რა განსხვავებული ნიშნებით მიმდინარეობს ღორის გრიპი ბავშვებში - რას უნდა მიაქციონ მშობლებმა ყურადღება?
პატარებში ჩნდება ნიშნები, რომლებიც განსაკუთრებით საშიშია და რომლებსაც მშობლებმა დაუყოვნებლივ უნდა მიაქციონ ყურადღება. ეს ნიშნებია:
- სუნთქვის გახშირება და გაძნელება;
- კანის მოლურჯო შეფერილობა (ციანოზი);
- სითხის მიღებაზე უარის თქმა ან არასაკმარისი რაოდენობით მიღება;'
- ძილიანობა და მივარდნილობა;
- მეტისმეტი აგზნებულობა;
- მაღალი ტემპერატურა და გამონაყარი.
რაც შეეხება მოზრდილებს, მათში საშიში სიმპტომებია:
- სუნთქვის გაძნელება;
- ტკივილი გულმკერდსა და მუცელში;
- უეცარი თავბრუსხვევა;
- გონების დაბინდვა;
- ძლიერი და უწყვეტი ღებინება.