გეგმური აცრები სავალდებულო გახდა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

გეგმური აცრები სავალდებულო გახდა

დაცვის შესახებ საქართველოს კანონში პარლამენტმა 14 ნოემბერს დაამტკიცა. საუბარია პროფილაქტიკურ აცრებზე, რომლებიც აცრების ეროვნულ კალენდარშია გაწერილი.

თუმცა საკანონმდებლო ცვლილება ამ ეტაპზე არ ითვალისწინებს არანაირ სანქციას იმ მშობლების მიმართ, რომლებიც შვილების აცრაზე უარს იტყვიან. ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტის ხელმძღვანელის, აკაკი ზოიძის თქმით, სანქციები მხოლოდ იმ შემთხვევაში ამოქმედდება, თუ აცრების მაჩვენებელი არ გაიზრდება და სიტუაციის ანალიზის შედეგად საჭირო გახდება დამატებითი ზომების მიღება.

კერძოდ, ზოიძის თქმით, მომავალი წლის ზაფხულიდან შესაძლოა, ბაღებსა და სკოლებში აუცრელი ბავშვის შეყვანა აიკრძალოს. ამ ეტაპზე კი დოკუმენტი ითვალისწინებს ვალდებულებას, მშობელმა სკოლაში ან ბაღში სწავლის დაწყებისას აცრის დამადასტურებელი დოკუმენტი წარადგინოს.

კანონპროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, ქვეყნის მასშტაბით მოსახლეობის იმუნიზაციითმოცვის დონე არასაკმარისია. აცრებზე მოთხოვნას ხელს უშლის მოსახლეობის არასათანადო ცნობიერება ვაქცინების სარგებლისა და უსაფრთხოების შესახებ და უნდობლობა, ასევე, ვაქცინაციის საწინააღმდეგო ინფორმაცია საზოგადოებასა და საინფორმაციო საშუალებებში, მშობლების უყურადღებობა და პასუხისმგებლობის დეფიციტი.

საქართველოში მოქმედ აცრების ეროვნულ კალენდარში ათი ვაქცინაცია შედის. ესენია:

B ჰეპატიტი (ჰეპ B / HepB);

ბცჟ (BCG);

დიფთერია + ტეტანუსი + ყივანახველა + ჰეპ B +ჰიb + იპვ (ჰექსა/DPat+HepB+Hib+IPV);

პნევმოკოკური ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინა (პნევმო/PCV);

როტავირუსული ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინა;

წითელა, წითურა, ყბაყურა;

დიფთერია, ტეტანუსი, ყივანახველა;

პოლიომიელიტის ორალური ვაქცინა;

დიფთერია-ტეტანუსი;

ტეტანუსი-დიფთერია.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში ორ წლამდე ბავშვთა 5%-ს პროფილაქტიკური აცრები არ აქვს გაკეთებული, ხუთი წლის ბავშვებში კი ეს მაჩვენებელი 10%-ია.

წყარო