.
კატეგორიის სხვა სტატიები
ქართველი ექიმი მამუკა მაჩაიძე - ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ინფექციონისტი
თებერვალში იტალიის ორ რეგიონში, ლომბარდიასა და ვენეტოში, ერთდროულად მოხდა კორონავირუსით დაავადებულთა გამოვლენა.
ვიდრე მთელ მსოფლიოში ადამიანები თვითიზოლაციაში იმყოფებიან, სამედიცინო სფეროს მუშაკები ფრონტის წინა ხაზზე იბრძვიან.
გერმანია, თავის ევროპელ მეზობლებზე უკეთესად უმკლავდება კორონავირუსის პანდემიას
SARS-CoV-19 - ვირუსული ინფექცია, რომელმაც შეცვალა დღევანდელი მსოფლიო.
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
კორონავირუსის პანდემიამ აქტუალური გახადა ყველგან და ყველაფერში სისუფთავის დაცვის საკითხი.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად