ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის და საქართველოს შიდსის ასოციაციის ორგანიზებით, კონფერენცია გაიმართება - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მაისი 2019

კითხვა-პასუხი

ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის და საქართველოს შიდსის ასოციაციის ორგანიზებით, კონფერენცია გაიმართება

ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის და საქართველოს შიდსის ასოციაციის ორგანიზებით, კონფერენცია გაიმართება
ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის და საქართველოს შიდსის ასოციაციის ორგანიზებით, 1-ელ დეკემბერს შიდსის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართება. ღონისძიება ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმის საკონფერენციო დარბაზში 11:00 საათზე დაიწყება.

როგორც "მკურნალი.გე"-ს ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრიდან აცნობეს, კონფერენციაზე განიხილება ქვეყანაში არსებული მდგომარეობა, ტენდენციები და შიდსის ეპიდემიის დასრულების სამოქმედო ინიციატივა.
26 ნოემბრიდან 1-ელი დეკემბრის ჩათვლით საქართველო ევროპის ტესტირების კვირეულს უერთდება. დღეისათვის, ევროპაში აივ/შიდსით 1.2 მლნ ინფიცირებული ადამიანი ცხოვრობს. ყოველმა მეოთხე ინფიცირებულმა თავისი სტატუსის შესახებ არ იცის. ხოლო ვინც იცის,
რომ აივ ინფიცირებულია, თითქმის 50%-ს დიაგნოზი დაუდგინდა დაავადების გვიან სტადიაზე.

შიდსის ცენტრის მონაცემებით, საქართველოში აივ/შიდსის შემთხვევების ტენდენცია მზარდია და 7000 შემთხვევას გადააჭარბა. 2018 წლის 1-ელ დეკემბრის მონაცემებით ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრში რეგისტრირებულია 7380 აივ ინფიცირებული პირი. მათ შორის 5526 მამაკაცია, 1854 ქალი.
პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 39 წლამდეა. შიდსი 3938 პაციენტს განუვითარდა, 1500 - გარდაიცვალა.
31 ოქტომბრის მონაცემებით აივ მკურნალობას იტარებს 4524. რეგისტრირებულ შემთხვევათა განაწილება გადაცემის გზების მიხედვით ასეთია: 40.1 % (2959) - ნარკოტიკების ინექციური მომხმარებელია; 46.2 % (3413) - დაინფიცირდა ჰეტეროსექსუალური კონტაქტის შედეგად; 11.1 % (818) - მამაკაცები რომელთაც სექსი აქვთ მამაკაცთან; 1.4 % (104) - დაინფიცირდა ვერტიკალური გადაცემის გზით; 0.5 % (36) - სისხლის რეციპიენტია; 0.7 % (49) - გადაცემის გზა დაუდგენელია; აივ ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა რეგისტრირებულია თბილისში (2701 შემთხვევა, მათგან 87 უცხოეთის მოქალაქეა); სამეგრელოში 934 (აქედან ზუგდიდი - 630); შემდეგ იმერეთში 916 (ქუთაისი 451); აჭარაში 827 (ბათუმი – 533); აფხაზეთში (466); კახეთში (355) ქვემო ქართლში (384); შიდა ქართლში (278); გურიაში (156); ფოთში (110); სამცხე-ჯავახეთში (105) და ა.შ.

2018 წლის 1 დეკემბრის მონაცემებით დაფიქსირებულია 618 ახალი შემთხვევა. შარშან შესაბამის პერიოდში გამოვლინდა 583 ახალი შემთხვევა. ახლადგამოვლენილი 618 შემთხვევიდან ნარკოტიკების ინექციური მოხმარებელია 16.3 %; ჰეტეროსექსუალური გზით დაინფიცირდა 62,9%; მსმ (მამაკაცი რომელსაც სექსი აქვს მამაკაცთან) - 19,4%; აივ-ის გადაცემის დანარჩენმა გზებმა შეადგინა 1.4 %.

სულ საქართველოში გამოვლენილია 109 აივ ინფიცირებული ბავშვი. მათ შორის 68 - ვაჟი, 40 - გოგონა. 27 გარდაიცვალა. 3 გავიდა ქვეყნიდან;
საქართველოს ნებისმიერი მოქალაქისთვის აივ/შიდსზე ტესტირება და მკურნალობა უფასოა.

გაერო-ს შიდსის პროგრამის მოწოდებით 2018 წლის შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღის დევიზია: „იცოდე შენი აივ სტატუსი!”.




გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
რეკომენდებული პროდუქტები
კარგი მხედველობის და ნერვული სისტემის ხელშეწყობისთვის-60აბი
ფასი: 28.9
მხედველობის ჯანმრთელობისთვის-30აბი
ფასი: 44.9
ჯანმრთელი იმუნური სისტემის ფუნქციონირებისათვის.-60აბი
ფასი: 34.9
კარგი მხედველობის და ნერვული სისტემის ხელშეწყობისთვის-60აბი
ფასი: 28.9
მსგავსი სიახლეები
ბაზარზე შესაძლებელია შეგვხვდეს სტანდარტული პრეზერვატივების სხვადასხვა ალტერნატივა. მათ შორის „ეკოლოგიური“ პროდუქტი.
13-05-2019
იაპონელმა მეცნიერებმა კუმამოტოს უნივერსიტეტიდან შექმნეს ახალი ნივთიერება, რომელიც ადამიანის იმუნოდეფიციტის
11-04-2019
ამა წლის 25-27 ივნისს ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრში ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია „ბერიტაშვილის საუბრები I,
05-09-2018
დიეტოლოგია
დიდი ბრიტანეთის დიეტოლოგებმა, კვლევების საფუძველზე, განაცხადეს, რომ არსებობს პროდუქტების ნაკრები, რომელიც
ცნობილია, რომ ნიგოზი ებრძვის კიბოს, აქვეითებს ანთების დონეს, ამუხრუჭებს დაბერების პროცესს და
გარგარი შეიცავს პექტინს - ნაერთს, რომელსაც ღვიძლიდან მავნე ნივთიერებების გამოდევნის უნარი გააჩნია. პექტინი
კატეგორიის სხვა სტატიები
მთელი მსოფლიოს სპეციალისტები საუბრობენ ადამიანისთვის პოტენციურად სასიკვდილო ობის სოკოს რეზისტენტული
იაპონელმა მეცნიერებმა კუმამოტოს უნივერსიტეტიდან შექმნეს ახალი ნივთიერება, რომელიც ადამიანის იმუნოდეფიციტის
1932 წელს ალაბამას შტატის ქალაქ ტასკიგში ექიმები სიფილისს 600 ღარიბ აფროამერიკელზე სწავლობდნენ.
სამედიცინო ტექნოლოგიების ეფექტურობის შემსწავლელი კომპანია Cochrane-ის ექსპერტებმა განაცხადეს, რომ გრიპით
აცრის საწინააღმდეგო მოძრაობა მთელს მსოფლიოში იკრებს ძალებს. ვაქცინაციის მოწინააღმდეგეები აცრის საშიშროებაზე
ქლამიდიოზი საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა. ქლამიდიოზით დასნებოვნების გზებზე, კლინიკურ ნიშნებსა და
მუცლის შებერილობას იწვევს აირების ჭარბი დაგროვება, ამის შესამცირებლად იყენებენ პრეპარატებს, რომლებიც ხელს უწყობს ნაწლავში დაგროვილი აირების შთანთქმას.
რა დაავადებაა პნევმოსკლეროზი, როგორ ვლინდება იგი და რას გულისხმობს ამ პათოლოგიის პროფილაქტიკა,
ტესტით სისხლში იძებნება დაავადებისთვის დამხასიათებელი დნმ-ის ფრაგმენტი, რაც ინვაზიური სადიაგნოსტიკო
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად