ინფექციური სნეულებები

საქართველოში გრიპის ვირუსის ცირკულაცია დეკემბრის ბოლოდან არის მოსალოდნელი

საქართველოში გრიპის ვირუსის ცირკულაცია დეკემბრის ბოლოდან არის მოსალოდნელი
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში გრიპის ვირუსის ცირკულაცია დეკემბრის ბოლოდან არის მოსალოდნელი. როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსმა ხათუნა ზახაშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, გრიპის ვირუსის პრევენციის მიზნით, საჭიროა ვაქცინაცია. მისივე თქმით, ამ ეტაპზე არც საქართველოში და არც ევროპაში გრიპის ვირუსი არ ცირკულირებს.

როგორც ხათუნა ზახაშვილმა აღნიშნა, საქართველოში ამ დროისთვის ცირკულირებს რინო ვირუსები.
„მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს ზედამხედველობა. ცირკულირებს სხვა რესპირაციული და რინო ვირუსები, რაც იწვევს გრიპისმაგვარ დაავადებას, სურდოს, ხველას, ყელის ტკივილს და არც ისე მაღალ ტემპერატურას“, - განაცხადა ხათუნა ზახაშვილმა.


რეკომენდებული პროდუქტები
დიაბეტური ვიტამინი-30აბი
ფასი: 39.9
კარგი მხედველობის და ნერვული სისტემის ხელშეწყობისთვის-60აბი
ფასი: 28.9
მხედველობის ხელშეწყობისთვის-60აბი
ფასი: 44.9
მშრალი თვალისთვის-13მლ
ფასი: 14.9
მსგავსი სიახლეები
აივ-ინფიცირებულებს განკურნების ახალი შანსი გაუჩნდათ
05-02-2019
სამედიცინო ტექნოლოგიების ეფექტურობის შემსწავლელი კომპანია Cochrane-ის ექსპერტებმა განაცხადეს, რომ გრიპით
12-03-2019
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, გრიპისგან წელიწადში 650 000-მდე ადამიანი იღუპება.
27-02-2019