რა შემადგენლობა აქვს გრიპის ვაქცინას და შეუძლია თუ არა გართულების გამოწვევა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა შემადგენლობა აქვს გრიპის ვაქცინას და შეუძლია თუ არა გართულების გამოწვევა

ინფორმაციით, გრიპის ვაქცინა ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო სამედიცინო პროდუქტია, რომლითაც ბოლო 50 წლის განმავლობაში მსოფლიოს მასშტაბით და მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებში, ას მილიონზე მეტი ადამიანი გართულებების გარეშე აიცრა.

ხშირად კითხულობენ, არის თუ არა შესაძლებელი, რომ ვაქცინამ გრიპი გამოიწვიოს, თუნდაც მსუბუქი ფორმით? დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, გრიპის ვაქცინა ვერ გამოიწვევს გრიპს, ვინაიდან წარმოადგენს ვირუსის ინაქტივირებულ სახეცვლილ ფორმას, რომელსაც შეუძლია მხოლოდ იმუნიტეტის გამომუშავება.

მიმდინარე სეზონზე ვაქცინაცია ტარდებოდა ძირითადად სამკომპონენტიანი ვაქცინით. ყოველწლიურად ვაქცინაცია ტარდება სხვადასხვა კომპონენტიანი ვაქცინებით, რომელთა შერჩევა წინასწარი კვლევის და ეპიდემიოლოგიური მონაცემების საფუძველზე ხდება.

ამჯერად სამკომპონენტიანი ვაქცინა შედგება შემდეგი ვირუსების დასუსტებული შტამებისაგან:

A ჯგუფის - H1N1 - ე.წ. ღორის გრიპი,

A ჯგუფის - H3N2 - ადამიანის გრიპის ვირუსი,

B ვირუსი - კოლორადოს შტამი.

იყო ასევე ოთხკომპონენტიანი ვაქცინაც, რომელშიც დამატებული იყო B ვირუსის კიდევ ერთი შტამი.

ვაქცინაციის ჩატარებისთვის ოპტიმალური დროა შემოდგომის პერიოდი, გრიპის სეზონის დაწყებამდე, რადგან იმუნიტეტის გამომუშავებას სჭირდება გარკვეული დრო - მინიმუმ 2 კვირა. ვაქცინას გააჩნია მყარი იმუნიტეტი 6 თვე. გრიპის გადატანის ან ვაქცინაციის შემდგომ ყალიბდება დროებითი იმუნიტეტი, რომლის საშუალო ხანგრძლივობა 1 წელია და მერყეობს ადამიანის ასაკის, ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ვაქცინაში გამოყენებული ანტიგენების შესაბამისად. ამდენად, გრიპის ვირუსისაგან თავის დასაცავად აუცილებელია ყოველწლიური ვაქცინაცია წინა წელს დაავადების გადატანისა, თუ ვაქცინაციის ჩატარების სტატუსის მიუხედავად.

თამარ ნეფარიძე

თამარ მამაცაშვილი