ინფექციური სნეულებები

მეცნიერებმა მწერებით გადამტანი საშიში ინფექციების გავრცელების საწინააღმდეგო საშუალებას მიაგნეს

მეცნიერებმა მწერებით გადამტანი საშიში ინფექციების გავრცელების საწინააღმდეგო საშუალებას მიაგნეს
მწერების მიერ გადატანილი დაავადებების გამო მსოფლიოში, ყოველდღიურად 750 000 ადამიანი იღუპება. ყველაზე მეტად საშიშ დაავადებებს მიეკუთვნება: მალარია, ზიკას, დენგეს, ყვითელი, დასავლეთ ნილოსის და ჩიკუნგუნიას ცხელება. მეცნიერებმა აღმოაჩინეს როგორ ებრძოლონ ამ დაავადებების გადამტან მწერებს.

ბრიტანელმა მკვლევარება ინფექციის გავრცელებასთან ბრძოლაში პრეპარატ "ივერმექტინის" ეფექტურობა შეაფასეს. ამისათვის მათ შეარჩიეს 139 მოხალისე კენიიდან. მონაწილეები სამ ჯგუფად დაჰყვეს. პირველი ჯგუფის მოხალისეები იღებდნენ 600 მკგრ/კგ "ივერმექტინს", მეორე ჯგუფის მონაწილეები - 300 მკგრ/კგ, დანარჩენები კი ღებულობდნენ პლაცებოს. მოხალისეები პრეპარატს სამი დღის განმავლობაში ღებულობდნენ.

იმ მოხალისეთა სისხლი, რომლებიც "ივერმექტინს"
ღებულობდა, მომწამვლელი აღმოჩნდა მწერებისათვის პრეპარატის მიღების შეწყვეტიდან მინიმუმ 28 დღის განმავლობაში.

სპეციალისების აზრით, ყველაზე ოპტიმალურია 300 მიკროგრამი/ კგ წონაზე დოზა. 600 მკგრ/კგ დოზამ გვერდითი ეფექტები გამოიწვია მონაწილეთა 11%-ში. 300 მკგრ/კგ დოზის პირობებში მოხალისეთა მხოლოდ 4%-ს აღნიშნა გვერდითი მოვლენების განვითარება.

ლალი ჩხიკვაძე
რეკომენდებული პროდუქტები
კარგი მხედველობის და ნერვული სისტემის ხელშეწყობისთვის-60აბი
ფასი: 28.9
დიაბეტური ვიტამინი-30აბი
ფასი: 39.9
ჯანმრთელი იმუნური სისტემის ფუნქციონირებისათვის.-60აბი
ფასი: 34.9
მხედველობის ჯანმრთელობისთვის-30აბი
ფასი: 44.9
მსგავსი სიახლეები
მეცნიერთა საეთაშორისო ჯგუფმა დაამტკიცა, რომ დედის რძე მთელი ცხოვრება იცავს ადამიანს
18-06-2019
ტრიქომონიაზი სქესობრივი გზით გადამდები ინფექციაა,
05-09-2018
სოკოვან დაავადებას იწვევს განსაკუთრებული მიკროორგანიზმები - სოკოები, პათოგენური ან პირობითპათოგენური.
13-02-2019