კორონავირუსი

სალმონელას აღმოჩენის გამო თურქეთის ერთ-ერთი საწარმოდან ფრინველის ხორცის საქართველოში იმპორტი ერთი წლით შეჩერდა

სალმონელას აღმოჩენის გამო თურქეთის ერთ-ერთი საწარმოდან ფრინველის ხორცის საქართველოში იმპორტი ერთი წლით შეჩერდა
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თურქეთის ერთ-ერთი საწარმოდან ფრინველის ხორცის იმპორტი ერთი წლის ვადით შეაჩერა. აღნიშნულის შესახებ ნათქვამია ბრძანებაში, რომელიც სურსათის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

როგორც ბრძანებაშია აღნიშნული, თურქეთის რესპუბლიკის საწარმოდან - Erpilic Entegre Tavukculuk Uretim Pazarlama Ve Ticaret Ltd Sti იმპორტირებული ფრინველის ხორცში 1 წლის განმავლობაში სალმონელას ორჯერ აღმოჩენის გამო, 1 წლის ვადით შეჩერდეს ამ საწარმოდან პროდუქტების იმპორტი.

სურსათის ეროვნული სააგენტოს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს დაევალა თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოს ინფორმირება აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ.
აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ
საქმეთა კოლეგიაში.
მსგავსი სიახლეები
Medicalxpress კიბოს გამოწვევ პროდუქტებზე ფრანგი მკვლევრების დასკვნას აქვეყნებს. როგორც ევროპელი ექსპერტები
08-10-2019
როდესაც ხორციან საკვებს მივირთმევთ, ნივთიერებათა ცვლას დაახლოებით 40 %-ით ვზრდით, ვაძლიერებთ. წელიწადის
14-07-2019
ჯანდაცვის სფეროში მომუშავე ამერიკელმა ექსპერტებმა განაცხადეს, რომ მომზადებამდე ქათმის უმი ხორცის
21-05-2019