ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის და საქართველოს შიდსის ასოციაციის ორგანიზებით, კონფერენცია გაიმართება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის და საქართველოს შიდსის ასოციაციის ორგანიზებით, კონფერენცია გაიმართება

შიდსის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართება. ღონისძიება ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმის საკონფერენციო დარბაზში 11:00 საათზე დაიწყება.

როგორც "მკურნალი.გე"-ს ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრიდან აცნობეს, კონფერენციაზე განიხილება ქვეყანაში არსებული მდგომარეობა, ტენდენციები და შიდსის ეპიდემიის დასრულების სამოქმედო ინიციატივა.

26 ნოემბრიდან 1-ელი დეკემბრის ჩათვლით საქართველო ევროპის ტესტირების კვირეულს უერთდება. დღეისათვის, ევროპაში აივ/შიდსით 1.2 მლნ ინფიცირებული ადამიანი ცხოვრობს. ყოველმა მეოთხე ინფიცირებულმა თავისი სტატუსის შესახებ არ იცის. ხოლო ვინც იცის, რომ აივ ინფიცირებულია, თითქმის 50%-ს დიაგნოზი დაუდგინდა დაავადების გვიან სტადიაზე.

შიდსის ცენტრის მონაცემებით, საქართველოში აივ/შიდსის შემთხვევების ტენდენცია მზარდია და 7000 შემთხვევას გადააჭარბა. 2018 წლის 1-ელ დეკემბრის მონაცემებით ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრში რეგისტრირებულია 7380 აივ ინფიცირებული პირი. მათ შორის 5526 მამაკაცია, 1854 ქალი. პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 39 წლამდეა. შიდსი 3938 პაციენტს განუვითარდა, 1500 - გარდაიცვალა.

31 ოქტომბრის მონაცემებით აივ მკურნალობას იტარებს 4524. რეგისტრირებულ შემთხვევათა განაწილება გადაცემის გზების მიხედვით ასეთია: 40.1 % (2959) - ნარკოტიკების ინექციური მომხმარებელია; 46.2 % (3413) - დაინფიცირდა ჰეტეროსექსუალური კონტაქტის შედეგად; 11.1 % (818) - მამაკაცები რომელთაც სექსი აქვთ მამაკაცთან; 1.4 % (104) - დაინფიცირდა ვერტიკალური გადაცემის გზით; 0.5 % (36) - სისხლის რეციპიენტია; 0.7 % (49) - გადაცემის გზა დაუდგენელია; აივ ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა რეგისტრირებულია თბილისში (2701 შემთხვევა, მათგან 87 უცხოეთის მოქალაქეა); სამეგრელოში 934 (აქედან ზუგდიდი - 630); შემდეგ იმერეთში 916 (ქუთაისი 451); აჭარაში 827 (ბათუმი – 533); აფხაზეთში (466); კახეთში (355) ქვემო ქართლში (384); შიდა ქართლში (278); გურიაში (156); ფოთში (110); სამცხე-ჯავახეთში (105) და ა.შ.

2018 წლის 1 დეკემბრის მონაცემებით დაფიქსირებულია 618 ახალი შემთხვევა. შარშან შესაბამის პერიოდში გამოვლინდა 583 ახალი შემთხვევა. ახლადგამოვლენილი 618 შემთხვევიდან ნარკოტიკების ინექციური მოხმარებელია 16.3 %; ჰეტეროსექსუალური გზით დაინფიცირდა 62,9%; მსმ (მამაკაცი რომელსაც სექსი აქვს მამაკაცთან) - 19,4%; აივ-ის გადაცემის დანარჩენმა გზებმა შეადგინა 1.4 %.

სულ საქართველოში გამოვლენილია 109 აივ ინფიცირებული ბავშვი. მათ შორის 68 - ვაჟი, 40 - გოგონა. 27 გარდაიცვალა. 3 გავიდა ქვეყნიდან;

საქართველოს ნებისმიერი მოქალაქისთვის აივ/შიდსზე ტესტირება და მკურნალობა უფასოა.

გაერო-ს შიდსის პროგრამის მოწოდებით 2018 წლის შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღის დევიზია: „იცოდე შენი აივ სტატუსი!”.