ფარმაკოლოგია

ვისთვის და როდის არის საჭირო ტამიფლუს მიღება

ვისთვის და როდის არის საჭირო ტამიფლუს მიღება
მას შემდეგ, რაც ჯანდაცვის მინისტრმა გააკეთა განცხადება იმის შესახებ, რომ საჭიროების შემთხვევაში ტამიფლუ უფასოდ გადაეცემა ყველა მოქალაქეს, ისმის ბევრი კითხვა ამ პრეპარატზე.
მაინც ვისთვის არის საჭირო ტამიფლუ და დაავადების რა ეტაპზე უნდა დაინიშნოს?

თამარ მამაცაშვილი, მკურნალი.გე-ს მთავარი რედაქტორი:
- ტამიფლუ გახლავთ ანტივირუსული პრეპარატი და გამოიყენება ა და ბ ჯგუფის ვირუსული გრიპის პროფილაქტიკისა და მკურნალობისათვის. თუმცა უნდა გავითვალისწინოთ, რომ მას აქვს გარკვეული უკუჩვენებები და გვერდითი მოვლენები, ამიტომ უნდა დაინიშნოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა მისი მიღება აუცილებელია.
მაინც ვის და როდის ენიშნება ეს
პრეპარტი:
ტამიფლუ ენიშნება პაციენტს, რომელიც რისკ-ჯგუფში იმყოფება და რომელსაც გამოუვლინდა გრიპის სიმპტომები.

რისკ-ჯგუფში არიან ადამიანები, რომელთაც აქვთ:
  • გულისა და სისხლძარღვების დაავადებები,
  • დიაბეტი,
  • ფილტვებთან დაკავშირებული პრობლემები,
  • ქრონიკული დაავადებები,
ასევე:
  • 65 წელს ზემოთ ასაკის ადამიანები
  • ორსულები.

სასურველია, რომ მათ ანტივირუსული პრეპარატი დაენიშნოთ გრიპის ნიშნების გამოვლენიდან 48 საათის განმავლობაში. ეს
არის ვირუსის აქტიური რეპლიკაციის (გამრავლების) პერიოდი და ამიტომ პრეპარატის მიღება სწორედ ამ პერიოდშია ეფექტური.
ასევე შესაძლებელია პრეპარატის დანიშვნა პროფილაქტიკისათვის რისკ-ჯგუფის ადამიანებში, თუკი ისინი დაავადების კერაში იმყოფებიან და კონტაქტი აქვთ გრიპით ავადმყოფებთან.

ტამიფლუ ასევე უნდა დაინიშნოს იმ პაციენტებში, რომელთაც გრიპის ნიშნების გამოვლენიდან მეორე - მესამე დღესვე განუვითარდა ფილტვების ანთება. ეს იმას ნიშნავს, რომ ანთებას აქვს ვირუსული ხასიათი. თუმცა ტამიფლუსთან ერთად მკურნალობაში უნდა ჩაირთოს ანტიბიოტიკებიც, რათა არ მოხდეს მეორეული ბაქტერიული ფლორის გააქტიურება და არ განვითარდეს შერეული გენეზის პნევმონია.

სამკურნალო მიზნით მოზრდილებში ინიშნება 75 მგ-იანი თითო კაფსულა 2-ჯერ დღეში, 5 დღის განმავლობაში, ხოლო პროფილაქტიკისათვის დღეში 1-ჯერ, 10 დღის განმავლობაში.

გაითვალისწინეთ, რომ პრეპარატს აქვს შემდეგი გვერდითი მოვლენები:
გულისრევა, პირღებინება, ტკივილი კუჭის არეში, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, სისუსტე, ბავშვებში და მოზარდებში აღწერილია კონვულსია და ცხელების მსგავსი ნეიროფსიქიატრიული მოვლენები.
არ შეიძლება მისი დალევა მძღოლებისათვის.
ორსულობის დროს უნდა დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც პოტენციური სარგებელი დედისათვის აღემატება ნაყოფისათვის პოტენციურ რისკს.

არ შეიძლება მისი დანიშვნა წლამდე ასაკის ბავშვებში.

ასევე წაიკითხეთ:

როგორ მივხვდეთ, რომ გრიპი რთულდება - ექიმი თამარ მამაცაშვილი ღორის გრიპის შესახებ საგულისხმო რჩევებს გვაძლევს




რეკომენდებული პროდუქტები
მხედველობის ჯანმრთელობისთვის -60 აბი
ფასი: 39.9
ნერვული სისტემის გაძლიერებისთვის -60აბი
ფასი: 22.9
მხედველობის ჯანმრთელობისთვის-30აბი
ფასი: 44.9
საშარდე სისტემის ჯანმრთელობისთვის-60 აბი
ფასი: 42.9
მსგავსი სიახლეები
გრიპით ავადობის მაჩვენებელი 100 000 მოსახლეზე 186-ს შეადგენს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს დაავადებათა კონტროლისა
12-02-2019
ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში ე.წ ღორის გრიპით ერთი ადამიანი გარდაიცვალა.
26-01-2019