გეგმური აცრები სავალდებულო გახდა - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივნისი 2021

კითხვა-პასუხი

გეგმური აცრები სავალდებულო გახდა

გეგმური აცრები სავალდებულო გახდა
2019 წლის პირველი იანვრიდან გეგმური აცრები სავალდებულო გახდა. შესაბამისი ცვლილებები ჯანმრთელობის დაცვის შესახებ საქართველოს კანონში პარლამენტმა 14 ნოემბერს დაამტკიცა. საუბარია პროფილაქტიკურ აცრებზე, რომლებიც აცრების ეროვნულ კალენდარშია გაწერილი.

თუმცა საკანონმდებლო ცვლილება ამ ეტაპზე არ ითვალისწინებს არანაირ სანქციას იმ მშობლების მიმართ, რომლებიც შვილების აცრაზე უარს იტყვიან. ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტის ხელმძღვანელის, აკაკი ზოიძის თქმით, სანქციები მხოლოდ იმ შემთხვევაში ამოქმედდება, თუ აცრების მაჩვენებელი არ გაიზრდება და სიტუაციის ანალიზის შედეგად საჭირო გახდება დამატებითი ზომების მიღება.

კერძოდ, ზოიძის თქმით, მომავალი წლის ზაფხულიდან შესაძლოა, ბაღებსა და სკოლებში აუცრელი
ბავშვის შეყვანა აიკრძალოს. ამ ეტაპზე კი დოკუმენტი ითვალისწინებს ვალდებულებას, მშობელმა სკოლაში ან ბაღში სწავლის დაწყებისას აცრის დამადასტურებელი დოკუმენტი წარადგინოს.

კანონპროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, ქვეყნის მასშტაბით მოსახლეობის იმუნიზაციითმოცვის დონე არასაკმარისია. აცრებზე მოთხოვნას ხელს უშლის მოსახლეობის არასათანადო ცნობიერება ვაქცინების სარგებლისა და უსაფრთხოების შესახებ და უნდობლობა, ასევე, ვაქცინაციის
საწინააღმდეგო ინფორმაცია საზოგადოებასა და საინფორმაციო საშუალებებში, მშობლების უყურადღებობა და პასუხისმგებლობის დეფიციტი.

საქართველოში მოქმედ აცრების ეროვნულ კალენდარში ათი ვაქცინაცია შედის. ესენია:

B ჰეპატიტი (ჰეპ B / HepB);

ბცჟ (BCG);

დიფთერია + ტეტანუსი + ყივანახველა + ჰეპ B +ჰიb + იპვ (ჰექსა/DPat+HepB+Hib+IPV);

პნევმოკოკური ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინა (პნევმო/PCV);

როტავირუსული ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინა;

წითელა, წითურა, ყბაყურა;

დიფთერია, ტეტანუსი, ყივანახველა;

პოლიომიელიტის ორალური ვაქცინა;

დიფთერია-ტეტანუსი;

ტეტანუსი-დიფთერია.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში ორ წლამდე ბავშვთა 5%-ს პროფილაქტიკური აცრები არ აქვს გაკეთებული, ხუთი წლის ბავშვებში კი ეს მაჩვენებელი 10%-ია.

წყარო
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
ბავშვის აცრების შესახებ სკოლაში ცნობის წარდგენა სავალდებულო გახდება. ამის შესახებ დაავადებათა
03-01-2019
5 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის პროფილაქტიკური აცრების ჩატარება სავალდებულო არა 2019 წლის იანვრიდან,
03-01-2019
პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა პროექტს, რომლის მიხედვით, გეგმური
13-09-2018
დიეტოლოგია
სადღეისოდ აღიარებულია, რომ მენოპაუზასთან დაკავშირებული მძიმე დარღვევების თავიდან აცილება შესაძლებელია სამი ძირითადი მექანიზმის ჩართვით:
ბრიტანეთის კვების სამეცნიერო-საკონსულტაციო კომიტეტი ტიპი 2 შაქრიან დიაბეტთან ბრძოლას გვირჩევს
უბრალოდ, უნდა ვიცოდეთ, რა რგებს ან რა ვნებს ხერხემალს და დასკვნები თვითონვე გამოვიტანოთ.
კატეგორიის სხვა სტატიები
- როგორია დაავადების კლინიკური გამოვლინება?
ალერ­გო­ლოგ-იმუ­ნო­ლო­გი ბი­ძი­ნა კუ­ლუმ­ბე­გო­ვი კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნაღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნე­ბის მე­სა­მე დო­ზის და­მა­ტე­ბის სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით სოც­ლა­ურ ქსელ­ში გან­მარ­ტე­ბას აკე­თებს:
აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელი ენტონი ფაუჩი აცხადებს,
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ე.წ. კოვიდ პასპორტში მითითებული იქნება თუ როდის და რომელი ვაქცინით აიცრა ადამიანი.
რამ შეიძლება დააზიანოს გულის კუნთი, თუ პაციეტს არასოდეს ჰქონია გულის დაავადება?
ადამიანის ორგანიზმში მოხვედრილ ლითონთაგან ტყვია ერთ-ერთი საშიშია.
ოთახის მცენარეები ცალსახად სასარგებლოა. განსაკუთრებით დიდი ფოთლებიანი მცენარეები ატენიანებენ ჰაერს.
ზღვის მარილის გამოყენების ყველაზე იოლი გზა მისი აბაზანის მიღებაა. ის ხსნის კუნთურ დაძაბულობას, ასუფთავებს ფორებს, არბილებს კანს და ამზადებს მას კოსმეტიკური პორცედურებისთვის.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად