კორონავირუსი

მეცნიერებმა სტომატიტის სამკურნალო პლასტირი შექმნეს

მეცნიერებმა სტომატიტის სამკურნალო პლასტირი შექმნეს
დღეისათვის პირის ღრუს ლიქენისა და სტომატიტის სამკურნალოდ იყენებენ სავლებს, კრემებს ან სტეროიდის შემცველ მალამოებს. თუმცა, მათი მოქმედების სუსტი ეფექტი გამოწვეულია ჭრილობასთან ხანმოკლე კონტაქტით. მეცნიერებმა შექმნეს პირის ღრუს ბიოგანლევადი პლასტირი Rivelin.

სავლებისგან განსხვავებით, იგი მოქმედებს დამიზნებით და დიდი ხნის განმავლობაში შეიძლება დარჩეს პირის ღრუში, რითაც უზრუნველყოფს სამკურნალო და ბარიერულ ეფექტს. ეს მნიშვნელოვნად აჩქარებს დაზიანებული უბნების შეხორცებას ისეთი დაავადებებისას, როგორიცაა პირის ღრუს წითელი ბრტყელი ლიქენი და მორეციდივე აფთოზური სტომატიტი.

პირის ღრუს ქრონიკულ ანთებით მდგომარეობას ჩვეულებრივ თან ახლავს მტკივნეულობა, რაც მნიშვნელოვნად მოქმედებს ცხოვრების ხარისხზე.
ავტორების თქმით, პაციენტები, რომელთაც გამოსცადეს აღნიშნული პლასტირი, აღნიშნავენ ტკივილის სწრაფად შემსუბუქებას. პლასტირის კიდევ ერთი პლუსია გამოყენების მოხერხებულობა, დღის განმავლობაში არ შორდება და არ საჭიროებს ხელმეორედ წასმას.

ლალი ჩხიკვაძე

მსგავსი სიახლეები
ბრიტანელმა მეცნიერებმა შექმნეს ახალი პლასტირი, რომელიც ინფიცირებისას ფერს იცვლის. მკვლევარი ტობი
04-10-2018
კოლუმბიის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრისა და ჩრდილოეთ კაროლინის უნივერსიტეტის მეცნიერებმა შეიმუშავეს ახალი „პლასტირი“. ის ორგანიზმს, სპეციალური მიკროსკოპული ნემსების საშუალებით, პრობლემურ ზონებში აწვდის ცხიმის დამწველ საშუალებას. მოწყობილობა უკვე გამოსცადეს თაგვებზე.
26-09-2017
ტუჩის კუთხეებში ნახეთქებს ანგულარული სტომატიტი - ტუჩის კუთხის ანთება ჰქვია და რკინის დეფიციტის
02-02-2015