როგორ დავიცვათ თავი ვირუსისგან, როცა ოჯახის წევრები ავად არიან
ბაქტერიები ზედაპირზე 48 საათი ცოცხლობენ. გამოიყენეთ სპეციალური სადეზინფექციო სითხე. შეასხურეთ და დატოვეთ. ის ნივთები, რომელთა დასველებაც არ შეიძლება, სპირტიანი ბამბით დაამუშავეთ.
ხშირად ცვალეთ ავადმყოფის თეთრეული და პირსახოცი. რეცხეთ მაღალ ტემპერატურაზე. ჭურჭელი ჭურჭლის სარეცხ მანქანაში გარეცხეთ. ყურადღება მიაქციეთ ცხვირსახოცებს და ხელსახოცებს, რომლებსაც ავადმყოფი იყენებს. ნუ დატოვებთ ტუმბოზე ან საწოლში. თქვენი კბილის ჯაგრისი ცალკე შეინახეთ.