ბოლო მონაცემებით, წელს აივ/შიდსის 270 ახალი შემთხვევაა დაფიქსირებული
შესაბამის პერიოდთან შედარებით, - ამის შესახებ „მკურნალი.გე"-ს ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრიდან“ აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით, ქვეყანაში 7032 აივ/შიდსის მქონე ადამიანია რეგისტრირებული, თუმცა, ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის და ადგილობრივ ექსპერტთა ვარაუდით, დღეს საქართველოში რეალურად 11 000-მდე აივ/შიდსით დაავადებულია.
20 მაისს, შიდსის ცენტრში შიდსით გარდაცვლილთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით და აივ/შიდსის საგანგაშო სტატისტიკასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართა. პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ, მედიკოსებმა და ჟურნალისტებმა შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის დღის აღნიშვნის ფარგლებში ცაში წითელი ბუშტები გაუშვეს, რომლებზეც სიმბოლურად აღნიშნულია გარდაცვლილი აივ ინფიცირებული პაციენტების სახელები.
შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის საერთაშორისო დღე 1983 წლიდან, მაისის მესამე კვირას, უკვე 35 წელია აღინიშნება და წელს მისი დევიზია „გავიაზროთ ჩვენი წარსული და მოვემზადოთ მომავლისთვის“.