წითელას აცრის დამადასტურებელი საბუთის წარდგენას სკოლის მოსწავლეებს არ მოსთხოვენ - მკურნალი.გე
რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
დეკემბერი 2018
კითხვა-პასუხი
წითელას აცრის დამადასტურებელი საბუთის წარდგენას სკოლის მოსწავლეებს არ მოსთხოვენ
წითელას აცრის დამადასტურებელი საბუთის წარდგენას სკოლის მოსწავლეებს არ მოსთხოვენ
სკოლებში წითელას აცრის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა სავალდებულო არ არის, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში განუცხადეს.

როგორც უწყებაში განმარტავენ, აუცრელი ბავშვების მშობლებს მხოლოდ რეკომენდაცია ეძლევათ, დროულად უზრუნველყონ შვილებისთვის აცრების ჩატარება.
„წითელას მასობრივი გავრცელების პრევენციის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 იანვრის № 41 განკარგულების შესაბამისად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, აღნიშნული პროცესისათვის ხელშეწყობის მიზნით, დაევალა ზოგად, პროფესიულ და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში არასრულად აცრილი ან აუცრელი პირების გამოვლენა და ინფორმაციის მიწოდება სჯდ ცენტრებისათვის;

აღნიშნული
ხორციელდება სკოლის ექიმების მიერ ყველა კლასში. აუცრელი ბავშვების მშობლებს ეძლევათ რეკომენდაცია, დროულად უზრუნველყონ შვილებისთვის აცრების ჩატარება.

მოსწავლის სკოლაში ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების ჩამონათვალში არ არის გეგმური აცრების ჩატარების თაობაზე გაცემული ცნობა“, - აცხადებენ უწყებაში.

წითელას აცრის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა არც საბავშვო ბაღებში იქნება სავალდებულო. ამის შესახებ
„ინტერპრესნიუსს“ ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორმა, კახაბერ გვანცელაძემ განუცხადა. მისი თქმით, ბაღების სააგენტო ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების მიხედვით მოქმედებს, რომლის მიხედვითაც აცრების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა ბავშვის ბაღში მიღებისას აუცილებელი არ არის.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში წითელას ვაქცინაცია 40 წლამდე ასაკის მოქალაქეთათვის უფასოა, ხოლო 40 წელს ზემოთ პირს ვაქცინაციის გაკეთება უფასოდ მაშინ შეუძლია, თუ მას წითელათი დაავადებულ ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი.


კომენტარი არ გაკეთებულა
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
რეკომენდირებული პროდუქტები
ღვიძლის ნორმალური ფუნქციონირებისათვის -30აბი
ფასი: 48.9
მხედველობის ჯანმრთელობისთვის -60 აბი
ფასი: 39.9
კარგი მხედველობის და ნერვული სისტემის ხელშეწყობისთვის-60აბი
ფასი: 28.9
გლუკოზის მეტაბოლიზმის ხელშეწყისთვის-60 აბი
ფასი: 25.2
მსგავსი სიახლეები
მომაკვდინებელ დაავადებებთან საბრძოლველად კაცობრიობა უკვე დიდი ხანია იყენებს ვაქცინებს,
25-09-2018
„პალიტრა მედია“ ჰოლდინგის სათავო ოფისში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის
15-02-2018
17 დეკემბერი 2018
ზამთარში წონის მა­ტე­ბას მარ­თლაც ბევ­რი უჩი­ვის. ენდოკრინოლოგ ლაშა უჩავას განმარტებით, ეს და­კავ­ში­რე­ბუ­ლია
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
საქართველოში გრიპის ვირუსი ლაბორატორიულად უკვე დადასტურდა, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის
ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ ლ. საყვარელიძის სახელობის
ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის და საქართველოს შიდსის ასოციაციის ორგანიზებით, 1-ელ დეკემბერს
გარემოს ტემპერატურის ვარდნა და საზოგადოდ, აციება, ხშირად ხდება გაციებისა და დაავადებათა გამწვავების
22 ნოემბერს თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის გარკვეულ კლინიკებში ერთდღიანი გრიპის უფასო ვაქცინაციის აქცია ჩატარდება.
ამერიკელმა მეცნიერებმა შეიმუშავეს პორტატული მოწყობილობა აივ ინფექციის საკმაოდ სწრაფი და იაფი
17 დეკემბერი 2018
ინტიმური ჰიგიენა ერთ-ერთი ისეთი საკითხია, რომელზეც ყურადღების მოდუნება ნამდვილად არ შეიძლება.
სპეციალისტთა განცხადებით, თაფლის რეგულარულად მიღება ორგანიზმის მდგომარეობას აუმჯობესებს.
მკურნალი გე-ს რედაქტორი,თამარ მამაცაშვილი გვირჩევს, გავეცნოთ ამ ინფორმაციას ერთი შეხედვით უვნებელი ინფექციის შესახებ:
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონული დირექტორის ჟუჟანა ჯაკაბის განცხადებით,