საქართველოში C ჰეპატიტით დაავადებულთა განკურნების მაჩვენებელი 98%-ზე მაღალია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

საქართველოში C ჰეპატიტით დაავადებულთა განკურნების მაჩვენებელი 98%-ზე მაღალია

ელიმინაციისა და სრული აღმოფხვრის თვალსაზრისით, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომელმაც ჰეპატიტის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით დაწყებული ახალი კამპანია „STOP C გახსნა.

„დღეს არის ჰეპატიტთან ბრძოლის საერთაშორისო დღე. გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ჰეპატიტი 21-ე საუკუნეში მსოფლიოს საზოგადოებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე გამოწვევაა. სამწუხაროდ, საქართველოშიც ეს გახლდათ ერთ-ერთი მთავარი პრობლემა. ვირუსული ჰეპატიტი ზოგადად არის ისეთი ტიპის დაავადება, რომლის წინააღმდეგაც ბრძოლა მოითხოვს რესურსების მაქსიმალურ მობლიზაციას. B ჰეპატიტთან ბრძოლაში ბევრმა სახელმწიფომ მიაღწია წარმატებას, მედიკამენტებიც არსებობდა, რომლებიც ამ დაავადებას ეფექტურად ებრძოდა, მაგრამ სამწუხაროდ, C ჰეპატიტი აღმოჩნდა ის დაავადება, რომლის მიმართაც ბევრი ქვეყანა აღმოჩნდა დაუცველი. სამწუხაროდ, საქართველოც მათ რიცხვში მოხვდა. 2012 წელს, როდესაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში, განვაცხადეთ, რომ ჩვენი მთავარი პრიორიტეტი ადამიანი, ჩვენი მოქალაქე და მასზე ზრუნვა იქნებოდა. პირველი ნაბიჯი, რომელიც ჩვენ გადავდგით იყო ჯანდაცვის ბიუჯეტის მკვეთრი ზრდა. ამ ზრდაში, რა თქმა უნდა, ყველაზე მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული ადგილი დაიკავა C ჰეპატიტთან ბრძოლამ. C ჰეპატიტით, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ მსოფლიოში მილიონობით ადამიანი იღუპება. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე გამოწვევა, რომელიც კაცობრიობას აქვს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის კვლევებით. ჩვენი ნაბიჯები მიმართული იყო, რომ სწორედ ამ ყველაზე მძიმე გამოწვევას გავმკლავებოდით და გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიოში ისევე, როგორც რეგიონში საქართველო არის უნიკალური ქვეყანა, რომელმაც ამ გამოწვევას წარმატებით გაართვა თავი“, - განაცხადა ბახტაძემ.

პრემიერმა მხარდაჭერისთვის ამერიკელ პარტნიორებს მადლობა გადაუხადა. „მე მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენ თუ ამ პრეპარატების კომერციულ ღირებულებას შევხედავთ, ეს ძალიან მაღალია. დაახლოებით 80-90 ათასი დოლარი დაუჯდებოდა მოქალაქეს რომ ემკურნალა იმ თანამედროვე პრეპარატებით, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ. ეს ნიშნავს, რომ საქართველოს მხოლოდ რამდენიმე ათეული მოქალაქე მისცემდა თავს იმის უფლებას, რომ ემკურნალა ამ ძალიან ძვირიანი პრეპარატებით. ჩვენ ჩვენი ამერიკელი პარტნიორების დახმარებით მივაღწიეთ იმას, რომ დღეს ეს პრეპარატები ყველასთვის ხელმისაწდომია. 2016 წელს, საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა C ჰეპატიტთან ბრძოლის სტრატეგია, რომლის მთავარი ამოცანაა, რომ მოხდეს ამ დაავადების სრული ელიმინაცია საქართველოში. მინდა გითხრათ, რომ ჩვენი მოსახლეობის დაახლოებით მესამედმა უკვე გაიარა სკრინინგი. ესაა ძალიან მნიშვნელოვანი, რომ პრევენციული ღონისძიებები ჩავატაროთ C ჰეპატიტთან ბრძოლაში. დაახლოებით 50 000 ადამიანია ჩართული დღეს სამკურნალო პროცესში. სკრინინგი არის ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომ ჩვენ ვიყოთ წარმატებული ამ დაავადებასთან ბრძოლაში. ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ, სამწუხაროდ, ამ დაავადებამ გარკვეული სტიგმა გამოიწვია. რა თქმა უნდა, C ჰეპატიტი არ არის სტიგმა. ჩვენი მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა და იდეალური იქნება რომ 100-ვე პროცენტმა გაიაროს ეს სკრინინგის პროცესი, რაც საშუალებას მოგვცემს, რომ უფრო ეფექტურად ვებრძოლოთ ამ უმძიმეს დაავადებას. მე აქვე მინდა აღვნიშნო, რომ 2020 წელს, როდესაც ამ სტრატეგიის ეფექტურ დანერგვას დავასრულებთ, საქართველო შეიძლება პირველი ქვეყანა გახდეს, რომელიც წარმატებით გაუმკლავდება ვირუსულ დაავადებას მისი ელიმინაციისა და სრული აღმოფხვრის თვალსაზრისით. ეს იქნება უნიკალური წარმატება და იმედის მიმცემი სხვა ერებისთვის“, - განაცხადა ბახტაძემ.

პრემიერმა მადლობა გადაუხადა ჯანდაცვის სამინისტროს, პროგრამაში ჩართულ პაციენტებსა და ექიმებს. ცნობილია, რომ საქართველოში C ჰეპატიტით დაავადებულთა განკურნების მაჩვენებელი 98%-ზე მაღალია.