ვის ჩაუტარდება უფასოდ სეზონური გრიპის საწინააღმდეგო აცრა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ვის ჩაუტარდება უფასოდ სეზონური გრიპის საწინააღმდეგო აცრა

ცენტრში პრესკონფერენცია გაიმართა, რომელსაც ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო დაესწრო. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ოქტომბერი სეზონური გრიპის საწინააღმდეგო აცრის გასაკეთებლად საუკეთესო პერიოდია.

„ეს არის სეზონური გრიპი, რომელიც მეტ-ნაკლები სიმძაფრით ყოველწლიურად მეორდება და ხშირად ეს ხდება შემოდგომა-ზამთრის პერიოდში. ამდენად, გრიპის სეზონური ვაქცინაციისთვის ოპტიმალური ვადა არის სწორედ მიმდინარე კვირა და მისი შემდგომი უახლოესი პერიოდი.

რაც შეეხება გრიპით გამოწვეულ ზიანს, ეს მართლაც მნიშვნელოვანია, რადგანაც თუ უმეტეს შემთხვევაში გრიპი მიმდინარეობს მსუბუქად და მხოლოდ სიმპტომური მკურნალობა სჭირდება, გარკვეულ რისკ-ჯგუფებში მან შეიძლება საკმაოდ მძიმე და ზოგ შემთხვევაში ფატალური მიმდინარეობაც მიიღოს. რა თქმა უნდა, არ მინდა ამით პანიკის შექმნა, მაგრამ გრიპის შესახებ და ვაქცინაციის მნიშვნელობაზე ცნობიერების ამაღლება, ძალიან მნიშვნელოვანია,"- განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ.

როგორც პრესკონფერენციაზე აღინიშნა, ამ სეზონზეც, გასული წლის მსგავსად, რისკ-ჯგუფებისთვის ვაქცინაციის უფასოდ ჩატარებას სახელმწიფო უზრუნველყოფს. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, რისკ-ჯგუფებს განეკუთვნებიან ორსულები, 18 წლამდე ასაკის დიაბეტით დაავადებული პირები, დიალიზზე მყოფი პირები და მათი მომვლელი პერსონალი, ბავშვთა სახლებისა და მოხუცთა თავშესაფრების მცხოვრებლები და მათი მომვლელი პერსონალი, ც ჰეპატიტით დაავადებული პირები, რომლებიც იმყოფებიან მკურნალობის ქვეშ, აივ-ინფიცირებულები და სამედიცინო დაწესებულებების პერსონალი.

როგორც პრესკონფერენციაზე აღინიშნა, სეზონური გრიპი სასუნთქი გზების მწვავე ვირუსული დაავადებაა, რომლის თავიდან აცილების საუკეთესო საშუალება ვაქცინაციაა.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, 2018-2019 წლის სეზონისთვის სახელმწიფომ 40 935 დოზა ვაქცინა შეიძინა.