კორონავირუსი

საქართველოში წითელას 1000-ზე მეტი შემთხვევა გვაქვს და არ ჩერდება - პაატა იმნაძე

საქართველოში წითელას 1000-ზე მეტი შემთხვევა გვაქვს და არ ჩერდება - პაატა იმნაძე
დაავადებათა კონტროლის ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე მოსახლეობას წითელას აცრის გაკეთებისკენ მოუწოდებს. პაატა იმნაძის განცხადებით, წითელას ახალი შემთხვევებიცაა დაფიქსირებული. „წითელას პროფილაქტიკა ყველაზე ადვილია. ვაქცინაციაა საჭირო და აღარ დაგვემართება. დღეს უკვე საქართველოში წითელას 1000-ზე მეტი შემთხვევა გვაქვს და არ ჩერდება. პირიქით, იმერეთში, სამეგრელოში ახალი შემთხვევებიც არის, თბილისშიცაა ცოტა. ვინც არ არის აცრილი, უნდა აიცრას. ბავშვი თუ არ არის აცრილი, უნდა აცრან. ეს ეხება განსაკუთრებით მათ, ვინც დაორსულებას აპირებს, რადგან სამწუხაროდ, ბევრი შემთხვევა გვაქვს, როდესაც დედა არაა იმუნური, ბავშვს აჩენს არაიმუნურს, ბავშვს ემართება წითელა“,
- განაცხადა იმნაძემ.


მსგავსი სიახლეები
სამედიცინო ტექნოლოგიების ეფექტურობის შემსწავლელი კომპანია Cochrane-ის ექსპერტებმა განაცხადეს, რომ გრიპით
12-03-2019
აცრის საწინააღმდეგო მოძრაობა მთელს მსოფლიოში იკრებს ძალებს. ვაქცინაციის მოწინააღმდეგეები აცრის საშიშროებაზე
11-03-2019
1-ელი იანვრიდან დღემდე, საქართველოში წითელას 1370 შემთხვევა დაფიქსირდა.
12-02-2019